x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დასახელდა "ევროვიზიის" ყველა დროის 10 საუკეთესო გამარჯვებული
image

გამოცემა The Independent-მა შეადგინა "ევროვიზიის" კონკურსის ყველა დროის გამარჯვებულთა საუკეთესო ათეული.


რეიტინგს სათავეში მოექცა სერბი მომღერალი მარია შერიფოვიჩი სიმღერით "ლოცვა" 2007 წლის კონკურსიდან, აღნიშნულია, რომ მომღერლის გამოსვლა შეფასდა როგორც "თანამედროვე ოპერის კულმინაცია.



მეორე ადგილი დაიკავა ფინურმა ჰარდ-როკ ჯგუფმა, Lordi-მ სიმღერით Hard Rock Hallelujah -2006 წლის კონკურსიდან, რომლებიც სცენაზე მონსტრების კოსტუმებით გამოვიდნენ, ხოლო თავად კომპოზიცია მისაღები გამოდგა იმათთვისაც კი, ვინც საერთოდ არ უსმენს ამ ჟანრის მუსიკას.


მესამე საპატიო ადგილი დაიკავა ირლანდიელმა მომღერალმა ჯონი ლოგანმა კომპოზიციით "Hold Me Now " 1987 წლის კონკურსიდან, ითვლება, რომ ეს იყო "ძლიერი პოპ ბალადა".

მეოთხე პოზიცია დაიკავა Carola, -მ, რომელიც 1991 წელს შვედეთი წარმოადგინა, ხოლო მეხუთეზე - ბრიტანული პოპ ჯგუფი "Bucks Fizz" გავიდა, 1981 წლის კონკურსიდან.


პირველ ათეულში მოხვდნენ აგრეთვე:სელინ დიონი (შვეიცარიის სახელით, 1988), Katrina and the Waves (გაერთიანებული სამეფო, 1997), კონჩიტა ვურსტი (ავსტრია, 2014), ლორინი (შვედეთი, 2012) და ABBA (შვედეთი, 1974).


შეგახსენებთ, ამჟამად ისრაელის დედაქალაქში მიმდინარეობს ევროვიზიის მორიგი კონკურსი, სადაც გამოვლინდა ფინალისტები, მათ შორის არის თამთა გოდუაძე, რომელიც წელს კვიპროსის სახელით გამოდის.


0
118
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0