x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
კატერდამის მაგიურ სამყაროში მოგზაურობა ძალიან მალე ქართველ მკითხველსაც შეეძლება
image


ექ­ვსი ყვე­ლას­გან უარ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნი გრი­შა­ვერ­სის მა­გი­ურ სამ­ყა­რო­ში გამ­დიდ­რე­ბის­თვის ის­წრაფ­ვის. აქ ყვე­ლა­ზე რთუ­ლია სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩე. მუდ­მი­ვი გაქ­ცე­ვა, ბრძო­ლა, დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა- ეს ისაა რისი ატა­ნაც მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად „ყვა­ვე­ბის ექ­ვსე­უ­ლის“ მთა­ვარ გმი­რებს უწევთ. ლი ბარ­დუ­გო თა­ვის ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ წიგნ­ში, ადა­მი­ა­ნებს სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხით წარ­მო­ა­ჩენს. მუდ­მი­ვი დი­ნა­მი­კა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბი ყვა­ვე­ბის ექ­ვსე­უ­ლის პერ­სო­ნა­ჟე­ბის თან­მდე­ვი ხდე­ბა. ისი­ნი ქურ­დო­ბენ, უამ­რავ­ჯერ იქ­ცე­ვი­ან არას­წო­რად და გა­სამ­დიდ­რებ­ლად ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად მათი არც თუ ისე მო­სა­წო­ნი საქ­ცი­ე­ლე­ბი­სა, თი­თე­უ­ლი მათ­გა­ნი მკი­თხვე­ლის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლი ხდე­ბა. ნა­წარ­მო­ე­ბის ში­ნა­არ­სით ლი ბარ­დუ­გო მკი­თხვე­ლის­თვის იმის ჩვე­ნე­ბას ცდი­ლობს, რომ ხში­რად ჩვენ­ვე ვუ­ბიძ­გებთ ადა­მი­ა­ნებს სწორ გზას გა­და­უხ­ვი­ონ და არა­ფერს ვუ­ტო­ვებთ ისეთს, რის გა­მოც უკან და­ხე­ვას მო­ი­სურ­ვე­ბენ და შეძ­ლე­ბენ.


ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რიც გა­რეგ­ნუ­ლად თით­ქოს იმ სამ­ყა­როს ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც შექ­მნა. გო­თი­კუ­რი სტი­ლი­თა და იდუ­მა­ლი გა­რეგ­ნო­ბით ის ნამ­დვი­ლად გა­მო­ირ­ჩე­ვა. მუდ­მი­ვად მოგ­ზა­უ­რობს და ცდი­ლობს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რას გა­ეც­ნოს. იკ­ვლევს მი­თო­ლო­გი­ას და ეძებს მას­ში რა­ღაც ახალს, სა­ინ­ტე­რე­სოს. რო­გორც ამ­ბობს, დე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ოს­ტე­ო­ნეკ­რო­ზი სჭირს, რო­მე­ლიც ითარ­გმნე­ბა, რო­გორც „ძვლე­ბის სიკ­ვდი­ლი“. სა­ინ­ტე­რე­სოა რომ იგი­ვე და­ა­ვა­დე­ბით იტან­ჯე­ბა „ყვა­ვე­ბის ექ­ვსე­უ­ლის“ მთა­ვა­რი გმი­რი კაზი. ავ­ტორ­მა თით­ქოს თა­ვი­სი ტკი­ვი­ლი უწი­ლა­და პერ­სო­ნაჟს, ეს უფრო მე­ტად ქმნის იმის წარ­მოდ­გე­ნას, რომ ლი ბარ­დუ­გო „ყვა­ვე­ბის ექ­ვსე­უ­ლის“ არა მხო­ლოდ ავ­ტო­რი, არა­მედ მისი ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რი­ცაა. მალე ავ­ტო­რის მიერ შექ­მნილ მა­გი­ურ სამ­ყა­რო­ზე სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბას “Netflix”-იც გეგ­მავს


image



პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რის, გი­ორ­გი კი­კა­ბი­ძის თქმით მწერ­ლის სა­ინ­ტე­რე­სო წე­რის სტი­ლი მა­შინ­ვე ით­რევს მკი­თხველს და თი­თო­ე­ულ პერ­სო­ნაჟს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის მის­თვის.


