x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91336
  • ვიდეო:340896
  • სურათი:453304
ოპოზიცია გეგმავს როგორ "აადუღოს"ზუგდიდი და აჭარა

image
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით სგანგებო ბრიფინგზე განაცხადა,

“საარჩევნო უბნებზე პროვოკაციები აიხსნება, იმით რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ზუსტად იცის, რომ ამ არჩევნებში მარცხდება და როგორც ჩანს, ერთადერთი რისთვისაც ემზადება, არეულობა და დესტაბილიზაციაა.

გუშინაც და ადრე არაერთხელ განგვიცხადებია, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციების საფარქვეშ ჩამოყვანილი აგრესიული აქტივისტები მათ სწორედ არეულობის შესაქმნელად სჭირდებათ.დღეს მიმდინარე პროვოკაციებმა ეს დაადასტურა.როგორც ჩანს, მიუხედავად ამომრჩეველთა პოლარიზებისა, ნაციონალური მოძრაობის შტაბშიც არიან ადამიანები, რომელთათვისაც მიუღებელია არეულობა და დესტაბილიზაცია.

სწორედ ამ ადამიანებმა გამოიტანეს ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის დესტრუქციული გეგმის შესახებ და ჩვენს შტაბს მოაწოდეს ნაციონალური მოძრაობის სამუშაო სხდომაზე მათ მიერვე გაკეთებული აუდიოჩანაწერი, რომლის მონაწილენი -მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, თუ როგორ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა, მოიგებენ თუ არა არჩევნებს.

ბუნებრივია ეს აუდიოჩანაწერი ჩვენ უკვე გადავეცით შესაბამისს ორგანოებს და ვითხოვეთ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება.ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას გავაცნოთ ამ ჩანაწერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ვციტირებ - ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მოიგებენ თუ წააგებენ უნდა "აადუღონ ზუგდიდი", "აადუღონ აჭარა", შემდგომ კი მთელი საქართველო.

ჩვენს მთელ ქვეყანას, სამეგრელოს კი ყველაზე მწარედ ახსოვს რას ნიშნავს ადუღებული ზუგდიდი, გვახსოვს 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირება;გვახსოვს როგორ ცდილობდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და აქტივისტები 1 წლის წინ აჭარის ადუღებას.როდესაც თითქმის გადაწვეს ბათუმი.ბუნებრივია ქართული სახელმწიფო და მისი საზოგადოება ამას აღარ დაუშვებს!

გაფრთხილებთ არ გაბედოთ არც ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ გადაუხვიოთ კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ქმედებები უპასუხოთ არ დარჩება"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

1
28
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
28
  
19 მაისი, 14:44
გვარამიას არაკაცური საქციელია ამისი დასტური. ეს კურდღელი დაცვით დადის და ხალხს დაუსჯელად აყენებს შეურაცხყოფას.
0 1 1