x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90134
  • ვიდეო:340050
  • სურათი:452467
მიხეილ სააკაშვილი ვლოგერი ხდება - “რეფორმები 5 წუთში” – სააკაშვილის ახალი ინიციატივა

image


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის და "YouTube" -ის არხისთვის ვიდეო გადაღებების ციკლს იწყებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი სწორედ ამ 5 წუთიანი ვიდეო რგოლების საშუალებით, აპირებს უკრაინის ახალ ხელისუფლებას საკუთარი გამოცდილება და რჩევები გაუზიაროს. აი, რას წერს თავად სააკაშვილი საკუთარ სოციალურ გვერდზე: "მე გადავწყვიტე ჩავწერო ვიდეო რგოლების სერია – "რეფორმები 5 წუთში", სადაც იქნება რჩევები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს აუცილებელი და გადაუდებელი რეფორმები უკრაინაში". შეგახსენებთ, რომ "რეფორმების პრინციპები"-ს პირველი ეპიზოდის "პრემიერა" ყოფილი პრეზიდენტის "YouTube" -ის პირად არხზე - 16 მაისს, 17:00 საათზე შედგება.




0
128
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
128