x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90134
  • ვიდეო:340050
  • სურათი:452467
საუკუნის საიდუმლო:-რა მოხდა ტუნგუსკაში?

image
მას შემდეგ, ერთი საუკუნე გავიდა და ზუსტად რა მოხდა ჯერ კიდევ უცნობია. 1908 წლის 30 ივნისს, ადგილობრივი დროით 7:15 საათზე, რუსეთში, ქალაქ ტუნგუსკაში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ დაახლოებით 15 მეგატონის სიმძლავრის ბიძგები წარმოშვა. შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ აფეთქების ბიძგები 1000-ჯერ აღემატებოდა ჰიროსიმაში ჩამოგდებული ბომბის სიმძლავრეს. აფეთქების ხმა 1000 კილომეტრის დაშორებით გაიგეს, ღამით განათებული ცაც საკმაოდ შორი მანძილიდან ჩანდა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგებმა რამდენიმე წუთში ათასობით კილომეტრებით დაშორებული სახლების ნგრევა გამოიწვია. ორიათასი კვ.კმ-ის არეალზე კი დაახლოებით 80 მილიონი ხე ფესვიანად ამოგლიჯა მიწიდან. რა აფეთქდა? ამ კითხვაზე პასუხი დღესაც არ იციან, ხელმოსაჭიდი ვერაფერი იპოვეს. ელემენტარული ნაწილებიც კი არ აღმოჩნდა, რამაც დასკვნის გაკეთება თავისთავად გააჭიანურა.

შემთხვევას მოჰყვა მეცნიერების დაინტერესება და უამრავი კვლევა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მრავალი ნაშრომი დაიკარგა. თუმცა ინტერესი კვლავ არსებობდა. ყველა მკვლევარს თავისი ჰიპოთეზა ჰქონდა მომხდართან დაკავშირებით. რამდენიმე ასეული ნაშრომი გაკეთდა ტუნგუსკის კატასტროფის შესახებ.

ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ეს იყო მეტეორის აფეთქება. დაახლოებით 8 კმ დიამეტრის მეტეორი, დედამიწაზე 35000 კმ/სთ სიჩქარით შემოიჭრა. ვინაიდან აფეთქების შედეგად მიწაზე კრატერი არ წარმოიშვა, ვარაუდობენ რომ მეტეორი დედამიწასთან დაჯახებამდე აფეთქდა. თუმცა რიგი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მეტეორი დედამიწაზე აფეთქდა, კრატერის ადგილას კი წარმოიშვა ტბა. 1961 წელს ჩეკოს ტბაზე ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა ტბის ასაკი 5000 წელი, მაგრამ მოგვიანებით, კვლევის დასკვნა შეიცვალა და ტბის ასაკად 100 წელი დასახელდა. ასე რომ, მეტეორის შემოჭრა ჩვენს პლანეტაზე საფუძვლიან აზრს ატარებს.

1973 წელს, ტეხასის უნივერსიტეტის ფიზიკოსების ალბერტ ჯექსონისა და მაიკლ რაინის მიერ წამოყენებული თეორიის მიხედვით, ტუნგუსკის კატასტროფის მიზეზი შავი ხვრელი იყო. აღნიშნულმა ხვრელმა დედამიწაში „გაიარა“ ტუნგუსკის მხრიდან. ამ ჰიპოთეზამ ვერანაირი შთაბეჭდილება მოახდინა მეცნიერებზე, რადგან შავი ხვრელი დედამიწის მეორე მხრიდან არ „გამოსულა“.

დედამიწელებს გვჩვევია ამოუხსნელი მოვლენების უცხოპლანეტელებზე მიწერა. რა თქმა უნდა, გაჩნდა ეს ვერსიაც, რომლის თანახმადაც ჩვენი მეზობელი პლანეტელები გვესტუმრნენ, დედამიწაზე დაჯდომის მცდელობა კი კრახით დასრულდა – ხომალდი აფეთქდა. სად გაქრა ხომალდის ნაწილები? პასუხი დედამიწელებს არ გვაქვს.

იყო ვერსია, რომლის თანახმად ტუნგუსკის კატასტროფის მიზეზი დედამიწის შუაგულში დიდი რაოდენობით ნატურალური გაზის აფეთქება იყო. არანაკლებ სარწმუნოა ვარაუდი იმ მეცნიერებისა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ტუნგუსკაში საიდუმლო, რაღაც ატომური ბომბის მსგავსი იარაღის გამოცდა მოაწყვეს.

ტუნგუსკის კატასტროფის მიზეზების კვლევისას, შეხვდებით ერთ სახელსა და გვარს – ნიკოლა ტესლას. იგი იყო ფიზიკოსი, ინჟინერი, გამომგონებელი ელექტრო და რადიოტექნიკის სფეროში. ეროვნებით სერბი დაიბადა და გაიზარდა უნგრეთში, მოღვაწეობდა საფრანგეთსა და აშშ-ში. მომხდარ კატასტროფასთან მისი კავშირი შემდეგნაირად ახსნეს: იგი მუშაობდა ელექტროენერგიის უკაბელოდ დიდ მანძილზე გადაცემაზე, რაღაც ვერ დაარეგულირა და შედეგი სახეზეა.

თანამედროვე ბიოგრაფები, ტესლას უწოდებენ „ადამიანს რომელმაც XX საუკუნე გამოიგონა“. ერთ-ერთი ვარაუდით, მისმა გამოგონებამ ისე შეაშინა ხალხი, დედამიწის აღსასრულს ელოდებოდნენ.

0
403
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
403
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0