x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
რას მოგვითხრობს ძველი აღთქმა ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქვეყნების დაპყრობის შესახებ

image
ღვთისაგანგანცხადებული იყო, რომ სპარსეთისსამეფოს დაიპყრობს ბერძნების მეფე(დან.8, 20-21)

როდესაც დადგა ის დრო, როცა უნდა აღსრულებულიყო ეს გადაწყვეტილება ღვთისა, საბერძნეთის მეფე, ალექსანდრე მაკედონელი, შემოვიდა ჯარით სპარეთის სამეფოში, დაამარცხა სპარსელების მხედართმთავარნი, მერმე თვითონ სპარსეთის მეფე, დარიოს კოდომანი, დაიპყრო მცირე აზია, დამასკო, სიდონი და გარშემოადგა ჯარითტვიროსს.საიდნაც მან გაუგზავნა იუდეველების მღვდელმთავარს ადუის (იადაის) დესპანი (მეფის მოციქული) და მოსთხოვა, რომ ის თავისი ხალხითდამორჩილებოდა მას, დახმარებოდა ჯარით დ გაეგზავნა მისი ჯარისთვის სულადი (საზრდო).მღვდელმთავარმა შეუთვალა, რომ მას ფიცი აქვს მიღებული სპარსეთის მეფის დარიოსის ერთგულებაზე და არ შეუძლია ფიცის გატეხვა.ამ პასუხმა ძლიერ განარისხა ალექსანდრე მაკედონელი.მან დაიმორჩილა ტვიროსი, მერმე გაზა დაიუდეველების დასასჯელად გამოემართა ჯარით იერუსალიმისაკენ(332 წ.ქ.შ.).ადუი მღვდელმთავრის ბრძანებით იუდეველებმა საყოველთაო მარხვით და ლოცვით შესთხოვეს ღმერთს ხსნა მრისხანე ალექსანდრეს ხელითგან.ღმერთმა შეისმინა ვედრება მათი დაგამოუცხადა მღვდელმთავარს, რომ ის შეგებებოდა მაკედონელს სამღვდელო შესამოსით.როდესაც ალექსანდრე მაკედონელი ჯარით მიუახლოვდა იერუსლიმს, ადუიმ გააღო ქალაქის კარები და მიეგებამას მღვდლების, ლევიტელების და ხალხის თანხლებით შემოსილი თეთრი შესამოსით.ალექსანდრე მაკედონელი გაოცდა ამ მოულოდნელი სანახაობით; ჩამოხტა ცხენიდან, მივიდა ადუისთან და თაყვანი სცა მას.

ებრაელება ხმამაღლა შეასხეს ხოტბა დიდებულ დამპყრობელს და გარშემოეხვივნენ მას.ალექსანდრეს მხლებლები გაოცდნენ მისი თავმდაბლობით და ერთმა ჯარის უფროსმა ჰკითხა მას: “რას ნიშნავს ეს, ხელმწიფეო, რომ შენ, ყველასგან პატივცემულმა, თაყვანი ეცი იუდეველების მღვდელს?" მაკედონელმა მიუგო: “მე მას კი არ ვეცი თაყვანი, არამედ ღმერთს, რომელსაც ის ემსახურება.


მე ჯერკიდევ როდესაც მაკედონიაში ვიყავი და ვფიქრობდი სპარსელებზეგალაშქრებას, მაშინ მე სიზმარში გამომეცხადა სწორედ ამ შესამოსში გამოწყობილი კაცი, რომელმაც მიწინასწარმეტყველა გამარჯვება." ეს სთქვა ალექსანდრემ და მარჯვენა ხელი მღვდელთმსახურს მისცა, შევიდა იერუსალიმში, მერმე ტაძარში და შესწირა ღმერთს მსხვერპლი.სადაც მას აჩვენეს დანიელის წინასწარმეტყველება მასზედ, რომ საბერძნეთის მეფე დაიმორჩილებს სპარსეთის სამეფოს.ამით გამხნევებულმა ალექსანდრემ ნება მისცა ებრაელებს ეცხოვრათ თავიანთი სჯულის თანახმად, განათავისუფლა ისინი შაბათის წელიწადს ხარკისგან, რადგანაც ამ წელიწდში ებრაელები ასვენებდნენ მიწას.შემდ3გ ალექსანდრე მაკედონელი წავიდა იერუსალიმიდან.ამის შემდგომ მაკედონელმა დაიპყრო ეგვიპტე, სადაც აღაშენა ქლქი და უწოდა ალექსანდრია;მერმე დაიმორჩილა მთელი სპარსეთის სამეფო, ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქვეყნების დაპყრობამ და იუდეველების შესახებ მისმა მფარველობამ ხელი შეუწყო ებრაელების გადასახლებას სხვა და სხვა ქვეყანაში.

0
244
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0