x
მეტი
  • 12.12.2019
  • სტატია:97293
  • ვიდეო:344143
  • სურათი:459275
არ ეწყობა თქვენი ცხოვრება? - თქვენ არღვევთ სამყაროს ამ 7 კანონს
image


ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ცხოვრებაზე ვწუწუნებთ, უნდა გავიხენოთ ერთი რამ - ცხოვრება სულაც არ არის უსამართლო, ეს ჩვენ არ ვაკეთებთ რაღაცას ისე, როგორც საჭიროა.


არსებობს 7 მთავარი კანონი, რომელზეც სამყაროა დამოკიდებული. მათი არცოდნა სულაც არ გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისაგან. მათი ცოდნა კი დაგეხმარებათ დაალაგოთ თქვენი ცხოვრება და მიაღწიოთ სასურველ ჰარმონიას.


1) სიცარიელის კანონი



გათავისუფლდით ყველაფერი ძველისაგან, რომ მიიღოთ ახალი. თუ გსურთ ახალი ფეხსაცმელი, გადაყარეთ ძველი. თუ გსურთ ახალი ტანსაცმელი, გამოალაგეთ თქვენი კარადა. სჯობს საკუთარი ნებით დააღწიოთ თავი სტერეოტიპებს. ყველაფერი ახალი მხოლოდ მაშინ მოვა, როდესაც მათთვის საჭირო სივრცეს გამოათავისუფლებთ თქვეს ცხოვრებაში.


2) ცირკულაციის კანონი


იყავით მზად გასცეთ ის, რასაც ფლობთ, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ.


image


3) ფანტაზიის კანონი


პირველ რიგში წარმოსახვაში უნდა შესძლოთ წარმატების სურათის აწყობა. აღწერეთ თქვენი იდეალური დღე და არ აჩვენოთ ის არავის იმის გარდა, ვისაც ენდობით. დადეთ ეს აღწერა სამუშაო მაგიდაზე და თავისუფალ დროს გადაიკითხეთ ხოლმე.



4) შემოქმედებითობის კანონი


ადამიანს შეუძლია მიაღწიოს კეთილდღეობას თავისი აზროვნების, წარმოსახვის, ინტუიციისა და ფიქრის ენერგიის წყალობით. ვინც პოულობს და გამოავლენს საკუთარ შემოქმედებით ენერგიას, იმკვიდრებს მისთვის განკუთვნილ ადგილს და როლს ცხოვრებაში. პროდუქტიულობა და შესაძლებლობების რეალიზება დიდი წარმატებისა და სიმშვიდის მომტანია ადამიანისთვის, რადგან არ აწუხებს დანაშაულის შეგრძნება იმის გამო, რომ მისთვის მინიჭებული სასიცოცხლო ენერგია ტყუილად გაფლანგა.



image


5) მიღებისა და გაცემის კანონი


ყველაფერს, რასაც გასცემთ, დაგიბრუნდებათ ათმაგად. როდესაც სამყაროსაგან რაიმეს საჩუქრად მიიღებთ, გაუზიარეთ ის გარშემომყოფებს. თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული მონაცემი, რომლითაც ადამიანებს შეგიძლიათ დაეხმაროთ და მას არ იყებეთ, ამით შეურაცხყოფას აყენებთ თქვენს ღვთაებრივ ბუნებას. ამ უნარებისადმი პატივისცემა გამოიხატება სწორედ უანგაროდ გაზიარებაში. ასეთი ქცევა გაცილებით მეტ კეთილდღეობას მოიზიდავს თქვენს ცხოვრებაში.


6) მეათედის კანონი


მთელი თქვენი მატერიალური და არამეტერიალუ ქონების მეათედი სამყაროს კუთვნილებაა. ესაა მადლიერების გამოხატვა იმ ყველაფრისათვის, რაც გაგაჩნიათ. ეს მეათედი ბევრნაირი ფორმით შეიძლება დაბრუნდეს უკან - ფულით, ახალი მეგობრების შეძენით, გამოჯანმრთელებით, ვინმესთან შერიგებით.



image


7) მიტევების კანონი


თუ არ შეგიძლიათ აპატიოთ ადამიანებს, ვერ მიიღებთ თქვენთვის განკუთვნილ სიმდიდრეს. ზიზღით და სიძულვილით სავსე სულში სიყვარულისთვის არაა ადგილი. რაც შეიძლება სწრაფად გათასუფლდით იმ ნეგატიური გრძნობებისაგან, რომლების შინაგანად გჭამენ და არ გაძლევენ მოსვენებას.



image




სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
4431
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
4431
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0