x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დედოფლისწყაროში სპორტულ სროლაში გიორგი გონაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა
image


დედოფლისწყაროში გაიმართა გიორგი გონაშვილის სახელობის ტურნირი სპორტულ სროლაში. ტურნირმა ტრადიციული სახე მიიღო და უკვე მეორე წელია ტარდება. როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, ტურნირში მონაწილეობა მიიღეს როგორც დედოფლისწყაროელმა, ისე სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული მსროლელებმა.


ცუდი ამინდის მიუხედავად, შეჯიბრი მძაფრი კონკურენციის ფონზე წარიმართა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები: I ადგილი - ბაჩო მჭედლიშვილი (თბილისი); II ადგილი - გაგა წიკლაური (დედოფლისწყარო, არხილოსკალო), ხოლო III ადგილი - კობა რამაზანაშვილი (დედოფლისწყარო, სამრეკლო).


პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს გადაეცა მთავარი ჯილდო, მსროლელის გარდამავალი ქანდაკება, რომელიც მას 2018 წლის გამარჯვებულმა, პაატა გოგიშვილმა გადააბარა. დანარჩენი გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.



ტურნირში მონაწილეობა სიმბოლური საფასური ღირდა, საიდან შემოსული თანხა, გიორგის ოჯახის ინიციატივით, ყოველწლიურად მოხმარდება დედოფლისწყაროში არსებულ ეკლესია-მონასტრებს. წლევანდელი ტურნირიდან შემოსული თანხა მოხმარდება ელიის მამათა მონასტერში კარიბჭის მშენებლობას.


image


ორგანიზატორები სპორტის ამ სახეობის მიმართ მოსახლეობაში გაზრდილ ინტერესზე მიანიშნებენ და აღნიშნავენ, რომ წელს გაცილებით მეტი მონაწილე დარეგისტრირდა და ტურნირი ყოველწლიურად ფართოვდება.


„გიორგი გონაშვილი ჩვენი უახლოესი მეგობარი იყო, ის 2017 წელს ტრაგიკულად დაიღუპა ავტოავარიაში. გადავწყვიტეთ, გიორგის დაბადების დღეს, 15 აპრილს საფუძველი ჩაგვეყარა ტურნირისთვის, რომელიც მიიღებდა სისტემატიურ სახეს და ყოველწლიურად გამოავლენდა გამარჯვებულებს. იქიდან გამომდინარე, რომ 2019 წლის 15 აპრილი ემთხვეოდა წინასააღდგომო მარხვას, ტურნირის არსიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ მისი ჩატარება აღდგომის შემდეგ შაბათს. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ტურნირის თითოეულ მონაწილეს და ყველა იმ ადამიანს ვინც მცირეოდენი წვლილი შეიტანა ტურნირის განვითარებაში და რომელთა ძალისხმევითაც წელს ტურნირმა გაცილებით უფრო მასშტაბური სახე მიიღო. წინა წლის გამოცდილება დაგვეხმარა, რომ უფრო მეტად ორგანიზებული ყოფილიყო და შესაბამისად მეტმა მონაწილემაც მოასწრო მონაწილეობის მიღება. დროში უფრო ეფექტურად ჩავეტიეთ. ყველა მონაწილე დიდი ენთუზიაზმით იღებდა მონაწილეობას, როგორც მოსამზადებელ პროცესში ასევე ტურნირში. შარშანდელისგან განახვავებით, წელს ბევრი იყო ისეთი ადამიანი რომელიც არ იცნობდა გიორგის და ჩვენთვისაც უცხო იყო, მაგრამ მაინც ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღეს. მინდა ვთქვა, რომ ეს სახეობა დედოფლისწყაროს რაიონში განსაკუთრებით პოპულარულია. მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ მამაკაცთა დიდი ნაწილისთვის იარაღის სროლა და ნადირობა ერთერთ მთავარ რეკრეაციულ აქტივობას წარმოადგენს. ცხოველთა სამყაროს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ნადირობა დაშვებულია მხოლოდ გადამფრენ ფრინველებზე, რაც დედოფლიწყაროში დროის მცირე მონაკვეთს მოიცავს. არსებული სიტუაცია შეუსაბამობაში მოდის მოსახლეობის მონადირულ აზარტთან და ალტერნატივის არარსებობა შესაძლოა იყოს ბრაკონიერობის ძირითადი მაპროვოცირებელი ფაქტორი. სასტენდო სროლა წარმოადგენს სპორტის იმ სახეობას, რომელშიც შეიძლება ამ აზარტის მიმართვა ბუნებაზე მიყენებული ზიანის გარეშე. აღნიშნული სპორტი საკმაოდ პოპულარულია და მას დედოფლისწყაროს მასშტაბით ბევრი მსურველი და მიმდევარი ჰყავს, ამიტომ, ვფიქრობ, ტურნირის გარდა, სპორტული სროლა, როგორც სერვისი და სპორტი განვავითარო, ვნახოთ რა გამოვა.


მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გონაშვილი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, ძალიან კარგი მსროლელი იყო და ზოგადად იარაღი, სროლა, ნადირობა მისთვის ნებისმიერ სპორტზე თუ გართობაზე მეტს ნიშნავდა. როდესაც ტურნირის იდეა გამიჩნდა არც მიფიქრია რომ მისი სახელობის ტურნირი შესაძლოა სხვა სპორტის ყოფილიყო, იქიდან გამომდინარე, რომ ერთად გავიზარდეთ და უბრალოდ კარგად ვიცნობდი. გვინდა მადლობა ვუთხრათ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას ჩვენი იდეის მხარდაჭერისთვის და გაწეული დახმარებისთვის, “ - აღნიშნავს ტურნირის ორგანიზატორი ვაჟა ყოჩიაშვილი.


ტურნირს გარდაცვლილი გიორგი გონაშვილის ოჯახიც ესწრებოდა.


imageimageimage


0
62
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0