x
5 ნიშანი იმისა, რომ ურთიერთობაში თქვენით მანიპულირებენ
ზოგიერთი ადამიანი მანიპულაციების გურუა.თუ თქვენ ერთ-ერთ მათგანთან ურთიერთობაში იმყოფებით, ვიზიარებ-თქვენ არ გაგიმართლათ. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხვდებოდეთ, რომ თქვენით მანუპულირებენ, რადგან ისინი ამას ზედმიწევნით კარგად აკეთებენ. ისინი ცდილობენ თავი მსხვერპლად გამოიყვანონ, თავი დამნაშავედ გაგრძნობინონ და დაგარწმუნონ იმაში, რომ მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ინტერესებს იცავენ, მაშინ როდესაც რეალურად მარტო საკუთარზე ფიქრობენ.

მაშ ასე, ასე გამოიყურება ხუთი ყველაზე გავრცელებული ნიშანი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ მანიპულატორთან იმყოფებით ურთიერთობაში:

#1 ისინი ცდილობენ იგრძნოთ თავი დამნაშავედ, როდესაც მეგობრებთან დროს ატარებთ. თუ შეძლებენ დაგარწმუნონ, რომ თავი დამნაშავედ იგრძნოთ იმის გამო, რაც რეალურად არ დაგიშავებიათ, მომავალში უფრო მარტივად შეძლებენ თქვენს კონტროლს.მაკონტროლებელი პარტნიორები ხშირად ცდილობენ საახლობლოსთვის ჩამოშორებას ძალიან დახვეწილი გზებით. შესაძლოა, თქვენი პარტნიორი უკმაყოფილებას გამოხატავდეს ყოველ ჯერზე, როცა მეგობრებთან ერთად სადმე წასვლას გადაწყვეტთ და ბოლოს ეცადოთ, არ გახვიდეთ გარეთ, რათა მის "ბუზღუნს"აცდეთ. შეიძლება იქამდე აკრიტიკოს თქვენი მეგობრები, სანამ თავადაც არ დაიჯერებთ, რომ ის მართალია.შეიძლება თქვენს ჰობის დასცინოდეს, რომლითაც თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ხართ დაკავებული.ფორმა-სხვადასხვაა, მაგრამ მარტო ერთ მიზანს ემსახურება - მინიმუმამდე დაიყვანოს ან საერთოდ შეგაწყვეტინოთ მეგობრებთან ურთიერთობა.თან დაგარწმუნოთ იმაში, რომ თქვენი პარტნიორი ერთადერთი ახლობელი ადამიანია.

#2 ისინი იყენებენ სხვადასხვა მიზეზებს, რომ არ გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც თავად არ უნდათ და თქვენც დაგიშალოთ. მაგალითად, თუ სადმე ხართ წასასვლელი, მაგრამ მას წამოსვლა არ უნდა, გაიხსენებს და მოიშველიებს ყველა შესაძლო მიზეზს, რომელიც მისცემს საშუალებას, დაგარწმუნოთ, რომ არც თქვენ უნდა წახვიდეთ : მაგალითად, ცუდი ამინდი, რომელიც სხვა დროს არ აფერხებს.ანდა, დასალაგებელი სახლი, რომელიც აუცილებლად მოითხოვს დალაგებას.


#3 მათ შეუძლიათ ეჭვი შეგატანინონ საკუთარ აზროვნებაში, შეხედულებებში. ეს მანიპულაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.თუ დაიწყებთ დაკვირვებას, საკმაოდ მარტივად აღმოაჩენთ მსგავს შემთხვევებს. მაგალითად, მათ შეუძლიათ გითხრან, რომ არასოდეს მოუციათ რაიმე კონკრეტული პირობა, თუმცა თქვენ ნათლად გახსოვთ, რომ დაგპირდნენ, ან შესაძლოა წარსულის სცენარი "გადაწერონ" და ფაქტები ისე დააწყონ, როგორც მათი შეხედულებისთვის იქნება მომგებიანი. დროთა განმავლობაში, თქვენ საკუთარი თავის ნდობას დაკარგავთ და ხშირად დაუსვამთ შეკითხვებს საკუთარ თავს, სწორად გახსოვთ?თუ არა? დროთა განმავლობაში, ქვეცნობიერად თქვენში დაისადგურებს აზრი, რომ თქვენი პარტნიორი ერთადერთია, ვისაც ზუსტად ახსოვს, სწორად აზროვნებს და ამიტომ მუდმივად იგრძნობთ საჭიროებას, რომ გვერდით გყავდეთ, რათა სადმე შეცდომა არ დაუშვათ.

#4 ემოციური შანტაჟი . ეს მანიპულაციის ყველაზე საშიში და საშინელი ფორმაა. სიყვარულის და ზრუნვის სახით შენიღბული, გაიძულებთ თავი მიჯაჭულად იგრძნოთ საკუთარ თანაგრძნობასთან. როდესაც ის ამბობს" თუ წახვალ, თვითმკვლელობით დავასრულებ" - იღვიძებს გონიერი შიში, რამაც თქვენს გადაწყვეტილება ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, სიბრალულის და პასუხისმგებლობის გრძნობის გამო, შესაძლოა გადაავადოს. იგივენაირ შანტაჟად შეძლება ჩავთვალოთ ფრაზა "შენ რომ მართლა გყვარებოდი, ასე მოიქცეოდი.." ვისაც ნამდვილად უყვარხარ, არასოდეს შეეცდება სიყვარული იმის გასაკეთებლად გამოიყენოს, რაც თქვენ ნამვდილად არ გსურთ.

#5 ისინი არ გენდობიან. ყველაზე მყარ წყვილებსაც აქვთ უფლება, იქონიონ ცოტა პირადი სივრცე, მაგრამ თუ ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ მეილი და სოციალური ქსელები შეიძლება მარტო თქვენ გეკუთვნოდეთ, ეს უკვე კონტროლის ნიშანია. პარტნიორს არ აქვს უფლება, ამოწმოს მესიჯები, სხვადასხვა შეტყობინებები და სოციალური ქსელები, მხოლოდ იმიტომ, რომ პანიკურად ეშინია თქვენგან ღალატის ან თვლის, რომ მყარ წყვილებს საიდუმლო არ უნდა გააჩნდეთ.ეს არაჯანსაღი მიდგომაა.დიდი განსხვავებაა საიდუმლოს ქონის და პირადი სივრცის ქონას შორის.ამიტომ, ყველა უნდა ეცადოს, რომ სწორად გაიაზროს, რა არის სასარგებლო და რა-ზიანის მომტანი ურთიერთობისთვის. სურათი შერჩეულია თემატურად




0
61
შეფასება არ არის
ავტორი:რუსკა ეფაძე
რუსკა ეფაძე
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0