x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მარტოობა ქორწინებაში - რატომ ვეგუებით ამას?
image

რამდენია დაოჯახებული, მაგრამ მაინც მარტოდ მყოფი ქალი!


ხალხი სწორედ იმიტომ ოჯახდება, რომ არ იყოს მარტო, და არა ერთმანეთისთვის დროის და ყურადღების გამოძალვისთვის. ამიტომაც მარტოობა ერთად, ყველაზე მძიმე და სტრესულია, ყველა მარტოობას შორის. მარტო საკმაოდ ბედნიერად შეიძლება ცხოვრება, თუ თქვენ იცით თამაშის წესები და მას მიჰყვებით. მაგალითად თუ ეტყვით თქვენს თავს - მე ვარ ზრდასრული, დამოუკიდებელი ადამიანი, ჩემი ამჟამინდელი პრიორიტეტი მხოლოდ კარიერა, საკუთარი თავის ძებნა, ცეკვა და ფრანების გაშვებაა და პირადი ცხოვრება მეორე ხარისხოვანია, თქვენ მარტივად დააჯერებთ თქვენს თავს. ან მე ახლახან დავამთავრე ურთიერთობები და ჯერ მზად არ ვარ ახლისთვის.. ან ჩემი პრიორიტეტი მხოლოდ სექსია, მეტი ურთიერთობაში მე არაფერი მინდა.

image



მაგრამ დაოჯახების შემთხვევაში თქვენ აბსოლუტურად სხვას ელოდებით, ნებისმიერი ქორწილი საბოლოოდ ანგარებითი ქორწილია, რადგან თქვენ ამისგან რაღაცას ელოდებით, ზოგჯერ ფინანსურ კეთილდღეობას, მაგრამ ძირითადად რაღა თქმა უნდა, სიყვარულს, ყურადღებასა და თანადგომას. აქტიურ, თბილ ადამიანს თქვენს გვერდით. იმას, რომ თქვენ აგირჩიეს და თქვენს გვერდით იქნებიან სიმდიდრესა და გაჭირვებაში, ავადმყოფობასა და ჯანმრთელობაში, ყველა სიტუაციასა და გარემოებაში. რაღაც მომენტში ქორწინება ეს ნდობის უმაღლესი წერტილია. თქვენ თქვენს ცხოვრებას ანდობთ მას, ის კი თქვენ.


image


ქმარი და ცოლი - ერთადერთი ნათესავი, რომელსაც ჩვენ თვითონ ვირჩევთ, იმისთვის, რომ ანგარიში, ძაღლი, ბავშვი, პრობლემა და ბედნიერება, მოგონებები, ყველაფერი გახდეს საერთო. იმისთვის, რომ ნეგატივი მარტომ არ ვზიდოთ და ბედნიერების გამნაწილებელი გვყავდეს.


image

არ არის აუცილებელი ერთ "პიროვნებად" შევერწყათ, პირიქით თქვენ თქვენი მეგობრები, იდეები, გეგმერები, ჰობი და ინტერესები უნდა გქონდეთ. მაგრამ უნდა გრძნობდეთ, რომ ვიღაც თქვენს გვერდით და თქვენთან ერთად არის, ეს ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესია. ამის გარეშე მხოლოდ მარტოობა რჩება. და ცხოვრებაც ამის გარეშე, არის მოჩვენებითი ქორწინება.


image

0
74
შეფასება არ არის
ავტორი:ნანა კალანდაძე
ნანა კალანდაძე
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0