x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სიყვარული: წესები, რომლის მიხედვითაც თამაშობენ მამაკაცები
ურთ1


ყველაფერი არც ისე მარტივია მამაკაცების სამყაროში. ისინი ცხოვრობენ ჩვენთან ერთად, ვუყვარვართ, მაგრამ ამასთან ერთად თავისი წესებით თამაშობენ. ჩვენთვის, გოგოებისთვის კი აუცილებელია ამ წესების ცოდნა, იმისთვის რომ ვიცოდით როგორი თამაში ვაწარმოოთ და როგორ მოვიგოთ.


ურთ2

არცერთი ნაბიჯი უკან!


ყველა ადამიანი ცდება, მაგრამ მამაკაცი არასდროს. დამნაშავე შეიძლება იყოს ყველა - თანამშრომელი, უფროსობა, გარემოება, მაგრამ ის არა. ერთადერთი მიზანი, რისი მიღწევაც ამ მომენტში მას სურს, დარჩეს კარგი მამაკაცი თქვენს თვალში. ყველაზე მეტად მამაკაცებს თქვენი მოლოდინების გაუმართლებლობის ეშინიათ. როდესაც ქალები მუდმივად ახსენებენ მათ შეცდომებს, ის ადრე თუ გვიან, თქვენი ყველაზე ცუდი მოლოდინის შესაბამისი გახდება.



ურთ3


მამაკაცი გაცნობის დროს არ ეძებს სერიოზულ ურთიერთობებს, მისთვის სრულიად საკმარისია "რეგულარული არასერიოზული". რამდენად ხშირად ისმის ფრაზა - "მინდა გავთხოვდე", მაგრამ ძალიან იშვიათად "მინდა მოვიყვანო ცოლი". მამაკაცი საკუთარ თავისუფლებას ძალიან უფრთხილდება, ამიტომაც მცდელობა მისთვის დაოჯახების დაძალების, არც ისე სასიკეთოდ დამთავრდება. მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც მამაკაცი იგრძნობს რამდენად კომფორტულია კონკრეტულ ქალთან ერთად ყოფნა, იწყებს მის პირად სივცეში უფრო ღრმად შემოშვებას. თუმცა ქალებს ურთიერთობაში ეტაპობრივობა მართებთ, მამაკაცებს მყისიერი გადაწყვეტილებები როგორც წესი აფრთხობთ. თუ გინდათ თქვენს რჩეულზე დაქორწინდეთ - იმოქმედეთ ფრთხილად, შტურმით ამ ციხესიმაგრეს ვერ აიღებთ.


ურთ4


ნებისმიერი მამაკაცი ტრაბახობს, ზოგი მანქანით, ზოგი ლამაზი პარტნიორით, ზოგიც სამსახურით. როდესაც ქალი აღფრთოვანებულია მამაკაცით, ის თავს განსაკუთრებულად გრძნობს. ამ დროს მამაკაცი ყოვლისშემძლე ხდება. ამიტომაც ნებისმიერი მამაკაცი მისით აღრფრთოვანებაზე ოცნებობს.


ურთიერთობები მამაკაცებისა და ქალების ცხოვრებაში სხვადასხვანაირ გავლევანს ახდენს, ქალისთვის ეს სიამოვნებაა, მამაკაცისთვის კი მხოლოდ ინფორმაციის მიღება. ნამიოკები, რომელშიც თქვენი მოთხოვნები და სურვილებია, როგორც წესი მამაკაცისთვის რთული გასაგებია, ამიტომ უთხარით ყველაფერი მარტივად და პირდაპირ. ქალები თვლიან, რომ ურთიერთობების დროს მამაკეცბმა მათი აზრები და სურვილები უნდა წაიკითხონ და იცოდნენ ყველაფერი რაც კი ქალებს სურთ. ქალის მოლოდინებსა და ჩახლართულ ნამიოკებში იმალება სწორედ ქალის იმედგაცრუებები და მამაკაცების გაღიზიანება. მამაკაცი ხვდება რომ მისით უკმაყილო არიან, თუმცა ვერ ხვდება რითი. მამაკაცებისთვის ჩვეულებრივია - კონკრეული პასუხები, მოკლე და გასაგები.


ურთ5


მამაკაცებს საზოგადოებაში უჭირთ საკუთარი ემოციების გამოხატვა, მითთვის ჩვეულებრივის "ძლიერის" ნიღაბს ამოფარება. რთულ სიტაციებში, მათი ერთადერთი სურვილი მარტო დარჩენაა. ამ დროს ქალები, როგორც წესი მილიონ კითხვას სვამენ და ცდილობენ ბოლომდე ჩაეძიონ, ინფორმაციის ვერმიღების შემთხვევაში კი მამაკაცთან კონფლიქტს და გაბუტვას იწყებენ. ამ დროს მამაკაცს მეორე სატკივარი ემატება. მამაკაცისთვის ნებისმიერი სირთულის გადალახვისთვის აუცილებელია თავად, მარტომ გადახარშოს ეს. ქალებმა ამ დროს უნდა ისწავლონ მოთმინება. საკუთარ თავში გადახარშვის მერე, მამაკაცი ჩვეულებრივი, მხიარული გააგრძელებს ცხოვრებას.


ურთ6


მამაკაცს და ქალს განსხვავებული ფსოქოლოგია აქვს, რაც შეიძლება ხშირად გაუგებრობის საგანი გახდეს. მაგრამ ყველაფერი თქვენს ხელშია, თავად დაწერეთ თქვენი ცხოვრების სცენარი და იყავით მასში რეჟისორიც და ბედნიერი მსახიობიც.



0
253
შეფასება არ არის
ავტორი:ნანა კალანდაძე
ნანა კალანდაძე
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0