სხვა სოდის გამოყენების ყველაზე უჩვეულო გზები, რომლებიც აქამდე არ იცოდით 2019, 20 მაისი, 11:59 ბრიტი მარის, ფრედერიკ ბაკმანის წიგნის გმირს, უბრალოდ არ შეეძლო ყველა დღე სოდა არ გამოეყენებინა. მას სწორად სჯეროდა, რომ ეს უნიკალური საშუალება ნებისმიერ სიტუაციაში გამოადგებოდა. სოდის შესაძლებლობა და სარგებელი, თითქმის გაუთავებელია- ის დამხმარე საშუალებაა საკვები პროდუქტებისთვის, ასევე საყოფაცხოვრებო მიზნებისა და პესტიციდებთან ბრძოლაში. მოდით, გადავხედოთ სტატიას და ვნახოთ, კიდევ რა მიზნებისთვის შეგვიძლია ამ უნიკალური პროდუქტის გამოყენება?
სოდის გამოყენების ყველაზე უჩვეულო გზები1. სოდა შველის ფეხების შეშუპებას. 30 წლის შემდეგ, თითქმის ყველა ადამიანს ეწყება ფეხების შეშუპება. როგორც წესი, შეშუპების ძირითადი მიზეზი სხეულის ქსოვილებში მარილის დაგროვება ხდება, სოდა კი ამ პრობლემას ძალიან მარტივად უმკლავდება. მკურნალობის გზა: 1, 5 ჩ.კ სოდა ჩაყარეთ 1 ფინჯან ადუღებულ წყალში, ბამბის ქსოვილის წინდა ჩაალბეთ, გაწურეთ და ჩაიცვით, შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და ზევიდან ჩაიცვით მშრალი წინდა. 8 საათის შემდეგ შედეგი დაუჯერებლი გახდება. რჩევა: მსგავსი პროცედურის ჩატარება შეგიძლიათ ღამით. 2. სოდა დევნის პესტიციდებს ხილიდან და ბოსტნეულიდან. 1 ლიტრ თბილ წყალში გახსენით 1, 5 ჩ.კ სოდა და 15-20 წუთის მანძილზე გააჩერეთ მასში ხილი ან ბოსტნეული. მათში შემავალი პესტიციდები ამ გზით გამოიდევნება. 3. ამოავსეთ კერამიკის ბზარები სოდით. თუ სოდას და წებოს პროპორციით 1:1 შეურევთ, მიღებული მასა კარგად ამოავსებს ფილებს შორის სივრცეებსა და კერამიკული ჭურჭლის ბზარებს. 4. გათეთრებულ შავ დაფას სოდის ხსნარი საუკეთესოდ ასუფთავებს. თუ თქვენი შავი დაფა აღარ არის შავი, სოდიან წყალხსნარში ჩასველებული ღრუბლით მას ძველებურ იერს დაუბრუნებთ. 5. გამოიყენება, როგორც რბილი ქსოვილების დამარბილებელი. თუ გარეცხვამდე თეთრეულს ან ტანსაცმელს სოდიან ხსნარში ჩაალბობთ და დატოვებთ მთელი ღამით, თქვენ გაზრდით სარეცხი ფხვნილის ეფექტს და ქსოვილიც გაცილებით რბილი გახდება. (გამოიყენეთ 1, 5 სუფრის კოვზი სოდა 5 ლიტრ წყალში) 6. აღდგენითი აბაზანა დამღლელი დღის ან ვარჯიშის შემდეგ. დაღლილობასა და კუნთების ტკივილს მარტივად შველის სოდის აბაზანა. წყლით ავსებულ მდუღარე აბაზანაში გამოიყენეთ ნახევარი კოლოფი სოდა, ხოლო როდესაც ცოტა შეგრილდება წყალი, ჩაწექით და გაჩერდით 15-20 წუთით. 20 წუთიანი დასვენება სრულიად საკმარისია, რათა დარბილდეს კანი და დაისვენოს დაღლილმა კუნთებმა. იხილეთ აგრეთვე: სოდის დანიშნულება, რომლის შესახებ აქამდე არ იცოდით ● აუცილებლად დაყარეთ თქვენს ლეიბზე სოდა. იცით რატომ? ● სისუფთავის 5 საიდუმლო, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგება ● ჩვეულებრივი სოდა დაიტანეთ ქუთუთოებზე და ნახეთ რა მოხდება– საოცარია ● იმისათვის, რომ უნიტაზი მუდამ თეთრი და სუფთა იყოს, გამოიყენეთ ეს მეთოდი ● ჭუჭყსა და ცხიმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი- სამზარეულოს სისუფთავის საიდუმლო ● როგორ გავწმინდოთ ხალიჩა მარტივად სახლის პირობებში– შედეგი გამაოგნებელია ● როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ნადებისგან? ● რა მოხდება თუ უნიტაზის ავზში ძმარს ჩავასხამთ? ● როგორ გავათეთროთ გაყვითლებული თეთრი მაისური "ქლორის" გარეშე ● როგორ მოვაშოროთ სახლიდან ობი და ნესტი? ყველაზე მარტივი და უსაფრთხო გზა ● როგორ მოვიშოროთ სუნი ფეხიდან? 859 10-ს მოსწონს
|