x
მეტი
  • 25.06.2019
  • სტატია:91543
  • ვიდეო:341012
  • სურათი:453545
შეინახეთ მინის ქილაში იასამნის ყვავილები და დაასხით მცენარეული ზეთი. რატომ?  

ნუ დაკარგავთ დროს- შეაგროვეთ იასამანი !


image


დაუვიწყარია იასამნის ჯადოსნური არომატი!

აყვავებული გაზაფხულის ბაღების ნაზი და ტკბილი სურნელი სასიამოვნო შეგრძნებებით გვავსებენ. მაგრამ, ყველამ როდი იცის ზოგიერთი ყვავილის სამკურნალო თვისებების შესახებ. აი, მაგალითად, ჩვეულებრივი იასამანი. მას შეუძლია ორგანიზმს დაეხმაროს მრავალი დაავადებს წინააღმდეგ ბრძოლაში.


image


იასამანი



იასამნის სამკურნალო თვისებები ხალხურ მედიცინაში არა ერთი ასწლეულია რაც ცნობილია. ის უხვად ხარობდა ოსმალეთის იმპერიის ბაღებში. ითვლება, რომ სწორედ იქ დაიწყო მცენარის გამოყენება სამკურნალო და პარფიუმერულ მიზნად.


იასამანი შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას, ეთერზეთებს და ფლავონოიდებს, რაც დადებით გავლენას ახდენენ ორგანიზმზე. იასამანი - შესანიშნავი სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა.


მისგან ამზადებენ ჩაის, ზეთს, კომპრესებს და მალამოებს. ისინი კარგად ეხმარებიან რევმატიზმის, რევმატოიდული ართრიტის, რადიკულიტის, ტერფის მაზოლების და პოდაგრის დროს. სამწუხაროდ იასამნის ზეთის შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია სპეციალიზირებულ მაღაზიებშიც კი. მაგრამ, მისი დამზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივადაა შესაძლებელი.




ზეთი იასამნის ყვავილისგან


ყვავილები უნდა მოგროვდეს ტყეპარკის ზონაში ან ქალქაგარეთ - საწარმო ზონების და მტვრიანი გზებიდან მოშორებით.

დაგჭირდებათ




..... იასამნის ახალი ყვავილები


..... ნებისმიერი მცენარეული უსუნო ზეთი


..... ერთ ლიტრიანი ქილა თავსახურით


..... სუფთა მარლა




მომზადება



1. ფრთხილად მოაშორეთ პატარა ყვავილები ღეროებს და აავსეთ ქილა.

image

2. შეათბეთ მცენარეული ზეთი 40 გრადუსამდე და დაასხით ყვავილებს ქილაში ისე, რომ დაიფაროს.


image





3. დააფარეთ ქილას თავზე და დააყენეთ ორი დღე.



image


4. გაწურეთ მარლაში ზეთი იასამნის ყვავილების კარგი დაპრესვით.



5. ისევ გაათბეთ ზეთი და დაამატეთ ყვავილების ახალი პარტია. კვლავ დააყოვნეთ.


image



6. გაიმეორეთ პროცედურა მანამდე, სანამ არ მიიღებთ საკმაოდ არომატულ ზეთს.


ასეთი ზეთით უნდა გაიწმინდოთ შუბლი და საფეთქლები შაკიკის, გაციებისას, დაიზილოთ მტკივნეული სახსრები რევმატიზმის და კიდურების სხვა დაავადებებისას. სცადეთ და დაამატეთ ეს საშუალება კრემში, ლოსიონში, შამპუნში და კონდიციონერში - თქვენ გაამდიდრებთ კოსმეტიკას ყველაზე მომხიბვლელი და ფასეული ნივთიერებებით.


image

თანამედროვე ჰერბალიტები კვლავ იყენებენ იასამნის ზეთს გამონაყარის, მზით დამწვრობის, მცირე ზომის ნაკაწრების და ჭრილობების და კანის სხვა დაავადებების, ისეთების, როგორებიცაა ჩირქოვანი აკნეს, შავი წერტილების და ძირმაგარის მკურნალობისთვის.

