x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90134
  • ვიდეო:340050
  • სურათი:452467
"დღეს ბავშვებს მეტისმეტად ანებივრებენ!!!" - კირა ანდრონიკაშვილი

კირა ანდრონიკაშვილი დაიბადა თბილისში 1945 წლის 15 ნოემბერს. მშობლები ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და ეკატერინე ჯორჯაძე იყვნენ. მისი მამიდები იყვნენ 20-30 იანი წლების საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი ნატო ვაჩნაძე და 1937 წელს რეპრესირებული მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი(ვის სახელსაც ატარებს). მან ძალიან ბევრ ქართულ ფილმში მიიღო მონაწილეობა და თავიც შესანიშნავად შესრულებული როლებით დაგვამახსოვრა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა " მე ბებია ილიკო და ილარიონი", "მთვარის მოტაცება", " მოლანდება" და "თამუნა".

image


ქალბატონი კირა ანდრონიკაშვილი თავის აზრს გამოხატავს თანამედროვე ბავშვების შესახებ, როგორც გამოცდილი დედა:



image


"ყოველთვის მეკითხებიან, როგორ მოახერხე ასეთი შვილების აღზრდაო... ვთვლი, რომ დედა შვილებთან აუცილებლად მეგობრულად უნდა იყოს. დღეს ძალიან ვნანობ, ზოგჯერ სიმკაცრეს რომ ვიჩენდი. სულ პატარებს ვუჯავრდებოდი, თუ მათ ოთახს არეულს ვნახავდი. პატარა ასაკიდან ვაჩვევდი, ყველაფერი გაეთავისებინათ, რაც ოჯახში
ხდებოდა. ბავშვმა ყველაფერი უნდა გაიზიაროს, ჭირია თუ ლხინი... როცა ვინმეს რამე ტკივა, ბავშვი მზრუნველობას უნდა იჩენდეს. იზოლაციაში არ უნდა იყოს. როცა ასაკოვანი და გაჭირვებული ახლობელი გყავს, მის შესახებ აუცილებლად უნდა მოუყვე და ასწავლო როგორ შეუმსუბუქოს ცხოვრება. სულ ვუნერგავდი, რომ, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი ჩაძინებული იყო, იქ ფეხაკრეფით უნდა გაევლოთ. ოჯახში რა ასაკის ადამიანიც არ უნდა შემოსულიყო სტუმრად, თავის ოთახშიც რომ ყოფილიყვნენ სამეცადინოდ, აუცილებლად უნდა გამოსულიყვნენ და სტუმარს მისალმებოდნენ. შემდეგ შეეძლოთ ისევ წასულიყვნენ თავიანთ საქმეზე, მაგრამ სტუმრის წასვლის დრო რომ მოდიოდა, ყოველთვის გამოდიოდნენ დასამშვიდობებლად. ჩემს შვილიშვილებსაც ასე ვასწავლე და ყველა მათგანი პირველ რიგში კარგი
ადამიანები არიან. "


image



"მე პატარაობაში ყოველთვის იმ ნათესავებთან მივდიოდი ახალ წელს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირდათ. გული ასე მკარნახობდა... დღესაც შეჭირვებულ ახლობლებს თუ რამეს ვუგზავნი, ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ვთხოვ, როდესაც მივლენ მათთან ერთად დასხდნენ და გულიანად მოიკითხონ. თავისი ავიც და კარგიც მოუყვნენ. იმ ადამიანებმა ახლობლობა უნდა იგრძნონ და არა ის, რომ მხოლოდ საჭმელი მიუტანე, გადაეცი და კარებიდანვე გამოიქეცი. მოსასმენად 15 წუთი ყოველთვის უნდა გაიმეტო ადამიანმა და შეურაცხყოფილად არ უნდა აგრძნობინო ვინმეს თავი. ის ადამიანი ნატრობს ვინმემ მოუსმინოს, სულიერება სჭირდება და ახლობელმა უნდა მოახერხო მოუსმინო."


"ისევ ბავშვების აღზრდის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, დღეს ბავშვებს ძალიან ანებივრებენ. გაუთავებლად აძლევენ საჩუქრებს, არადა ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ საჩუქარი ახალ წელს, დაბადების დღეზე და განსაკუთრებულ დროს ექნება. ყოველდღე არ შეიძლება ბავშვის დაჯილდოვება! სურვილები ზომიერად უნდა შეუსრულო, საჩუქარს კი არ უნდა მიეჩვიოს, არამედ უნდა უხაროდეს!" - ასე ასრულებს ქალბატონი კირა ანდრონიკაშვილი თავის ინტერვიუს.


image























იხილეთ ასევე:


21 დღიანი "ტკბილეულის დიეტა"

image




მშობიარობის მაჩვენებლით გინესის რეკორდსმენი 9 ქალი!

image




მეცნიერულად აუხსნელი, 6 დაუჯერებელი ადგილი ჩვენს პლანეტაზე!

image




ციყვი ყოველდღე ფანჯარას უკაკუნებდა... ხოლო საოცრება 8 წლის შემდეგ მოხდა...

image




ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( VI ნაწილი)

image


0
136
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0