x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
"მეტი საქმე არ მაქვს, კიდევ 6 თვე ველოდო.. სააკაშვილი შეტევისთვის ემზადება

image


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით არჩევნების პროცესს ეხმაურება. მისი მონაცემებით საზოგადოების აქტივობა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით გაცილებით მაღალია, ამიტომ ის პოლიციელებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს და სთხოვს, რომ უკანონო ბრძანებები არ შეასრულონ, ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ მხარდამჭერებსა და აქტივისტებს ამხნევებს და აქტიურობისკენ მოუწოდებს: "არაფერი არ დაუთმოთ არავის და თუ ხელი წაუცდათ რამეზე, ამას ისეთი გაგრძელება მოჰყვება, ეს არ არის გასული წლის ნოემბერი. ნამდვილად არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას, გვერდიდან ყურებას და მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების იმედზე ყოფნას. მეტი საქმე არ მაქვს, კიდევ 6 თვე ველოდო ვიღაცის დასკვნას. ქართველი ხალხი გააკეთებს თავის დასკვნებს და ისე იმოქმედებს. მე ვიმოქმედებ ქართველ ხალხთან ერთად" - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.


0
218
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
218