x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"დავდექი ტრასაზე, გამიჩერა ორმა სომეხმა ბიჭმა..." ნახეთ, რა შეემთხვა გურამ შეროზიას

image

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას ყვება, რომელიც ცოტა ხნის წინ ავტოსტოპით მოძრაობის დროს შეემთხვა.


როგორც შეროზია წერს, გოგონამ, რომელიც მას დაემგზავრა ის ვერ იცნო და ბლოგერ შეროზიას უბრალოდ მიამსგავსა.


"აა არ არსებოოობს! მოკლედ, მივირთვი ზესტაფონში ლავაცები, გავგრილდი, დავისვენე, დავემშვიდობე ჩემს საყვარელ თანამგზავრებს, რომლებიც ჩემი სტუდენტის მშობლები აღმოჩდნენ და დავდექი ისევ ტრასაზე.

გამიჩერა ორმა სომეხმა ბიჭმა, ერევნიდან მოდიან. აგერ კიდევ ერთი გოგო ჩავისვითო. ჩავჯექი და ქართველი გოგოა. მეუბნება ვიღაცას ჰგავხარ ძაან, აა უი ბლოგერი რომ არის შეროზია მგონი იმასო.

- მეთქი, აუ ბევრი მამსგავსებს და ამოვიდა ყელში, მაგრად არ მევასებამეთქი
- ვაიმე მეც ეგ დეგენერატი, ბოდიში რომ შეგადარეო

ჰოდა, კეპი კიდევ უფრო კარგად ჩამოვიფხატე სახეზე, ვაგრძელებთ გზას და ვჭორავთ იმ ნაძირალა ბლოგერს, ჩემი ბედის დედას რომ *&%%^& და მაინცდამაინც მაგას რომ ვგავარ, ეს ხალასი და საყვარელი ავტისტოპერი ბიჭი .

თრიფის სრული ისტორიები, სთორების სახით - იხილეთ ჩემს ინსტაგრამზე .

ისა და ბათუმში მიმასპინძლეთ თუ გინდათ ვინმემ
"- წერს შეროზია.

0
593
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
593
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0