x
image
ეკა ლაცკა
რა მოხდება მაშინ, როდესაც საკუთარ თავს შეიყვარებთ - ჩარლი ჩაპლინი ”რაც საკუთარი თავი შევიყვარე "
ჩარლი ჩაპლინი -”რაც საკუთარი თავი შევიყვარე "

*რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ დარდი და ნაღველი – მხოლოდ გამაფრთხილებელი სიგნალებია, რომლებიც მამცნობენ, რომ ჩემი ჭეშმარიტი ბუნების წინააღმდეგ ვცხოვრობ. დღეს ვიცი, რომ ამას „ს ი ნ ა მ დ ვ ი ლ ე “ ჰქვია.

image

*რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რა ძლიერ შეიძლება ატკინო გული ადამიანს, თუკი მას მისივე სურვილების ასრულებას დააძალებ, როცა მათი განხორციელების დრო ჯერ არ დამდგარა და ადამიანი ამისთვის ჯერ მზად არ არის და რომ ეს ადამიანი – თავად მე ვარ. დღეს „ა ღ ი ა რ ე ბ ა ს“ ვარქმევ ამას.


image

*რაც საკუთარი თავი შევიყვარე, თავი დავანებე სხვა ცხოვრებისკენ სწრაფვას და მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი, რაც ჩემს გარშემოა, მუდმივად ზრდისა და სრულყოფისკენ მიბიძგებს. დღეს „მ ო წ ი ფ უ ლ ო ბ ა“ დავარქვი ამას.image

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ მიუხედავად გარემოებებისა, ვიმყოფები სწორ ადგილას, სწორ დროს და ყველაფერი საჭირო მომენტში ხდება, ამიტომ შემიძლია მშვიდად ვიყო. ახლა ამას „თ ვ ი თ დ ა ჯ ე რ ე ბ უ ლ ო ბ ა ს“ ვარქმევ სახელად.

image

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვიპარავ ჩემს დროს და სამომავლოდ გრანდიოზულ გეგმებს აღარ ვსახავ. დღეს მხოლოდ იმას ვაკეთებ, რასაც ჩემთვის სიხარული და სიამოვნება მოაქვს, იმას, რაც მიყვარს და რაცმხიარულ განწყობაზე მაყენებს. ამას ჩემი მეთოდებით, ჩემს ჩვეულ რიტმში ვაკეთებ. დღეს ამ ყოველივეს „უ ბ რ ა ლ ო ე ბ ა ს“ ვეძახი.

image

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, გავთავისუფლდი ყველაფრისგან, რასაც ზიანი მოქონდა ჩემთვის – საკვების, ადამიანების, ნივთებისა და სიტუაციებისგან. ყველაფრისგან, რაც კი უკან მხევდა და ჩემს თავს მაშორებდა. „ს ა კ უ თ ა რ ი
თ ა ვ ი ს ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი“ ვუწოდე ამ ყოველივეს.

image

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვცდილობ ყოველთვის მართალი ვიყო და შეცდომებსაც ნაკლებად ვუშვებ. ახლა ვიცი, რომ ამას „მ ო კ რ ძ ა ლ ე ბ ა“ ჰქვია.

image

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, წარსულით აღარ ვცხოვრობ და მომავალზეც არ ვღელავ. მხოლოდ მოცემულ მომენტში ვცხოვრობ – იქ, სადაც ყველაფერი ხდება. ახლა ყოველი დღით ვცხოვრობ და ამას „გ ა ნ ხ ო რ ც ი ე ლ ე ბ ა ს“ ვარქმევ სახელად.

image

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, გავაცნობიერე, რომ ჩემმა გონებამ შესაძლოა გუნება-განწყობა გამიფუჭოს და ამან შედეგად ავადმყოფობა მომიტანოს. მაგრამ, როცა გული და გონება ერთმანეთს შევურწყე, ეს უკანასკნელი ჩემი საუკეთესო მოკავშირე გახდა. ამ კავშირს „გ უ ლ ი ს ს ი ბ რ ძ ნ ე ს“ ვუწოდებ.

image


არ არის საჭირო, კონფრონტაციებისა თუ სხვადასხვა სახის პრობლემის შიში გვქონდეს. იცით, ვარსკვლავებიც ეჯახებიან ერთმანეთს და ამ შეჯახების
შედეგად ახალი სამყაროები წარმოიქმნება. დღეს ვიცი, რომ “ეს – ცხოვრებაა”.

image

საკუთარი თავის უნდა გწამდეს–ესაა საიდუმლო. მაშინაც კი, როცა ობოლთა თავშესაფარში ვცხოვრობდი და ქუჩაში საკვებს ვეძებდი, ვფიქრობდი საკუთარ თავზე, როგორც უდიდეს მსახიობზე მსოფლიოში.

მე უნდა მქონოდა აბსოლუტური თავდაჯერებულობა, მის გარეშე დავმარცხდებოდი.

image

0
1288
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
1288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0