x
image
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ამას ხიბულაში კუპიურების ფრიალით და სუსის აგენტების ხავილით ჩვენი დროის სოლომონ ისაკიჩი ვერ შეცვლის" - ცოტნე გამსახურდიას ფეისბუქსტატუსი

imageსაქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმაურება ზუგდიდში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ცოტნე გამსახურდია ფეისბუქზე წერს: – " ვფიცავ ყველაფერს ცასა თუ მიწაზე, არ მინდოდა ამ საკითხებზე საუბარი. ზვიად გამსახურდია არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ ძალას ან პარტიას, ისევე როგორც არ ეკუთვნის რომელიმე ჯგუფს ან თუნდაც საკუთარ ოჯახს. მის სახელს არ ეგების პოლიტიკურ ბრძოლაში ინსტრუმენტად ან პოლიტიკური თუ მატერიალური კაპიტალის მოსახვეჭად გამოყენება ამ ქვეყანაში. მას ამისგან მისი საქმეები და საქართველოს ისტორია იცავს, და მე, ამ სიტყვების ავტორი, სანამ შემეძლება და როგორც შემეძლება, ამის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებ.

არ მინდოდა-მეთქი ამ თემაზე საუბარი, ამ დღეებში ზუგდიდში სუსის მიერ ორგანიზებული მოვლენები რომ არ ყოფილიყო. ჯერ ჯიხაშკარში, უშიშროების სტაჟიანი აგენტის, ვინმე ვახო ზარანდიას ხელით ოპოზიციური კანდიდატის, სანდრა რულოვსის წინააღმდეგ სცადეს რაღაც კომიკური, სამარცხვინო კამპანიის აგორება. მინდა იცოდეთ, ხსენებული ვახო ზარანდია ფიგურირებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში, ფაქტობრივად, როგორც უშიშროების ინფორმატორი, რომელიც თვალის ასახვევად დაკავებული ჰყავდათ და მალევე გაათავისუფლეს გარკვეული ქმედების სანაცვლოდ 1993 წელს. იგივე ვახო ზარანდია სწორედ იგივე სიტუაციაში ფიგურირებს უკვე 1998 წელს, და მას მსგავსი მანერით იყენებენ გოჩა ესებუას წინააღმდეგ შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ, ისევ აკავებენ და რამდენიმე დღეში ათავისუფლებენ ზუსტად ისე, როგორც ზვიად გამსახურდიას დევნის ოპერაციის დროს.

შემდგომ უკვე ზუგდიდში, გუშინ, ოპოზიციის მერობის კანდიდატის წინააღმდეგ "ზვიადისტებთან" ერთად ერთვება სუსის კიდევ ერთი მოქმედი პირი, ვინმე გია მხეიძე, რომელიც ასევე მონაწილეობს ზვიად გამსახურდიას დევნისა და მკვლელობის საქმეში, როგორც იმჟამინდელი უშიშროების თანამშრომელი და რომლის მიმართ პროკურატურას წესით მრავალი კითხვა და ბრალდება უნდა ჰქონდეს. სხვათა შორის, ეს გია მხეიძე ჯერ კიდევ 2016 წელს ქართული ოცნების აქტივისტია ზუგდიდში და დაკავებულიც იყო ოპოზიციის დარბევისათვის, თუმც მოკლე ხანში გაათავისუფლეს.

ახლა რაც შეეხება თავად სანდრა რულოვსს. მის წინააღმდეგ ზუგდიდის არჩევნებში იხსენებენ მის მიერ 20 წლის უკან დაწერილ არაადეკვატურ პასაჟს ზვიად გამსახურდიას შესახებ. იგი რამდენიმეჯერ დამიკავშირდა ამ ფრაზასა და მის ზვიად გამსახურდიასადმი დამოკიდებულებასთან დაკავშირებით და დიდი წუხილი თუ არაერთი ბოდიში მომისმენია მისგან ამ სიტყვების გამო. მიუხედავად ამისა, მე მასთან ძალიან დისტანციური და ოფიციალური დამოკიდებულება მაქვს და არასდროს მიხსენებია მისი ამ ნაბიჯების შესახებ, რადგან, როგორც ვთქვი ზემოთ, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ პოლიტიკურ პერიპეტიებში ზვიად გამსახურდიას სახელის გამოყენებისა ვინმეს სასარგებლოდ. ამიტომ ამ თემაზე არ მისაუბრია სამეგრელოს არჩევნების კონტექსტში, თუმცა, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი პოლიტიკური მოსაზრება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდში სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვება იქნება მხოლოდ ბიძინეს კიდევ ერთი მონის გამდიდრების შანსი და ნულოვანი პერსპეტივა ზუგდიდელებისთვის. ამას ხიბულაში კუპიურების ფრიალით და სუსის აგენტების ხავილით ჩვენი დროის სოლომონ ისაკიჩი ვერ შეცვლის. თუმც ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა...

