x
პრინცმა უილიამმა თავის მენტალურ პრობლემებზე ისაუბრა

"BBC "-ს დოკუმენტური ფილმისთვის პრინცმა უილიამმა იმ მენტალური პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომელიც მას დედის, პრინცესა დიანას გარდაცვალების შემდეგ აწუხებდა.უილიამმა თქვა, რომ 1997 წელს დედის გარდაცვალების შემდეგ გააცნობიერა, თუ რამხელა ტკივილია საყვარელი ადამიანის დაკარგვა და რას გრძნობს ხალხი ასეთ დროს. "ხშირად ვფიქრობდი ამაზე და ვცდილობდი გამეგო, რატო ვგრძნობდი თავს ისე, როგორც ვგრძნობდი.როცა იტანჯები, ნებისმერ ასაკში, თუმცა განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში ეს უფრო მძაფრად საგრძნობია: ტკივილი, რომელიც არცერთ სხვა ტკივილს არ ჰგავს".

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრინცმა უილიამმა თავის მენტალური პრობლემების შესახებ საჯაროდ ისაუბრა. 2017 წელს ის ლედი გაგასთან ერთად მონაწილეობდა აქციაში, #oktosay, სადაც ასევე ხაზს უსვამდა იმის საჭიროებას, რომ ამ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი უნდა დაეწყოთ და რომ ამაზე საუბრის არ უნდა გვრცხვენოდეს. image

0
95
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსკა ეფაძე
რუსკა ეფაძე
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0