x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ავღანეთში ამერიკული "სტინგერის" ხელში ჩამგდები ჯგუფის ოფიცერს ვლადიმერ კოვტუნს 33 წლის მერე მიანიჭეს გმირის წოდება

image 1986 წელს ავღანეთში "მოჯაჰედების" ხელში აღმოჩნდა იმ დროისათვის უცნობი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი "სტინგერი", რომლის რაკეტა ძალძე მაღალი სისქრაფით მიდიოდა მიზნისაკენ, რაც მისგან გაქცევას გამორიცხავდა, გარდა ამისა რაკეტას გააჩნდა "ძაღლის ყნოსვა"-ის რეაგირებდა სამიზნის მასაზე, მისი ძრავის მიერ გამოყოფილ სითბოზე და ხმაზე. სწორედ ამ კომპლექსის გამოჩენის მერე იმატა ავღანეთში "ინტერნაციონალური" მისიით მყოფი საბჭოთა ჯარების საფრენი აპარატების ჩამოგდების რაოდენობამ.
დიდი ხნის მანძილზე საბჭოთა საარმიო დაზვერვამ ვერ შესძლო მოეპოვებინა "სტინგერი", რადგან ავღანელი "მოაჰედები" და მათი უცხოელი ინსტრუქტორები ძალიან ფრთხილობდნენ რათა აღნიშნული კომპლექსი საბჭოთა მზვერავებს არ ჩავარდნოდა ხელში.
საბჭოთა მეორმოცე არმიის მზვერავებმა და სპეციალური დანიშნულების ჯგუფებმა შეძლეს მხოლოდ მოეპოვებინათ უკვე გამოყენებული საზენიტო სარაკეტო კომპლექსის ცარიელი ყუთები. არმიის თითოეულ ოფიცერს თუ რიგით მებრძოლს განუცხადეს: ის ვინც პირველი მოიპოვებს "სტინგერს"-მიიღებს საბჭოთა კავშირის გმირის ვარსკვლავს.
image imageimage 1987 წელს საბჭოთა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმმა შესძლო პირველად ჩაეგდო ხელში ამერიკული, გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი "სტინგერი". წარმატებული სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ჯგუფის რამდენიმე წევრი წარდგენილ იქნა საბჭოთა კავშირის გმირის წოდებაზე, თუმცა დაპირების და წარდგენის მიუხედავად ჯგუფის არცერთი წევრისათვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდება არ მიუნიჭებიათ.
image image ვლადიმირ კოვტუნი ავღანეთში 186-ე, ცალკეული სპეციალური დანიშნულების დანაყოფში მსახურობდა. დანაყოფი უშუალოდ ექვემდებარებოდა გენერალური შტაბის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს. 1987 წლის 5 იანვარს ყანდაგარის პროვინციაში მელთანაის ხეობაში მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმმა რომელსაც მაიორი ევგენი სერგეევი მეთაურობდა და რომელი ჯგუფის შემადგენლობაშიც იყო უფროსი ლეიტენანტი ვლადიმირ კოვტუნი გადააწყდა "მოჰაჰედებს", შეტაკების შედეგად ორივე მხარეს იყო მსხვერპლი, "მოჯაჰედები" გაიქცნენ, შეტაკების ადგილზე კი დატოვეს "სტინგერის" სამი მოდიფიკაციიდან ერთერთი. ადგილზე აგრეთვე იპოვეს მცირე ჩემოდანი, რომელშიც აღმოჩნდა საზენიტო სარაკეტო კომპლექსის გამოყენების ინსტრუქცია, ასევე იმ პირების სია ვისაც შემოჰქონდა აღნიშნული კომპლექსი ავღანეთში.
იმავე დღეს ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პრეს-კონფერენცია, სადაც წარმოადგინეს "სტინგერი" ასევე მისი გამოყენების ინსტრუქცია და იმ პირების სია ვინც აწვდიდა "მოჯაჰედებს" აღნიშნულ კომპლექსებს.
ავღანეთის მთავრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებს ბრალი დასდო უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის და ტერორისტებისათვის იარაღის მიწოდების გამო.
რუსეთის პრეზიდენტმა 33 წლის მერე რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერს ვლადიმირ კოვტუნს, რომელმაც შესძლო პირველს ჩაეგდო ხელში იმ დროისათვის უცნობი და ძალზე ეფექტური საზენიტო სარაკეტო კომპლექსი.
image




0
530
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
530