x
„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ წელს სტარტს ივლისიდან აიღებს

image

„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ (MISA) არის „საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“-ძირითადი პროექტი, რომელიც დააარსა ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა შორენა ცინცაბაძემ 2015 წელს და იგი უკვე მეხუთედ ჩატარდება მიმდინარე წელს თბილისსა და ბათუმში.

ღონისძიებები ჩატარდება საქართველოს იმ ქალაქებში, სადაც შეირჩა ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულები მათ შორის რუსთავი (3 ივლისი-ხელოვნების სკოლა), თბილისი (7 ივლისი-თბილისის სახ. კონსერვატორია), (10 ივლისს MISA ეწვევა ერევანს) მცხეთა (12 ივლისი; ქ. მცხეთის კულტურის სახლი), ქუთაისი (17 ივლისი, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრი), ჩოხატაური (18 ივლისი, კულტურის სახლი), ბათუმი (20 ივლისი-საზაფხულო თეატრი) ღონისძიებების დაწყების დრო 19:00 სთ.

7 ივლისს საზეიმო მარათონზე წელს მეორედ წარსდგება საქართველოს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი და სოლისტები (ვანო სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი, დასაწყისი 19:00 სთ-ზე, დირიჟორი გიორგი ჟორდანია).


ორკესტრი ჩამოყალიბდა 2017 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მოსმენების შედეგად, სადაც შეირჩა 14-28 წლამდე ასაკის 40 ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელი.

2019 წლის 20 ივლისს ქ. ბათუმის საზაფხულო თეატრი 19:00 სთ-ზე უმასპინძლებს მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის გალა კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი და სოლისტები (დირიჟორი-გიორგი რევიშვილი).

ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერები არიან ქ. თბილისის მერია და აჭარის კულტურის სამინისტრო. ღონისძიებებზე დასწრება არის თავისუფალი.

image

MISA-ს ფარგლებში 1-15 ივლისის პერიოდში ქ. თბილისში, მსოფლიოში ცნობილი პროფესორებისა და მუსიკოსების მიერ ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ლექცია-სემინარები, ორკესტრის რეპეტიციები და მასტერკლასები- „ნანა იაშვილი (ვიოლინო, გერმანია), სვეტლანა უსაჩოვა (რუსეთი, ჰობოი), ანდრეი შამილანოვი (რუსეთი, ფაგოტი) მალიკა მუხიტდინოვა (ყაზახეთი, ფლეიტა), მაესტრო ჟან - პიერ შმიტი (აშშ-საფრანგეთი), ხავიერ ოვიედო (საქსაფონი, აშშ) და ანდრეი კორობეინიკოვის ლექცია-კონცერტი „სკრიაბინის საფორტებიანო სონატები“. ხოლო 21-25 ივლისის პერიოდში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლა ქ. ბათუმში უმასპინძლებს პიანისტთა II საერთაშორისო კონკურსს „MISA GRAND PRIX” - ბორის კონოვალოვი (ფორტეპიანო, კანადა), ალექსეი ოსიპოვი (ვიოლინო, რუსეთი), ოქსანა შევჩენკო (ფორტეპიანო, ყაზახეთი). აქ ახალგაზრდა მუსიკოსები გაეცნობიან პროფესიონალების მუსიკალურ გამოცდილებას. MISA-ს მიზანია, დღევანდელ მუსიკალურ სცენაზე აღმოაჩინოს ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდები, დახვეწოს მათი შემოქმედებითი უნარები და დაეხმაროს კარიერულ წინსვლაში.

MISA-ს უმთავრესი მიზანია ქართველ ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობების საშუალებით. MISA-ს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი ხელს შეუწყობს ქვეყნის სიმფონიური და კამერული ორკესტრებისთვის ახალი კადრების აღმოჩენას და ღირსეულად შეასრულებს საქართველოს კულტურული ელჩის მისიას.


image


0
27
შეფასება არ არის
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0