„ლი ბარ­დუ­გო ფენ­ტე­ზის ჟან­რის მწე­რა­ლია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ის ფაქ­ტი რომ „ყვა­ვე­ბის ექ­ვსე­ულ­ში“ მოქ­მე­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ბან­დებ­სა და დაჯ­გუ­ფე­ბებს შო­რის და არა სა­მე­ფო კა­რის ირ­გვლივ, რაც უფრო მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ამ ჟანრ­ში. ავ­ტორს ძა­ლი­ან კარ­გად აქვს აღ­წე­რი­ლი ურ­ბა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბა, კარ­გად აქვს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მისი თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს ამ სამ­ყა­როს უფრო ახ­ლოს გა­ვეც­ნოთ და არა მხო­ლოდ მა­ღა­ლი წო­დე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, არა­მედ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბაც შე­ვის­წავ­ლოთ. ლი ბარ­დუ­გოს სა­ინ­ტე­რე­სო სტი­ლი აქვს შერ­ჩე­უ­ლი, ის ექ­ვსი­ვე პერ­სო­ნა­ჟის თვა­ლით გვიჩ­ვე­ნებს სი­უ­ჟეტს და ასე თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და მკი­თხვე­ლის­თვის საყ­ვა­რე­ლი ხდე­ბა. ავ­ტორს გრი­შა­ვერ­სის სამ­ყა­რო­ზე ბევ­რი წიგ­ნი აქვს და­წე­რი­ლი. ძა­ლი­ან მალე კი ქარ­თველ მკი­თხველს ლი ბარ­დუ­გოს მიერ შექ­მნი­ლი ჯა­დოს­ნუ­რი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ე­ბი­დან ყვა­ვე­ბის ექ­ვსე­უ­ლის ამ­ბის გაც­ნო­ბა შე­ეძ­ლე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ წიგ­ნის ქარ­თულ გა­მო­ცე­მას თან­დარ­თუ­ლი ექ­ნე­ბა ორი რუკა, გრი­შა­ვერ­სი­სა და კე­ტერ­და­მის- იმ ქა­ლა­ქე­ბის სა­დაც უშუ­ა­ლოდ ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. ეს კი უფრო რე­ა­ლურს და აღ­ქმადს გახ­დის ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის ამ წიგნ­ში აღ­წე­რილ სამ­ყა­როს.“


image


„ყვა­ვე­ბის ექ­ვსე­უ­ლი“ ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა ფან­ტას­ტი­კით გა­ტა­ცე­ბუ­ლი მკი­თხვე­ლის­თვის. ის ემო­ცი­ე­ბი და თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც აქ გა­და­ა­წყდე­ბით ნამ­დვი­ლად ვერ დაგ­ტო­ვე­ბენ გულ­გრილს. პერ­სო­ნა­ჟებ­თან ერ­თად იმოგ­ზა­უ­რებთ კა­ტერ­და­მის ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში, სა­დაც ყველ­გან საფრ­თხე მო­გე­ლით. კაზ­თან ერ­თად აღ­მოჩ­ნდე­ბით სამ­ყა­როს გა­ნად­გუ­რე­ბის მო­ლო­დინ­ში გა­დარ­ჩე­ნის იმე­დით, თან გე­ცო­დი­ნე­ბათ, რომ ერ­თა­დერ­თი ხსნა ის იქ­ნე­ბა, თუ ყვა­ვე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ხო­ცა­ვენ. ძა­ლი­ან მალე ამ ყვე­ლაფ­რის გან­ცდის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ქარ­თველ მკი­თხველ­საც ექ­ნე­ბა. ლი ბარ­დუ­გოს „ყვა­ვე­ბის ექ­ვსე­უ­ლი“ ლი­ბერ­თინ­სის კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ითარ­გმნა და წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე (30 მა­ი­სი­დან 2 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით) თა­ვის მკი­თხველს ელო­დე­ბა.


0
51
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0