x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
რა სამკურნალო თვისებები აქვს და როგორ მზადდება უგემრიელესი გირჩის მურაბა
გირჩის მურაბა და მტვერი ნამდვილი წამალია!

*ის არაჩვეულებრივი საშუალებაა სუსტი ბრონქების პატრონებისთვის

*აძლიერებს იმუნიტეტს.

*გამოიყენება გაციების, სურდოს და სპაზმური ხველის დროს.


image


საქართველოში ბორჯომისა და აბასთუმნის მიდამოებში ხშირად შეხვდებით გასაყიდად გამოტანილ მურაბას და ნაძვის მტვერს. მისი მომზადება რთული არ არის.

ინგრედიენტები:

გირჩი 1 კგ

შაქარი 1.5 კგ

წყალი 1 ლ

გირჩები უნდა შეაგროვოთ მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში / სანამ ისინი მწავნე და ნორჩია/ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

გირჩი რბილი უნდა იყოს, დაახლოებით 1-3 სმ სიგრძის.

image


მოგროვილი გირჩები კარგად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში. შემდეგ დაასხით მას წყალი და შემოდგით ცეცხლზე.

დაამატეთ შაქარი, მოურიეთ, წამოადუღეთ. უნდა იხარშოს მაღალ ცეცლზე 15-20 წუთი. შემდეგ გადმოდგით და ბოლომდე გააციეთ.

კარგად გაცივებულს მურაბას ისევ უნდა წამოდუღდეს. ხარშეთ 30 წუთი. სიროპი თანდათან ფერს შეიცვლის და გამჭვირვალე კარამელისფერი გახდება.

მურაბა მეორედ ხარშვის შემდეგ ისევ უნდა გადმოდგათ და გააციოთ.

შემდეგ მესამედ დააბრუნეთ ცეცხლზე და ხელახლა წამოადუღეთ.

ხარშეთ სანამ სიროპი არ გასქელდება - დააწვეთეთ თეფშზე და დაელოდეთ რამდენიმე წუთი. თუ მასა ბლანტია და ადვილად არ იღვრება მზადაა. გადაიტანეთ ცხელი მურაბა ქილებში და დააფარეთ თავსახური.

image

მიღების წესი

მისი მიღება შეიძლება ბავშვებისთვის - 1-2 ჩაის კოვზი დილაობით.

დიდებისთვის - უზმოზე, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

0
1388
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
1388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0