x
მეტი
  • 20.08.2019
  • სტატია:93677
  • ვიდეო:342165
  • სურათი:455881
2 ფსიქოლოგიური ტესტი , რომელიც თქვენს ქვეცნობიერზე მოგიყვებათ

ეს ორი ტესტი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ დაგეხმარებათ, უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი.

პასუხი ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდება, თუმცა ტესტის დაწყების აუცილებელი პირობაა მოიმარჯვოთ ფურცელი და კალამი.

თქვენ უნდა უპასუხოთ ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებს ცალცალკე და პასუხები ჩამოწეროთ.

შედეგები კი საბოლოოდ ნახეთ.


თუ მზად ხართ, მაშინ დავიწყოთ :

image


ტესტი 1

1. აირჩიეთ ერთი ფერი - ყვითელი, ცისფერი, წითელი, მწვანე;

2. რომელი გირჩევნიათ შავი თუ თეთრი?

3. დაასახელეთ თქვენი გარემოცვიდან ის ადამიანი, რომელიც კითხვის წაკითხვისას მაშინვე გაგახსენდათ.

4. დაწერეთ თქვენი საყვარელი რიცხვი;

5. რომელი გირჩევნიათ - ავია ფრენა თუ ხმელეთზე მგზავრობა?

6. ტბა თუ ოკეანე?


ახალ კი მოემზადეთ პასუხებისთვის :

1. არჩეული ფერი:

ყვითელი - ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით, რომელიც ნებისმიერს ანუგეშებს;

ცისფერი - იმპულსური ხართ და საყვარელი ადამიანისგან მუდმივად ყურადღებასა და ალერსს ელოდებით;

წითელი - ძალიან ენერგიული ბრძანდებით და თქვენი ცხოვრება სიყვარულითაა სავსე;

მწვანე - საკმაოდ წყნარი პიროვნება ხართ, აგრესია თქვენგან შორსაა.


2. შავი და თეთრი:

შავი - თქვენს ცხოვრებაში ხშირად არის სერიოზული ცვლილებები, რომელიც მუდამ ძნელად გეჩვენებათ, თუმცა მოგვიანებით მათ გამო იღბალს მადლობასაც ეუბნებით. სჯობდა მომხდარიყო - ამბობთ ხშირად!

თეთრი - პრობლემას შემართებით ხვდებით. მაშინვე კონცენტრირდებით სწრაფად მოაგვაროთ ის.

3. ადამიანი, რომელიც თქვენ დაასახელეთ - ის თქვენი ადამიანია. მასზე დამოკიდებულება ნარკოტიკზე დამოკიდებულებას ჰგავს თქვენთვის. ყველა პრობლემის მიტანა მასთან გინდათ. მიუხედავად იმისა თავადაც მსგავსი დამოკიდებულებით არის თუ არა თქვენთან.

4. რიცხვი, რომელიც თქვენ დაასახელეთ - თქვენს ცხოვრებაში ნამდვილი მეგობრების რაოდენობაა.

5. რა უფრო გიყვართ:

ხმელეთზე მგზავრობა - არ გიყვართ ცვლილებები.
ფრენა - გიყვართ თავგადასავლები.


6. ტბა -ოკიანე:

ტბა - საყვარელი ადამიანისა და მეგობრების მიმართ ერთგული ხართ, ცოტაც გაკმაყიფილებთ, მცირედიც გაბედნიერებთ.

ოკეანე - ადამიანებს უდიდეს სიხარულს ანიჭებთ და მათგანაც უდიდესს ითხოვთ.


“,
ეს კი მეორე ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც მოგიყვებათ თქვენს ქვეცნობიერზე და გაგარკვევთ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი.

image

ტესტი 2

1) წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცასთან ერთად მიდიხართ ტყეში, ვინ არის ეს ადამიანი?

2) მიდიხართ ტყეში და შორიახლოს ხედავთ ცხოველს. რა ცხოველია?

3) რა ხდება მას შემდეგ რაც ცოხველი დაინახეთ. როგორ იქცევა ის და რას აკეთებთ თქვენ?

4) თქვენ ტყიდან მალე გამოდიხართ მინდორზე, რომელზეც თქვენი ოცნების სახლს ხედავთ. რამხელაა ის?

5) აქვს თუ არა ამ სახლს ღობე?

6) შედიხართ სახლში, მიდიხართ სასადილო ოთახში. შუაში მაგიდა დგას.რას ხედავთ მაგიდაზე და/ან მის გარშემო?

7) სახლიდან უკანა კარით გამოდიხართ და ხედავთ, რომ მწვანე ბალახზე დევს ჭიქა, როგორია ის? რისგან არის დამზადებული?

8) რას აკეთებთ როცა ხედავთ ამ ჭიქას?

9) გამოდიხართ ეზოდან, ხვდებით წყალსაცავს. რამხელაა ის?

10) როგორ გადაკვეთთ ამ წყალსაცავს რომ გააგრძელოთ გზა?


პასუხები, რომლებიც თქვენ გაეცით კითხვებს, არის თქვენი ფასეულობების და იდეალების დემონსტრირება. მოდით გავაანალიზოთ ისინი :


1) ადამიანი, რომელთან ერთადაც მიდიხართ ტყეში, – ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია თქვენს ცხოვრებაში.

2) წარმოსახვითი ცხოველი და მისი სიდიდე - არის პრობლემების ზომა თქვენს ქვეცნობიერში.

3) ის, როგორც რეაგირებთ მოულოდნელ შეხვედრაზე ტყეში მეტნაკლებად მიუთითებს თქვენი პრობლემების მოგვარების ჩვეულ საშუალებაზე. (აგრესიულზე, პასიურზე ან გაქცევაზე).

4) ოცნების სახლის ზომა - თქვენი ამბიციების ზომაა.

5) თუ სახლს ღობე არ აქვს, თქვენ ღია და შინაგანად თავისუფალი ადამიანი ხართ.

თუ არის ღობე, თქვენ ძალიან აფასებთ პირად სივრცეს და ამავეს მოელით სხვებისგან. ანუ არასოდეს გადალახავთ სხვის პირად სივრცეს ადამიანის ნებართვის გარეშე.

6) თუ მაგიდაზე ვერ დაინახეთ საჭმელი, ყვავილები ან ადამიანები მაგიდის გარშემო, ეს მიუთითებს დეპრესიაზე.

7) იმ მატერიის სიმყარე და გამძლეობა, რომლითაც დამზადებულია ჭიქა – ეს ისაა, რამდენად მყარად და გამძლეთ თვლით თქვენს ოჯახურ მდგომარეობას.

ერთჯერადი ქაღალდის იყო ჭიქა? შუშის? თუ ასეა თქვენ ღელავთ თქვენი ურთიერთობების სიმყარეზე.

თუ ჭიქა იყო მეტალის ან ფაიფურის, მაშინ თქვენ მშვიდად ხართ.

8) თქვენი საქციელი ჭიქის დანახვისას არის დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ რომელსაც ეხებოდა 1 კითხვა.

9) წყალსაცავის ზომა არის თქვენი სექსუალურობის ზომა.

10) რაც უფრო „სველ“ გზას ირჩევთ წყალსაცავის გადასალახად, მით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის სექსს.


0
602
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
602
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0