x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
41 ათასი დაზარალებული და მოპარული 100 მილიონი დოლარი-ქართულმა პოლიციამ კიბერდამნაშავეები დააკავა
image
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის, კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ მოპოვებისა და მათი უკანონოდ შენახვა-გავრცელებისთვის, კომპიუტერული მონაცემის და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისთვის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისთვის ქართულმა პოლიციამ ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად დააკავა კიბერდამნაშავეთა საერთაშორისო ჯგუფის ჰაკერთა ქსელ Goznym-ის ორგანიზატორი.

თაღლითები „აავადებდნენ“ კომპიუტერებს ვირუსით Goznym, რომლის წყალობით ეუფლებოდნენ მსხვერპლების საბანკო მონაცემებს, რიცხავდნენ თანხებს და შემდეგ ანაღდებდნენ. საერთო ჯამში ბოროტმოქმედთა დანაშაულმა აზარალა 41 ათასი ადამიანი, ხოლო ზარალი 100 მილიონ დოლარს უტოლდება.

საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად ექვს ქვეყანაში ტარდებოდა - საქართველოში, გერმანიაში, მოლდოვაში, ბულგარეთში, აშშ-ში და უკრაინაში.

„ამერიკელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად იდენტიფიცირებულია კონკრეტული დაზარალებული კომპანიები და საქართველოში მყოფი ორი პირი. GozNym-ის ქსელის ლიდერის და ორგანიზატორის - ა.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით None), აგრეთვე მისი მთავარი ასისტენტის, მ.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით Phantom) მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ა.კ. და მ.კ., საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა 2019 წლის 8 მაისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.


თბილისის სასამართლომ 9 მაისს აღკვეთის ღონისძიებად მათ პატიმრობა შეუფარდა.


0
249
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0