თუ ზეთს დაუმატებთ სახლში საწმენდ საშუალებებს, მაშინ მუდამ ახალი, სუფთა არომატი გექნებათ მთელს სახლში.


ასეთი ზეთი კურნავს ბრონხიტს, გაციებას, ანგინას, გრიპს, გამოიყენება ინჰალაციაში. იასამანი ხსნის სტრესს და სხვადასხვანაირ ნერვულ აშლილობას, ამაღლებს ქალის და მამაკაცის სექსუალურ ლტოლვას.

image


იასამნის ყვავილების ზეთი აუმჯობესებს ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას საერთო მდგომარეობას. ამისათვის იზელენ და ღამით კომპრესებს იდებენ. საფენებს ზემოდან თხელი ცელოფნით იხვევნ. განსაკუთრებულად ეფექტურია ეს პროცედურები იმ შემთხვევაში, როდესაც ის სისხლძარღვების სპეციალურ სავარჯიშოებთან კომპლექსურად მიმდინარეობს.



დაგაინტერესათ ამ რეცეპტმა? მაშინ, ნუ დაკარგავთ დროს - შეაგროვეთ იასამანი და დაამზადეთ ეს შესანიშნავი ზეთი!


გაუზიარეთ ეს საინტერესო ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც!



იხილეთ ასევე:




მეხსიერების აღდგენის პერსპექტიული აღმოჩენა გააკეთეს მეცნიერებმა ელექტროობის დახმარებით. სიბერის გამო დაკარგული მეხსიერების აღდგენა (დროებით მაინც) შესაძლებელი იქნება ტვინში უმტკივნეულო მოკლე ელექტროიმპულსების გაშვების საშუალებით. უკვე რამოდენიმე კვლევამ გააკეთა დემონსტრირება იმისა, რომ

შეუძლია თუ არა ყურზე გაკეთებულ პირსინგს ქრონიკული ტკივილი შეაჩეროს. ის ამბობს, რომ კი. პირსინგის ხელოსანი ამტკიცებს, რომ სულ უფრო მეტი კლიენტი იკეთებს პირსინგს არა მხოლოდ სილამაზისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც, იუწყება Daily Mail(сообщает Daily Mail.) 30 წლის ბენ ტაუბერი ნიუ-იორკიდან, ამბობს, რომ მასთან ადამიანები

ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს გვერდითი მოვლენებიც ახლავს -ეს ცნობილი ფაქტია. მაგრამ, როგორ განვსაზღვროთ, სერიოზულია თუ არა ეს უკუჩვენებები? რა გადის დროთა განმავლობაში და რა საჭიროებს პრეპარატის შეცვლას? ექიმები მოგვითხრობენ ყველა ნიუანსის შესახებ! 1. გამონა...

სულ ახლხანს გახდა ცნობილი, რომ უკვე 60 წელზე მეტია რაც არსებობს და თავისუფლად იყიდება წამალი, რომელიც მრავალ დაავადებას კურნავს. რის გამოც ვერ იტანს მას ოფიციალური მედიცინა! ამ პრეპარატს ეწოდება "АСД". ღირს ძალიან იაფი და კურნავს თითქმის ყველა დაავადებას! ა...

აღმოაჩინეთ პრობლემა! ჰორმონალური ცვლილებები ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ თავად ორგანიზმი ახდენს ფუნქციების გაწონასწორებას. ჰორმონების ნაკლებობა ხშირად მრავალ რთულ პრობლემამდე მიდის. თუ სწორად შეძლებთ ორგანიზმის მიერ გადმოცემული სიგნალების ამოცნობას, მაშინ ადრეულ სტადიებზეა შესაძლებელი ჰორმო...


1
380
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
380
  
19 მაისი, 22:34
მოილია უკვე იასამანი :)
0 1 1