დიეტოლოგია რა დიდი მნიშვნელობა აქვს დაფნას დიაბეტიანებისათვის 2019, 19 მაისი, 19:36 დაფნა და დიაბეტი მართალია თუ არა, რომ დაფნის ფოთოლი სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის? * დაფნის ფოთოლი უნიკალური სამკურნალო საშუალებაა. ის მდიდარია ფიტორციდებით.ორგანიზმისთვის აუცილებელი მიკროელემენტებით, მას ორგანიზმიდან შიდის გამოდევნისა და იმუნიტეტის ამაღლების საოცარი უნარი აქვს.* დაფნა ძალზე სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით, ტუბერკულოზით, სახსრის პათოლოგიების დაავადებულთათვის, წარმატებით გამოიყენება სტომატიტის და პირის ღრუს სხვა ანთებითი დაავადებების დროს. ( რეკომენდირებულია მათი გაღეჭვა) ნაყენის მომზადების წესი 300 გრ. წყალში ჩავალაგოთ დაფნის ფოთლები, წამოვადუღოთ და თბილად შევინახოთ, გადავწუროთ და მივიღოთ ცოტ ცოტა დღის განმავლობაში ასე 3 დღე. 2 3 კვირის გამოტოვებით გავიმეოროთ სამ დღიანი კურსი. 2 კურსის შემდეგ სახსრების ტკივილი, შებოჭილობა მოგეხსენებათ. შაქრიანი დიაბეტიანებისათვის ასე უნდა მომზადდეს : აიღეთ 30 - 40 ფოთოლი. დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, 20-30 წუთს გააჩერეთ, გადაწურეთ და მიირთვით დილით, უზმოზე და დღის განმავლობაში 3-4 ჯერ. ჭამამდე 15 წუთით ადრე. დაფნის ნაყენს უკუჩვენება არ გააჩნია, მაგრამ აქვს შემკვრელი ეფექტი. ასეთი ნაყენის მიღებისას ადამიანმა ყურადღება უნდა მიაქციოს კვების რაციონს. მიირთვან ქლიავი, ჭარხალი, ნაყენის მიღებაც მცირე დოზით მიიღოს, რათა ორგანიზმმა შეგუება შეძლოს. ასევე დააინტერესებთ ხალხური მეთოდები თავის ტკივილის დროს, ვიდრე გამაყუჩებელს დალევ 246 1-ს მოსწონს
|