აღარ ჩამოვთვლი გუშინ ამ ტრაგიკომედიაში მონაწილე პირებს, ვინც უნდა იყვნენ ისინი. რეალურმა გულშემატკივრებმა სჯობს ყურადღება გაამახვილონ, როგორ ჯიუტად აფარებს ხელს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის მონაწილეებს ივანიშვილის ხელისუფლება. შეიძლება ითქვას, რომ ის მცირე დათბობა და ძვრები, რასაც ჩვენ პროკურატურაში 14 დღიანი შიმშილობით მივაღწიეთ, ისევ განულებულია და სისტემა კვლავ აგრძელებს ჩვენს მოტყუებას და საქმის ჩაფარცხვის მცდელობებს. ბრძოლა გრძელდება, ბრძოლას ვაგრძელებთ, და პირობას ვაძლევთ წარმავალ ხელისუფლებას, რომ ამ სიბინძურეში ძალიან ძვირის გადახდა მოუწევთ. იმდენად ძვირის, რომ "რასიისკი კრედიტის" ფული არ ეყოფათ!"Cerrar

Tsotne Gamsakhurdia3 h ვფიცავ ყველაფერს ცასა თუ მიწაზე, არ მინდოდა ამ საკითხებზე საუბარი. ზვიად გამსახურდია არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ ძალას ან პარტიას, ისევე როგორც არ ეკუთვნის რომელიმე ჯგუფს ან თუნდაც საკუთარ ოჯახს. მის სახელს არ ეგების პოლიტიკურ ბრძოლაში ინსტრუმენტად ან პოლიტიკური თუ მატერიალური კაპიტალის მოსახვეჭად გამოყენება ამ ქვეყანაში. მას ამისგან მისი საქმეები და საქართველოს ისტორია იცავს, და მე, ამ სიტყვები... Ver más
Me gustaMostrar más reacciones
Compartir
Comentarios
Ver 30 comentarios más
  • Elizbar Elizbarashvili ცოტნე-მართალი კაცი ხარ <3
    Ocultar o reportar
  • ხათ ხათ ღირსეული ადამიანის ღირსეული შვილი ხართ????✌️????
    Ocultar o reportar
  • Maria Giusti .თქვენ გაიხარეთ ბატონო ცოტნე. მიუხედავად უხერხული სიტუაციისა კაცობას რომ არ ღალატობთ.

    ( უშეცდომო ცხოვრებაში არავინაა. ხანდახან კარგიც კია შეცდომა, შეცდომა გვანახებს ხოლმე რა გზით არ უნდა გვევლო და გვახვედრებს ჭეშმარიტებას. )Ver más
    Ocultar o reportar
  • Dali Barbaqadze გენაცვალე????
    Ocultar o reportar
  • ლაშა ბერულავა ყველაფერი ასპ[როცენტიანია, ცოტნე, მე რა დავამატო, მაგრამ როგორც იმ დროიდან მოქმედი ჟურნალისტი და ბევრი კულუარული თუ არაკულუარული ინფორმაციის მფლობელი, ვადასტურებ შენს მიერ მოხსენიებული პერსონების "ღვაწლის" შენეულ აღწერას.
    Ocultar o reportar
  • Armazi Mikeladze ცოტნე.მოკლე მახსოვრობა გქონიათ, სწორედ მსგ რულოვსების მაამებელმა აპარდეისტულმა ან სულაც ფიდელ კასტროს მსგავსმა რეეიმმა აღიკვეთა უსამართლოდ თავისუფლება.მაგათ რომ მომძლავრდნენ შემდგომშიაც სიამოვნებით ჩაგაზილავენ წიხლს.ეგეთია მაგათი ნაცისტური ნატურა, როდის იყო მგელი ბალახს ეტანებოდა???
    Ocultar o reportar
0
194
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
Mediator image
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0