x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91336
  • ვიდეო:340896
  • სურათი:453304
თუ პენიტენციალურმა სამსახურმა კითხვებზე პასუხი არ გამცემს და მერე მე გავბედავ და ამაზე დავწერ - ეს ყოფილა ლანძღვა!

image

თუ პენიტენციალურმა სამსახურმა კითხვებზე პასუხი არ გამცემს და მერე მე გავბედავ და ამაზე დავწერ - ეს ყოფილა ლანძღვა!

გაზეთიდან მლანძღეო - ბანიდან უნდა მელანძღა...
გაზეთიდან მლანძღეო - გაზეთში ის დავწერე, რაც მიპასუხეს, რომ ბლანკიან ქაღალდზე უნდათ წერილი, რომ ოფიციალურ ფოსტაზე მიწერილი ოფიციალური წერილი - არ არის საკმარისი ამ ტიპის საჯარო ინფორმაციის გასაცემად!
ტიპი აქვს საჯარო ინფორმაციებს?

ხოდა, გაზეთის გვერდს მოვეცით ბლანკის ფორმა, ხომ ფურცელი უნდოდათ? ხომ ბლანკი უნდოდათ?
მლანძღე გაზეთიდანო!
კი არ გლანძღეთ - დაგცინეთ, დაგცინეთ!

მაჩვენეთ ერთი ვინ მილანძღია! მე ლანძღვის გარეშეც კარგად შემიძლია აზრის გადმოცემა!
ეს თქვენ გეჩვენებად სიმართლე ლანძღვად!

ჩანაწერი მაქვს ახალი, სადაც პენიტენციალური სამსახურის პრეს.სამსახურის უფროსი, მეუბნება, რომ სხვა ფოსტაზე უნდა გადამეგზავნა კითხვები - იმ ფოსტაზე კი არა, რომელიც თავად მომცა და შენახული მაქვს ეგ მესიჯიც, არა, სხვა ფოსტაზე უნდა გამეგზავნა, იმიტომ როომ....
ეს მისი პირადი ფოსტაა, თურმე rushik....@justice.gov.ge - ამ დაბოლოებით, პირადი ფოსტაა და მას არ ეხება, არ ეხება საჯარო ინფორმაცის გაცემა!
ამიტომ, სხვა ფოსტაზე უნდა გადავაგზავნო და ვისაც ეხება, ის გამცემს პასუხებს!
- თუ პასუხი დამიგვიანდა, რა ნომერზე დავრეკო? - ვეკითხები და ჩემს ნომერზეო!
თუ არ გეხება, რანაირად გეხება?

ერთი თვის წინ გაგზავნილ წერილზე არ მაქვს პასუხი, პენიტენციალური სამსახურის უფროსს ჩემი წერილი ერთი თვეა იმ ფოსტაზე უდევს, რომელიც თავად მომცა და რომლის დაბოლოება @gmail.com კი არ არის, არც @mail.ru- ა, არა - @justice.gov.ge -ა, იცის, თურმე, რომ ამ ფოსტიდან ვერ მიპასუხებს, რომ, თურმე - არ ეხება მას საჯარო ინფორმაციის გაცემა და არ უგზავნის იმას, ვისაც ეხება, არ მპასუხობს, არ მაკვალიანებს! ამწნილებს, არ უნდა პასუხის გაცემა! ამაში ვუხდით ხელფასს?
ჩვენს შვილებს აკლებს სახელმწიფო და ამათ უხდის ხელფასებს, იმისათვის, რომ ასე საუბარი და ქცევა გაგვიბედონ!

მირეკავ და რა ტონით მესაუბრებიო - მიჩივლოს, თუ ტონი არ მოსწონს, როცა მუცელში მაკრატელჩატოვებული ბიჭი დეესკალაციის ოთახში გყავს, როცა მპასუხობ რომ ტყვიით დაჭრილი ბიჭის სხეულიდან, ტყვია იმიტომ არ ამოვიღეთ, რომ ძვალი არაა დაზიანებული და ანთება არ დაწყებულაო, როცა ვერ და არ მპასუხობ, რამდენს ხარჯავ მედიკამენტებში, რამდენი ექიმი გყავს დასაქმებული ბათუმის მესამე საპყრობილეში, სადაც პატიმრები ზუსტად მედიკამენტებს და წყალს ითხოვდნენ - ტონი? ტონი??

იძულებული გავხდი, ამეხსნა, რომ მე არ ვარ მისი დაქალი და ნათესავი, მე არ მევალება მის მიმართ პატივისცემით ვიყო განწყობილი, სითბო გამოვხატო და ვაქო - მე მევალება კითხვების დასმა და მისი მოვალეობა პასუხის გაცემაა! ცალსახად!

მესმის, რომ არ არის ადვილი, პასუხის გაცემა კითხვებზე, როცა პასუხები არ გაქვთ!
არც იფიქროთ ახალი თამაშის წამოწყება სათაურით: - პასუხი იქნება ერთ თვეში!
არც პოსტის დაწერა დამეზარება, არც სტატიის, არც გენ. ინსპექციაში დარეკვა...
ხაზს გადახვედით დღეს და ხაზს იქეთ, წითელი შუქია!

პ.ს. პენიტენციალური სამსახურის უფროსის, პირადი გვერდიდან დატოვებული კომენტარის სქრინს აქვე დავდებ - ნახოს საზოგადოებამ, რა ევალება და რა - არა.
წერს ღიად, საჯაროდ, არ მომიპარავს - !
ადვოკატს ვესაუბრე - ჯერ ისევ მაკრატებული სხეულში აქვს იმ ბიჭს, თავად ვნახეო!
მეც სრული პასუხისმგებლობით გეკითხებით: - ტყუილი ხომ გვევალებათ?

imageimageimage


0
31
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0