x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
კავკასიელი მკვლევარების აზრით ახლო მომავალში კავკასიაში ძლიერი მიწისძვრებია მოსალოდნელი

image
"ამჟამად საქართველოში 47 დაკვირვების წერტილია, აღჭურვილი თანამედროვე ციფრული სეისმოგრაფებით და ზომავს მიმდინარე სეისმურ ფონს. 10 სადგურიდან შესაბამისი მონაცემები მყისიერად გადმოეცემა თბილისში არსებულ ცენტრში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.

შემოსული ინფორმაციის კომპიუტერული სისტემის მეშვეობით დამუშავების საფუძველზე 24 საათში მიახლოებით განისაზღვრება მოსალოდნელი მიწისძვრის ძირითადი პარამეტრები და მაშინვე აისახება შესაბამის ვებგვერდზე. დღეისთვის მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზირება შეუძლებელია, სამაგიეროდ, კეთდება საშუალო ან გრძელვადიანი პროგნოზი. ამის საფუძველზე ხდება ტერიტორიის სეისმურ რაიონებად დაყოფა, დგება შესაბამისი სეისმოსაშიშროების რუკები, რითაც განისაზღვრება იქ მოსალოდნელი მიწისძვრის მოხდენის ალბათობა და მაქსიმალური სიძლიერე.
კავკასიის მკვლევართა დასკვნებით, ახლო მომავალში კავკასიაში ძლიერი მიწისძვრებია მოსალოდნელი. ეს შემაშფოთებელია, რადგანაც მათი უარყოფითი ზეგავლენა გამოიხატება არამარტო უშუალოდ ადამიანებისა და კომუნიკაციებისათვის ზიანის მიყენებით, არამედ მიწისზედა გეოლოგიური მოვლენების პროვოცირებითაც.

არსებობს საშუალებები მიწისძვრის მოვლენათა ზემოქმედების შესამცირებლად, მაგრამ ადამიანები შეგნებულად თუ შეუგნებლად (ეკონომიკური თუ სხვა ფაქტორის გამო), არ ერიდებიან ბუნებრივ კატასტროფებს და საფრთხეში აგდებენ როგორც საკუთარ, ისე სხვების სიცოცხლეს." - ამ თემაზე “სარკესთან” ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე საუბრობს.

1
371
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
371
  
იაპონიაში , ტექნოლოგიების განვითარების პიკზე რომ არიან, ისინი ვერ იგებენ მოახლოებულ მიწისძვრას და ილიას უნივერსიტეტმა სიზმარი ნახა, თუ რაშია საქმე?)
0 1 1