მსოფლიო იომებს ამერიკა ირანთან? - ანუ ორ მხარეს შორის დაძბულობა პიკზეა 2019, 18 მაისი, 20:40 ომი ორ ქვეყანას შორის არც ამერიკაში სურთ და არც ირანში, მაგრამ ამას არც ერთი მათგანი არ გამორიცხავს. ამ ქვეყნებისთვის ახლა ყველაფერი ქართული ანდაზასავითაა - "რაც გეჯავრებოდეს, ის გეძალებოდეს".
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ერთ-ერთი საკითხი რაზეც საერთაშორისო საზოგადოებას ყურადღება ჰქონდა მიპყრობილი იყო შეკითხვა - რამდენად გაუარესდება ან გამძაფრდება ირანისა და შეერთებული შტატების ბოლო დაპირისპირება? მივა თუ არა საქმე შეიარაღებულ კონფლიქტამდე? ხომ არ განახორციელებს ირანი საპასუხო მოქმედებებს ამერიკის წინააღდმეგ?
ამ შეკითხვებს ამძაფრებდა
ტრამპმა განცხადებაში თავადვე აღნიშნა, "ეს ნაბიჯი ცხადყოფს იმ რეალობას, რომ ირანიარა მხოლოდ ტერორიზმის სპონსორია, არამედ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეშვეობით აქტიურად მონაწილეობს, აფინანსებს და ხელს უწყობს ტერორიზმს. ეს აღიარება პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ უცხო ქვეყნის მთავრობის ნაწილს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს".
ამ ნაბიჯს მოჰყვა უკვე 22 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება სრულად აეკრძალათ ირანიდან ნავთობის ექსპორტი. ეს გამონაკლისი ცოტა ადრე დააწესა ამერიკამ, მაშინ როცა ირანი ბირთვული შეთანხმებიდან გამოვიდა და ირანს სანქცები აღუდგინა. მიუხედავად სანქციებისა 8 ქვეყანას ნება დართო შეეძინა ირანული ნავთობი. 22 აპრილს სწორედ ეს გამონაკლისი გაუქმდა. ამას მალევე მოჰყვა მეორე აკრძალვა ირანის სასარგებლო წიაღისეულის (ფოლადი, რკინა, სპილენძი და სხვა) შეძენაზე.
ამ ნაბიჯებმა ბუნებრივია კიდევ უფრო დაძაბა ირანი-ამერიკის ურთიერთობა, მაგრამ ყველაფერი წინ იყო.
უკვე 6 მაისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდთა მოიერიშე ჯგუფი განათავსა. ამის მიზეზი იყო შესაძლო საფრთხე ირანის სამხედრო ძალების მხრიდან რეგიონში ამერიკის სამხედრო ძალებზე. შედეგად, სპარსეთის ყურეში ამერიკამ გაგზავნა ავიამზიდი აბრაამ ლინკოლნი, სამხედრო ხომალდები, B-52 ტიპის ბომბდამშენები, უნივერსალური სადესანტო ხომალდი არლინგტონი და Patriot-ის ტიპის ანტისარაკეტო საზენიტო კომპლექსები.
დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი აცხადებდა, რომ "აშშ-ს არ სურს ომი ირანის რეჟიმთან, თუმცა, ჩვენ სრულად მზად ვართ პასუხი გავცეთ ნებისმიერ თავდასხმას". წაიკითხეთ ვრცლად 136 შეფასება არ არის
|