x
image
მაია 24
2 მაგიური სიტყვა, რომლის ხშირი გამოყენება მთლიანად ცვლის ცხოვრებას
image


ამბობენ, პირველად იყო სიტყვაო და სიტყვა იგი იყო ღმერთიო. ისინი ძლიერი ენერგეტიკის მატარებლები არიან. ნებისმიერი აზრი მატერიალურ ფორმას იღებს ჩვენს სამყაროში და ნათქვამს კიდევ უფრო ძლიერი ეფექტი აქვს. ეს არის სამყაროში გასროლილი ენერგია, ენერგია კი არასდროს იკარგება, ბუმერანგივით ბრუნდება უკან. სწორედ ამაშია მთელი ჯადოქრობა.


არსებობს ორი მაგიური სიტყვა, რომელიც მთლიანად ცვლის ჩვენს ცხოვრებას. ეს არ არის "მადლობა" და "გთხოვ", როგორც ბავშვობაში გვასწავლიდნენ. ეს სიტყვებია "საკმარისი" და "ვიმსახურებ".


დავიწყოთ საკმარისით. რატომ ვიტანჯებით? იმიტომ, რომ მუდმივად რაღაც არ გვყოფნის! არ გვყოფნის ფული, სიყვარული, ყურადღება, საკუთარი თავის რწმენა და ა.შ. და რა იქნებოდა, თუკი არ ვიფიქრებდით იმაზე, რაც არ გვყოფნის და ვიფიქრებდით იმაზე, რაც გვყოფნის? ეზოთერიკული სწავლებების მიხედვით, ჩვენ ის გვეძლევა, რაზეც ყველაზე მეტს ვფიქრობთ!



მოდით, უთხარით საკუთარ თავს: მე მაქვს საკმარისი სიყვარული! რას გრძნობთ?


image


გაიხსენეთ ყველა ადამიანი, ვისაც უყვარხართ! ნელ-ნელა თქვენს სულში სიხარული დაისადგურებს!


ყოველდღე თქვით:


მე საკმარისი ფული მაქვს!


მე საკმარისად ჯანმრთელი ვარ!


მე საკმარისად ბედნიერი ვარ!


მე საკმარისად ლამაზი ვარ!


მე საკმარისი შემოქმედებითი ენერგია მაქვს!


ხშირად გამოიყენეთ ეს სიტყვა! შეგიძლიათ უტაქტო შეკითხვებზეც გაიღიმოთ და თქვათ: საკმარისად! მოიგონეთ, რაც შეიძლება ბევრი აფირმაცია, შეგიძლიათ დაწეროთ კიდეც და გამოსაჩენ ადგილზე ჩამოკიდოთ! უკმარისობა თქვენთვის არ არის! თქვენ ყველაფერი საკმარისი გაქვთ და გექნებათ!


image


რაც შეეხება "ვიმსახურებ"-ს. თუკი რამე არ გვაქვს - ეს ნიშნავს, რომ არ გვჭირდება, ან ვფიქრობთ, რომ არ ვიმსახურებთ (ეს უფრო ხშირი შემთხვევაა). ჰოდა, თუ მართლა გინდათ რამე და არ გაქვთ, ესე იგი ქვეცნობიერში ფიქრობთ, რომ ამას არ იმსახურებთ! აუცილებელია, ამ საშინელი კომპლექსისგან გათავისუფლება.


ხშირად გაიმეორეთ:


მე ვიმსახურებ სიყვარულს!


მე ვიმსახურებ პატივისცემას!


მე ვიმსახურებ მოფერებას!


მე ვიმსახურებ, რომ მქონდეს ფული!


მე ვიმსახურებ, რომ მყავდეს მანქანა!


მე ვიმსახურებ საყვარელ მეუღლეს, ადამიანს…


მე ვიმსახურებ ბედნიერ ცხოვრებას!


მე ვიმსახურებ დასვენებას!


მე ვიმსახურებ ყველაფერ საუკეთესოს ამ ცხოვრებაში!


image


და დაე, იყოს თქვენი რწმენისამებრ!


სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

1
17200
5-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
17200
  
2019, 10 სექტემბერი, 5:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1