x
image
ელენე გუმა
"ამისთანა რა ჯადო გაუკეთა სააკაშვილმა ნახევარ ზუგდიდს? სანდრა, როგორ აბოლებს და ათაყვანებს ამ ხალხს"
image


პროფესორ გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.


შარაძეს უკვირს, ასეთი რა ჯადო გაუკეთა სააკაშვილმა ნახევარ ზუგდიდს, თხათა მეფეთმეფე როლანდ ახალაია როგორ უნდა ენატრებოდეთ, სადისტი მეგის ქარდავას წარმოდგენა როგორ არ უნდა აძრწუნებდეთ.


მისივე თქმით, უთავმოყვარეო ქალი, სანდრა, როგორ აბოლებს და ათაყვანებს ამ ხალხს, ნუთუ მარტო მეგრულად სიმღერა კმარა?



"ამისთანა რა ჯადო გაუკეთა სააკაშვილმა ნახევარ ზუგდიდს?
თხათა მეფეთმეფე როლანდ ახალაია როგორ უნდა გენატრებოდეს, სადისტი მეგის ქარდავას წარმოდგენა როგორ არ უნდა გაძრწუნებდეს, კაცისკვლა და წამება როგორ უნდა გაამართლო, მართლა არ მესმის და მომკალით!
ან ეს უთავმოყვარეო ქალი, სანდრა, როგორ აბოლებს და ათაყვანებს ამ ხალხს, ნუთუ მარტო მეგრულად სიმღერა კმარა? მაშინ ავმღერდებით, ბატონო, მთელი საქართველო!
სამეგრელოს ყველაზე მეტად შეეხენ ავაზაკები და ეს მიკვირს, სწორედ, სხვა არაფერი."- წერს შარაძე.

1
129
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
129
  
2019, 18 მაისი, 21:02
ზუგდიდელია 10%-ი დანარჩენი დევნილებია...
0 1 1