x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90134
  • ვიდეო:340050
  • სურათი:452467
ძუძუთი კვება ამცირებს სიმსივნური დაავადებების რისკს ქალებში

ადამიანი ძუძუმწოვართა კლასის წარმომადგენელია.ეს იმას ნიშნავს, რომ რაც კაცობრიობა არსებობს, არსებობს ძუძუთი კვებაც.მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე პატარებისთვის უამრავი ხელოვნური საკვებია შექმნილი, დედის რძე მაინც შეუცვლელია.ის საუკეთესო თანაფარდობით შეიცავს ბავშვისთვის საჭირო ყველა სასიცოცხლო ნივთიერებას.image
იგი ბავშვს იცავს ალერგიული, თუ სხვა სახის დაავადებებისგან.ამასთან ერთად ხელს უწყობს ენისა და სახის კუნთების განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია სწორი თანკბილვისა და მეტყველების ჩამოყალიბებისთვის.

ძუძუთი კვება, ამასთან ერთად ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, დედას მშობიარობის შემდგომი სისხლდენისგან იცავს, ამცირებს სარძევე ჯირკვლისა და საკვერცხის სიმსივნური დაავადების რისკს, ხელს უწყობს საშვილოსნოს შეკუმშვას.ამასთანავე მეძუძური დედა ბუნებრივად არის დაზღვეული დაუგეგმავი ორსულობისგან.


0
6
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0