x
image
_K_
როგორ მოვაშოროთ მტვერი კომპიუტერს - 6 მარტივი ხერხი
imageმტვერი კომპიუტერის ერთ-ერთი მთავარი მტერია. მნიშვნელობა არ აქვს, რას ვაკეთებთ, რამდენად ვცდილობთ, საიდანღაც ჭუჭყი მაინც უჩნდება კომპიუტერს, რაც მის მუშაობასაც ანელებს.


სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ხერხს და გასწავლით, როგორ შეუნარჩუნოთ თქვენს კომპიუტერს სისუფთავე დიდი ხნის განმავლობაში.








1. გაწმინდეთ ეკრანი

სახლის პირობებში კომპიუტერის ეკრანის გასაწმენდად ხშირად იყენებენ უხეშ ქაღალდს ან ერთჯერად სალფეთქს, რის გამოც მტვერი კლავიატურას ედება. ამას გარდა, შეიძლება ეკრანს პატარა ნაკაწრებიც გაუჩნდეს. კომპიუტერის ეკრანის გასაწმენდად გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალური სინთეტიკური ნაჭერი.

image








2. მოაშორეთ მტვერი კომპიუტერის ბუდიდან.


არ გამოიყენოთ საწმენდი საშუალებები, რომლებიც ალკოჰოლს, ამიაკს ან აცეტონს შეიცავს, ამან შეიძლება კომპიუტერი დაგიზიანოთ.

შეგიძლიათ, უნიკალური საწმენდი საშუალება თავად შექმნათ სახლში. თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს წყალი და თეთრი ძმარი. მიღებული ხსნარით გაწმინდეთ კომპიუტერის ზედაპირი.

image








3. მოაშორეთ ნაკაწრები.

ნაკაწრების დასაფარად გამოიყენოთ კბილის პასტა. კარგად დააკვირდით, რომ გელ-პასტა არ იყოს, თორემ არაფერი გამოვა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დიდი რაოდენობის მათეთრებელს არ შეიცავდეს.

ყურის ჩხირის დახმარებით წაუსვით კბილის პასტა ნაკაწრს. გაშრობის შემდეგ კი რბილი ტილოთი მოაშორეთ.

image








4. "ამოტუმბეთ" ჭუჭყი კლავიატურიდან.

კლავიატურიდან მტვერის მოსაშორებლად შეგიძლიათ ჩვეულებრივი თმის უთო გამოიყენოთ.

პროცესის დაწყებამდე აუცილებლად გამორთეთ კომპიუტერი ან ლეპტოპი დენის წყაროდან. ჭუჭყი მხოლოდ ცივი ჰაერით "ამოტუმბეთ".

image








5. მოაშორეთ მტვერი ძნელად მისაღწევი ადგილებიდანაც.

ძნელად მისაღწევი ადგილებიდან მტვერის მოსაშორებლად შეგიძლიათ პატარა ბალონიანი შპრიცი გამოიყენოთ. ის გამოსადეგია მტვრის მოსაშორებლად ისეთი ადგილებიდან, როგორიც კომპიუტერის რადიატორი ან ქულერია.

imageimage








6. გაწმინდეთ კლავიატურა და მაუსი.

გთავაზობთ კომპიუტერისა და ლეპტოპის მაუსის გასაწმენდად იდეალურ გზას:

შეურიეთ წყალი და თეთრი ძმარი ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით და დაასველეთ ამ სითხით სინთეტიკური ნაჭერი. აიღეთ რამე ბრტყელთავიანი საგანი, მაგალითად დანა ან სახაზავი, და მიამაგრეთ სინთეტიკური ნაჭერი ბოლოში. ამის შემდეგ კი გაწმინდეთ კლავიატურა და მაუსი.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 14 საჭირო კომპიუტერული ხრიკი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image


2. როგორ ვაჩუქოთ ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე - 15 ჭკვიანური ხერხიimage


3. როგორ უნდა დაიცვათ სახლი ქურდებისგან, როცა მიემგზავრებით

image

0
439
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0