x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90134
  • ვიდეო:340050
  • სურათი:452467
"რაის ტურიზმი ბიჯო, ჩემ მეგობარს თბილისის აეროპორტიდან ისანის მეტრომდე გასვლაში 150 ლარი თხოვა სუნიანმა ტაქსმა…"(გიორგი ფოფხაძე)

image

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს აეროპორტთან მობირჟავე ტაქსებზე:

" რაის ტურიზმი ბიჯო, ჩემ მეგობარს თბილისის აეროპორტიდან ისანის მეტრომდე გასვლაში 150 ლარი თხოვა სუნიანმა ტაქსმა…
გადარეულია კაცი, ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან მე მაგის დედაო…

თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახური!!!!….ამ ამბავს რო მიხედოთ არ გინდათ?
აეროპორტში ან თურქული ტაქსები დგას ან გამოსასვლელში ვიღაც ჭუჭყიანი ტიპები რომლებიც “ტაქსი, ტაქსის” ყვირილით მოგდევენ და თუ შეცდი და ჩაუჯექი ისეთ ფასს გეუბნებიან შეიძლება ცხვირპირი არტყმევინო მანქანის კაპოტზე და უცხოელი თუ ხარ ხო საერთოდ..


ეს უცხოელების გაღლეტვა საერთოდ ძალიან მიღებული რამეა თბილისის ორდიპლომიან ტაქსისტებში, შორს წასვლა რათ მინდა მე გადამხდა თვითონ, თავისუფლების მოედანზე ტაქსი გავაჩერე, თან ტელეფონზე ველაპარაკები ჩემ მეუღლეს ფრანგულად, მძღოლს ვეუბნები – “დოლიძე” და დავიძარით. ისე მივედით დოლიძის ქუჩამდე ისევ ქრისტინას ველაპარაკები ტელეფონზე. ხელით ვანიშნე ტაქსისტს გააჩეროს და ხელის ჟესტითვე -რამდენი მოგცე თქო და…. fifty dollars-ო მეუბნება

მეთქი მომესმა…?
რამდენი ბიჭო მეთქი? და უიო უცხოელი მეგონეო.. და შე ჩემის თვრამეტიანო, უცხოელი რო გეგონე რა, 50 დოლარი ბრიუსელიდან ანტვერპენში ჩასვლა არ ღირს და უცხოელებისთვის სხვა ტარიფები გაქვთ მეთქი?


რა ვქნა ძმაოო, მიჭირსო.. (ეს რა ვქნა ძმაო მიჭირს, კაი გამოსავალი ფრაზა აქვთ აი?)
ხო და რავი აბა რა ვთქვა აღარ ვიცი, ასე შორს რო ვერ გავფრინდებით ფაქტია…"

image


0
192
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0