x
მეტი
  • 18.07.2019
  • სტატია:92466
  • ვიდეო:341518
  • სურათი:454491
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მიმოხილვა

13–ტურ

მოგესალმებით ძვირფასო intermedia.ge - ს მკითხველნო!


მე გახლავთ იმედა შერიფაძე ქალაქ ბათუმიდან. დღეს 15.05.2016 წ. ვისაუბრებთ საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მიმოხილვას.


ძვირფასო მკითხველნო, სანამ უშუალოდ გადავიდოდეთ ტურის მიმოხილვაზე, მინდა გაუწყოთ, რომ საქართველოში ფეხბურთი დღითი დღე უფრო მიმზიდველი ხდება და გულშემატკივართა რიცხვიც დღითი დღე მატულობს.


საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტური

  • ტორპედო ქუთაისი - თბილისის საბურთალო - მე-13 ტური გაიხსნა ტორპედო ქუთაისისა და თბილისი საბურთალოს დაპირისპირებით, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. თამაშის მე-8 წუთზე სწრაფი გოლით თბილისის საბურთალოს ნახევარმცველმა 21 წლის სანდრო ალთუნაშვილმა გახსნა ანგარიში და დაწინაურდა საბურთალო. ამ გოლის შემდეგ ქუთაისელები თითქოსდა გამოფხიზლდნენ და თამაშის 32-ე წუთზე ქუთაისელთა 25 წლის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ დიდი დრო არ დასჭირვებიათ საბურთალოელებს და თამაშის 37-ე წუთზე თბილისის საბურთალოს 26 წლის თავდამსხმელმა ლაშა შინდაგორიძემ თბილისის საბურთოლა გაიყვანა წინ. 1-ლი ტაიმი დასრულდა 1:2 თბილისის საბურთალოს გამარჯვებით. თამაშის 56-ე წუთზე ქუთაისის ტორპედოს უკრაინელი 25 წლის მცველის ალექსანდრე აზაცკის წყალობით თბილის საბურთალომ სამამდე გაზარდა ანგარიში, ეს გოლი ისტორიაში შევიდა ავტოგოლის სახელით. ქუთაისის ტორპედომ სწრაფადვე მოახერხეს ანგარიში მინიმუმამდე შეემცირებინა და თამაშის მე-60 წუთზე ქუთაისელთა 26 წლის თავდამსხმელმა თორნიკე კაპანაძემ შეძლო გოლის გატანა. ამის შემდეგ თამაში არაფერი არ შეცვლილა და მატჩი დასრულდა 2:3 თბილისის საბურთალოს გამარჯვებით.
  • მინდა მოგახსენოთ, რომ ქუთაისის ტორპედოს კლუბს აქვს ფინანსური პრობლემა და თითქოსდა ვარაუდობენ გუნდის დაშლას, მაგრამ ამ ბოლო მომენტში გამოჩნდა იმის სახსრები და შესაძლოა გუნდი გადაურჩეს დაშლას. მე იმედს ვიტოვებ, რომ ქუთაისის ტორპედოს დაშლა არ ემუქრება

