x
image
მაია 24
13 ნიშანი იმისა, რომ გრძნეული ხართ

image


მაშ ასე, 13 ნიშანი იმისა, რომ თქვენში ნამდვილი ჯადოქარი ცხოვრობს:


1. საკმარისია, ვინმეზე ჩაფიქრდეთ, იგი რეკავს, ან გწერთ და როცა სადმე მიდიხართ, სრულიად შემთხვევით ხვდებით იმ ადამიანს გზად, ვისთან შეხვედრაც გინდოდათ.


2. თუკი დაჟინებით შეაცქერდებით გამვლელს, ფეხი უბრუნდება, ან იქცევა.


3. ადამიანებს თვალს არ უსწორებთ, რადგან გაქვთ შეგრძნება, რომ ამ გზით მათზე იმხელა ზეგავლენის მოხდენა შეგიძლიათ, რომ, რასაც გინდათ, იმას გააკეთებინებთ.


image


4. თქვენი გაუაზრებელი ნათქვამი, ხშირად ხუმრობაც კი, უმეტეს შემთხვევაში, რეალობად იქცევა. სრულდება თქვენი სურვილებიც (მათ შორის ცუდი სურვილებიც). აი, თქვენ შოკოლადი გინდათ - ამ დროს კი ვიღაც სრულიად შემთხვევით გჩუქნით.


5. როცა ცუდ ხასიათზე ხართ, იმტვრევა ჭურჭელი, იწვება ნათურები, ტექნიკას კი სჯობს, არ გაეკაროთ - მობილური, კომპიუტერი საერთოდ მწყობრიდან გამოდის.


6. თქვენ უყვარხართ კატებს და პატარა ბავშვებს.


image


7. კარგად ახარებთ მცენარეებს. აი, თუნდაც საერთოდ არ გქონდეთ შეხება მებაღეობასთან, შეიძლება თქვენს ვაზაში ყვავილებმა ან სახლში საახალწლო ნაძვმა გამოისხას ფესვები.


8. სავსემთვარეობას თავს კარგად გრძნობთ და უფრო მეტად ბუ ხართ, ვიდრე ტოროლა.


9. ადამიანები ხშირად მოდიან თქვენთან გულის გადასაშლელად და აღსარების სათქმელად, მაშინაც კი, როცა თქვენ ძალიან ცდილობთ ამის თავიდან არიდებას. ამიტომ ძალიან ბევრი საიდუმლო იცით და ბევრი კომპრომატი გაქვთ.


image


10. თქვენ გრძნობთ სხვების ტკივილს და შეიძლება მათი გაქრობაც შეგეძლოთ. თქვენი მასაჟის შემდეგ ადამიანებს ტკივილი ეხსნებათ, თავად კი მჩვარივით ხართ.


11. თქვენ გახსოვთ წინა ცხოვრება. ცნობთ ადამიანებს, ადგილებს… ხანდახან სრულიად უცხო ადგილზე მოხვედრილმა ზუსტად იცით - საიდან არის შესასვლელი, გამოსასვლელი, იცით გზები, რომელზედაც არასოდეს გივლიათ, რადგან გაქვთ შეგრძნება, რომ აქაურობას კარგად იცნობთ.


12. თქვენ გაქვთ საკუთარი ინტერპრეტაციები, სიზმრების თუ ჰოროსკოპების და ეს ინტერპრეტაციები ისე ზუსტად მართლდება, ხანდახან თვითონაც გეშინიათ.


13. თქვენ იცით, რომ ნიჭი – ეს პასუხისმგებლობაა და ძალაუფლება თავის ფასს ითხოვს!


image


თუ ამ 13 პუნქტიდან უმრავლესობა თქვენი ცხოვრების ნაწილია, ძალიან გაგიმართლათ რომ ჩვენს საუკუნეში დაიბადეთ, სხვა საუკუნეებში, დაგწვავდნენ!


P.S. ცოცხი შეგიფუთოთ, თუ პირდაპირ გაფრინდებით? ))



image


სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები


0
521
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
521
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0