x
რიო იაპონიიდან - იაპონელი მასწავლებლის ქართული თავგადასავალი
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში აზიური კულტურა, უფრო ზუსტად, იაპონური და კორეული, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სოციალურ ქსელში თაიმლაინის „სქროლვისას“ დღეში რამდენჯერმე მაინც წააწყდებით პოსტს, ბლოგს ან ფოტოს, სადაც ამ ქვეყნებზე გიყვებიან და აღფრთოვანებას გამოხატავენ. გარდა თინეიჯერებისა, რომელთაც ზუსტად განსაზღვრული ინტერესი აქვთ ანიმეს მიმართ, ბევრი ზრდასრული ადამიანის აღტაცების ობიექტებად იქცევა იაპონური არქიტექტურა, სტილი თუ ტრადიციები.

image

რიო - უფრო ზუსტად რიოსეი სუგინაკა საქართველოში 2017 წელს ქართულის ცოდნის დასახვეწად და ქართველებისთვის-იაპონური ენის სასწავლებლად ჩამოვიდა და სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა იაპონიაში. ამ დროის განმავლობაში შეძლო და თავი შეაყვარა, არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ რიგით მოქალაქეებსაც, რომელთაც რიოს შესახებ სოციალური ქსელებიდან შეიტყვეს, ვინაიდან რამოდენიმე მედია საშუალებამ უკვე გააშუქა მისი ისტორია. საინტერესო ისაა, რომ, როგორც წესი, ნეგატივზე ორიენტირებული, კრიტიკული სოციალური წრე რიოს გარშემო დაიშალა და მის შესახებ მხოლოდ დადებითი გამოხმაურებები შეგიძლიათ წაიკითხოთ-არცერთი ნეგატიური კომენტარი! რიოსეის ღიმილმა ითამაშა უფრო დიდი როლი თუ მისმა მონდომებამ, რომ ერთ-ერთი რთული ენა „ნეითივ-სფიქერის“ დონეზე შეესწავლა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია (შეიძლება, ორივემ), მაგრამ ფაქტია, რომ ის მიიღეს და შეიყვარეს. როგორც უკვე ავღინიშნე, რიომ საქართველო ცოტა ხნის წინ დატოვა, ამიტომ დავუკავშირდი და რამოდენიმე შეკითხვა დავუსვი.

ა:პირველ რიგში მითხარი, რამ მიიქცია შენი ყურადღება საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ?


რ: ქართველები ძალიან გახსნილები არიან (რა თქმა უნდა, ყველა არა) კარგი მასპინძლები. ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კულტურაა


ა: მოდი ვისაუბროთ იაპონიაზე: რამდენად რელიგიურები არიან იაპონელები?

რ: ბუდიზმი და სინტოიზმია იაპონიაში გავრცელებული რელიგიები, მაგრამ, რელიგიური პრაქტიკა, ჩემი აზრით, ბევრი არ არის. რამოდენიმე დღესასწაულის განმავლობაში რელიგიური რიტუალებით მიმდინარეობს ღონისძიებები, თუმცა ვთვლი, რომ იაპონელები რელიგიურები არ არიან.


ა: ორიოდე სიტყვით იაპონური „წესრიგის“ შესახებ. ძალიან პოპულარულია აზრი, რომ იაპონელები ყველაზე მოწესრიგებული და პუნქტუალური ერია.

რ: ეგ მართალია. იაპონელების უმეტესობა მოწესრიგებულები და პუნქტუალურები არიან. გაკვეთილებზე და სამსახურში ყოველთვის ადრე მიდიან ხოლმე. ტრანსპორტიც ზუსტად განრიგის მიხედვიდ მუშაობს.


ა: რა არ მოგწონს იაპონურ კულტურაში?

რ: იაპონელები ზრდილობიანები არიან და მითუმეტეს იაპონურ გრამატიკასაც აქვს ესეთი კონკრეტული ზდრილობიანი ფორმა. ლამაზი კულტურაა,
ოღონდ ხანდახან ეს ზრდილობიანობა ზედმეტია, რადგან ახალი ხალხის გაცნობაში ხელს გიშლის.


ა: ხელოვნების რომელი დარგებია პოპულარული?რა არის რიგითი ახალგაზრდა იაპონელის საყვარელი გასართობი

რ: ანიმე და მანგა, რა თქმა უნდა


ა: და ბოლოს, იაპონიის რომელ ქალაქებში გვირჩევდი მოგზაურობას

რ: კიოტო პირადად მომწონს იმიტომ რომ ძალიან ტრადიციული და ისტორიული ქალაქია. ასევე მშვიდი ადგილიც არის. ტოკიოც კარგია მაგრამ ძალიან დაკავებილი ქალაქი არის.


0
99
შეფასება არ არის
ავტორი:რუსკა ეფაძე
რუსკა ეფაძე
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0