  • თბილისი ვით ჯორჯია - სიონი - თამაში სიონის ფეხბურთელების აშკარა უპირატესობით დაიწყო თამაშის მიწურულს სიონის ფეხბურთელებმა მინიმალური ანგარიშით 0:1 სტუმრად დაამარცხეს თბილისის ვით ჯორჯია. თამაშის 87-ე წუთზე ბურთი თბილისის ვით ჯორჯიას კარში გაიტანა სიონის 26 წლის ნახევარმცველმა დავით კირკიტაძემ.
  • საჩხერეს ჩიხურა - რუსთავი -ეს მატჩი ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა იმ კუთხით, რომ რუსთავმა საჩხერედან შეძლო ერთი ქულის წამოღება.მატჩი დასრულდა ნულოვანი ფრეთ, მაგრამ თამაში ძალზე საინტერესო იყო
  • გორის დილა - ბათუმის დინამო - არა ნაკლებ საინტერესო აღმოჩნდა მატჩი გორის დილასა და ბათუმის დინამოს შორის. გორის დილამ მნიმალური ანგარიშით მოახერხა საკუთარ მოედანზე ბათუმის დინამოს დამარცხება. გორის დილამ საკუთარ აქტივში ჩაიწერა ზედიზედ სამ მატჩიანი მოგება საკუთარ მოედანზე. თამაშის 76-ე წუთზე გორის დილას ტოგოელი 23 წლის თავდამსხმელი დიდე კუგბენიას გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და მოახერხა გორის დილამ გამარჯვების მოპოვება ანგარიშით 1:0
  • დინამო თბილისი - თბილისის ლოკომოტივი - ტური დასრულდა ძალზედ მნიშვნელოვანი თამაშით. თბილისის დინამოსა და თბილისის ლოკომოტივს შორის. თბილისი ლოკომოტივმა მოახერხა მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება, თბილისის დინამოსთაან და საკუთარ აქტივში მიითვისა 12 ქულა, ამ უკანასკნელმა მოახერხა სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზე გადასვლა. თამაშის 24-ე წუთზე თბილისი დინამოს კარში ბურთი გაიტანა თბილისის ლოკომოტივის 21 წლის ნახევარმცველმა დავით სამურკასოვმა. 54-ე წუთზე თბილისი ლოკომოტივის კარში ბურთი გაიტანა თბილისი დინამოს ყველაზე ახალგაზრდა 19 წლის მცველმა ნიკა ნინუამ. ამის შემდეგ თბილისი დინამომ ვეღარ მოახერხა ბურთის გატანა და არა მარტო ბურთის გატანა ვერ მოახერხა დინამოელებმა, არამედ სახიფათო მომენტიც ვერ შექმნენ თბილისის ლოკომოტივის კართან. თამაშის 78-ე წუთზე თბილისი ლოკომოტივის 18 წლის მცველმა რევაზ ინჯგიამ ანგარიში ორამდა გაზარდა და ბოლოს თამაშის მიწურულს 90-ე წუთზე თბილისი ლოკომოტივის 28 წლის თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ წერტილი დაუსვა თბილისი ლოკომოტივის გამარჯვებას. მატჩი დასრულდა 1:3 თბილისი ლოკომოტივის გამარჯვებით.

  • დასრულდა საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტური. მინდა ავღნიშნო, რომ ტური ძალია საინტერესო აღმოჩნდა.


    სატურნირო ცხრილი მე-13 ტურის შემდეგ ასეთია:


    სატურნირო ცხრილი

  • თბილისის საბურთალო 13 9 0 4 28-21 27
  • ბათუმის დინამო 13 8 1 4 20-14 25
  • ქუთაისის ტორპედო 13 7 2 4 20-16 23
  • დინამო თბილისი 13 6 2 5 25-16 20
  • სიონი 13 6 2 5 18-25 20
  • საჩხერე 13 4 7 2 18-25 19
  • გორის დილა 13 5 2 6 12-12 17
  • თბილისის ლოკომოტივი 13 4 0 9 16-22 12
  • თბილისი ვით ჯორჯია 13 3 2 8 7-14 11
  • რუსთავი 13 2 4 7 12-22 10

  • საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტური

  • 05 17:00 სიონი - საჩხერე
  • 05.19:00 თბილისი ლოკომოტივი - გორის დილა
  • 05 21:00 დინამო ბათუმი - თბილისი ვით ჯორჯია
  • 05 19:00 რუსთავი - ქუტაისის ტორპედო
  • 05 21:00 თბილისი საბრთალო - თბილისი დინამო

  • პატივისცემით იმედა შერიფაძე

    0
    59
    1-ს მოსწონს
    ავტორი:იმედა შერიფაძე
    იმედა შერიფაძე
    59
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0