x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ერთწუთიანი ტესტი: აირჩიეთ “ადამიანი” და გაიგეთ თქვენი ადგილი საზოგადოებაში
image


ცნობილმა ბრიტანელმა ფსიქოლოგმა და ემოციური ინტელექტის განვითარების სფეროში ერთ - ერთმა ღვაწლმოსილმა სპეციალისტმა - პიპ უილსონმა, რომლის სახელსაც 50 - ზე მეტი ნაშრომი უკავშირდება, წარმოუდგენლად მარტივი და სწრაფი ფსიქოლოგიური ტესტი შექმნა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს საკუთარი სულიერი მდგომარეობის შესახებ, ბევრ ფარულ დეტალს გაანდობს. თავდაპირველად ტესტი ბავშვებისთვის იქნა შექმნილი, თუმცა მოკლე დროში მან უფროსების დაინტერესებაც გამოიწვია და არცთუ უსაფუძვლოდ.. მაშ ასე, დავიწყოთ.. ქვემოთ მოცემულ ნახატს ყურადღებით დააკვირდით და 2 "ადამიანი" შეარჩიეთ, ის, რომელიც თქვენს თავს გაგონებთ და მეორე - ის, ვისაც გსურთ რომ გავდეთ.


image


თუკი 1, 3, 6 და 7 ნომერი აირჩიეთ, მაშინ თქვენ - მიზანდასახული ადამიანი ხართ, რომელმაც კარგად იცის, თუ რა სურს ცხოვრებისგან. გახსოვდეთ, რომ თქვენ წინაშე არსებული ყველანაირი გამოწვევა დაძლევადია.


image


2, 11, 12, 18 და 19 ნომერი იმაზე მიანიშნებს, რომ ძალიან მეგობრული და თბილი ადამიანი ბრძანდებით, რომელიც ახლობლების დასახმარებლად მუდამ მზად არის.. დარწმუნებული იყავით, რომ მეგობრებს თქვენი სახით ნამდვილად გუმართლდათ.


image


4 ნომრის ქვეშ მყოფი ადამიანი ყოველთვის თავისი პრინციპების ერთგული რჩება. მას ცხოვრებაში ბევრის მიღწევა სურს, თუმცა ამისთვის ის არაფერს ცდილობს.



image


თუკი, თქვენს თავს 5 ნომერთან აიგივებთ, მაშინ დროა რომ ცოტა დაისვენოთ. ცხოვრებისეული ენერგიის მარაგი ზღვარზე გაქვთ, სავარაუდოდ, თქვენ ყველანაირი მოტივაცია დაკარგეთ. არ ფიქრობთ, რომ ცვლილებების დრო დადგა?


image


9 ნომრის "ქოლგის" ქვეშ შეფარებულ ადამიანს - გარშემო ყველას და ყველაფრის გამხიარულება ზუსტად ერთ წუთში შეუძლია, მასთან მოწყენა უბრალოდ წარმოუდგენელია. თუკი, ეს ციფრი აირჩიეთ, მაშინ თქვენ - "ადამიანი - პოზიტივი" ბრძანდებით.

image

13 და 21 ნომრებს ამოფარებული ადამიანები, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილები და ნაკლებად კონტაქტურები არიან.


image


ადამიანმა, რომელიც 8 ნომერი შეარჩია, ის საკუთარ გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს, სადაც ადგილი გარშემომყოფებისთვის საკმაოდ შეზღუდულია.


image


თუკი, თქვენ 10 და 15 რიცხვი აირჩიეთ, მაშინ გილოცავთ - თქვენი ცხოვრებით საკმაოდ კმაყოფილი ბრძანდებით, ნებისმიერ გარემოს მარტივად ეგუებით და ყველა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალსაც იოლად პოულობთ.


image


14 ნომერი თქვენში ნეგატიური ემოციების სიჭარბეზე მიუთითებს, თუკი გრძნობთ, რომ ამ "უფსკრულიდან" დამოუკიდებლად თავის დაძვრენას ვერ ახერხებთ, შესაძლებელია, თქვენ სპეციალისტის დახმარება გჭირდებოდეთ.


image


16 ნომრის ქვეშ მყოფი ადამიანი, რთულ ფსიქო - ემოციურ მდგომარებაში იმყოფება, გაითვალისწინეთ, არაფრის მომცემი ურთიერთობები, თქვენ ზედმეტი "თავის ტკივილის" მეტს არაფერს მოგიტანთ.


image


თუ 17 ნომერი შეარჩიეთ წარმოუდგენლად გაგიმართლდათ - თქვენ სიყვარულითა და მზრუნველობით გარემოცული ადამიანი ხართ, თუმცა, უმჯობესი იქნება ყოველთვის საკუთარი თავის იმედად იყოთ.


image


რაც შეეხება ადამიანებს რომლებმაც არჩევანი 20 რიცხვზე შეაჩერეს, შეგახსენებთ, რომ თვითშეფასების ხარისხში მათ ყველაფერი წესრიგში აქვთ. აღიარეთ, რომ თქვენ არა მარტო ყურადღების ცენტრში ყოფნა გსიამოვნებთ, არამედ ისიც გხიბლავთ, როდესაც თქვენს "კომპეტენტურ" აზრს უსმენენ და ითვალისწინებენ.


image


პირველი "ადამიანი", რომელიც აირჩიეთ, თქვენს ფსიქო - ემოციურ მდგომარეობას აღწერს, ხოლო მეორე ნომრად შერჩეული კი სწორედ იმაზე მიუთითებს, რაც თქვენ სრული ბედნიერებისთვის ცხოვრებაში გაკლიათ.



0
2308
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2308