x
image
_K_
რასთან გამკლავება უწევდათ "სამეფო კარის თამაშების" მსახიობებს - ეს ბევრმა არ იცის!
image"სამეფო კარის თამაშები" HBO-ს ყველაზე წარმატებული პროექტია. თითოეულ ეპიზოდს დაახლოებით 20 მილიონი ნახვა აქვს. ეს მხოლოდ სიუჟეტის გამო კი არ არის, რის დროსაც მთავარი პერსონაჟები მოულოდნელად კვდებიან, არამედ მსახიობების უნაკლო თამაშის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხშირად არასასიამოვნო რაღაცების გაკეთება უწევთ, თავიანთ მაქსიმუმს აჩვენებენ გადასაღებ მოედანზე. სტატიაში გაგაცნობთ 9 უსიამოვნო ფაქტს, რასთან გამკლავებაც სერიალის მსახიობებს მოუწიათ. ბოლოს კი სასიამოვნო ბონუსს შემოგთავაზებთ.








კიტ ჰარინგტონმა პოლიციელს ჯონ სნოუს ბედი გაუმხილა, რათა სიჩქარის გადაჭარბების გამო არ დაჯარიმებულიყო.

ერთხელ პოლიციელმა სიჩქარის გადაჭარბების გამო კიტ ჰარინგტონის მანქანა გააჩერა და როცა მსახიობი იცნობა, შესთავაზა, რომ თუ სურდა, ჯარიმას გადარჩენილიყო, ეთქვა, მომდევნო სეზონში ცოცხალი იქნებოდა თუ არა ჯონ სნოუ. მსახიობმა თავისი პერსონაჟის ბედი "გაყიდა", რის შემდეგაც პოლიციელმა უპასუხა: "გზას გითმობთ, ლორდო კომანდერ".

image








სოფი ტერნერს 2 წლის განმავლობაში თავი თითქმის არ დაუბანია.

მსახიობს, რომელიც სანსა სტარკის როლს თამაშობდა, თავისი პერსონაჟის გამო პირად ჰიგიენაზე უარის თქმა მოუწია. როგორც ბევრი კაცი მსახიობი, ისიც იძულებული იყო, შამპუნის გამოყენება საგრძნობლად შეემცირებინა. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მეფის სავანიდან გაქცევის ეპიზოდებში ბუნებრივად გაწეწილი გამოჩენილიყო.



ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა: "მე-5 სეზონის გადაღებისას მთხოვეს, რომ თავი აღარ დამებანა და ეს საზიზღრობა იყო. ახლა სერიალში პარიკს ვატარებ და შემიძლია, როცა მომინდება, მაშინ დავიბანო თავი. ეს არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში ნამდვილად ცხიმიანი თმით მიწევდა ცხოვრება".

image








მეიზი უილიამსი ცხენიდან გადმოვარდა.

მსახიობი, რომელიც არია სტარკის როლს ასრულებს, ერთ-ერთ პირველ ცხენზე ჯირითის ეპიზოდს სიცილით იხსენებს. მსახიობებს ისლანდიურ, პონის ზომის ცხენებზე ავარჯიშებდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ბევრი მათგანი გადმოვარდა ცხენიდან.


ერთხელ უილიამსი ცხენიდან გადმოვარდნისას სადავეებში გაიხლართა. "ეს ძალიან სახალისო იყო, ჩემი ფეხი ყურთან იყო მოქცეული", - ამბობს ის. როგორც ჩანს, მსახიობსა და პერსონაჟს რაღაც საერთო ჰქონიათ.

image








ჯერომ ფლინი დიზელის საწვავის ორთქლით კინაღამ მოიწამლა.

მსახიობი, რომელიც ბრონის როლს ასრულებს, დრაკონებთან ბრძოლის ეპიზოდში კინაღამ დაზიანდა. სცენაში ბუნებრივი შავი კვამლის ეფექტის შესაქმნელად დიზელის საწვავი გამოიყენეს. ჯერომ ფლინს ცეცხლის ეპიცენტრში ყოფნა დიდხანს მოუწია. სხვა მსახიობები კვამლისგან დამცავ ნიღბებს ატარებდნენ, ჯერომს კი ეს შესაძლებლობა არ ჰქონია, ამიტომაც კინაღამ მოიწამლა.


ამას გარდა, მსახიობი ამბობს, რომ თავის ფოსტალიონს სძულს, რადგან დეინერისის დრაკონს ესროლა.

image








გვენდოლინ ქრისტი ერთ-ერთ ეპიზოდში ნამდვილ დათვთან ერთად გადაიღეს.

ეპიზოდი, სადაც ბრიენი დათვს ხვდება, კომპიუტერული გრაფიკა სულაც არ არის. გვენდოლინის თქმით, დათვი, სახელად ბარტ ჯუნიორი, გამოცდილი მსახიობია. "სამეფო კარის თამაშებში" მონაწილეობამდე მან რამდენიმე სხვა პროექტშიც მიიღო მონაწილეობა.


ეპიზოდის გადაღებისას მსახიობი დათვისგან მხოლოდ მსუბუქი ელექტრული უხილავი ღობით იყო დაცული. შესვენებების დროს ცხოველს ბევრს აჭმევდნენ, რათა გვენდოლინის შეჭმის სურვილი არ გასჩენოდა (ასე ხუმრობს გადამღები გუნდი).

image








ლენა ჰედის მაყურებლის სიძულვილთან გამკლავება უწევდა.

ლენა ჰედის თქმით, ხალხს მისი პერსონაჟი ისე სძულდა, რომ თავად მის მიმართაც გამოხატავდნენ უარყოფით დამოკიდებულებას. მაგალითად ექთანი, რომელიც მსახიობს მეორე შვილის გაჩენის შემდეგ მის ძუძუთი კვებაში ეხმარებოდა, ეუბნებოდა: "სირცხვილი შენ", როგორც სერსეი ლანისტერის საჯაროდ გაშიშვლებისა და შერცხვენის ეპიზოდშია. თუმცა, ლენა ჰედი ასეთ დამოკიდებულებას კომპლიმენტად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ეს კარგი სამსახიობო უნარების დამსახურებაა.

image








ივან რეონს რამდენჯერმე მოხვდა მუშტი სახეში.

მსახიობს, რომელიც რამზი სნოუს (მოგვიანებით ბოლტონი) როლს თამაშობდა, კიტ ჰარინგტონისგან რამდენჯერმე მაგრად მოხვდა მუშტი სახეში. ბასტარდების ბრძოლის ეპიზოდში კიტს ცოტათი ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ ივანიმ დარტყმა პროფესიონალურად მიიღო. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ბედნიერია, რომ მუშტების ატანა აღარ უწევს.

image








ემილია კლარკს გული ერეოდა გულის ჭამის სცენის გადაღებისას.

მსახიობმა, რომელიც დეინერისის როლს ასრულებს, აღიარა, რომ ეს სცენა მისთვის ნამდვილად რთული იყო. გადაღების დროს მას 28 კენკრის ჯემისგან დამზადებული "ცხენის გულის" ჭამა მოუწია. ემილია კლარკის თქმით, "საჭმელი" საკმაოდ უგემური იყო, ამიტომაც კალათა ყოველთვის ახლოს ჰქონდათ იმ შემთხვევისთვის, თუ გული აერეოდა.

image








შავი კედელი საზიზღრობა იყო.

გადასაღები მოედნის დეკორატორმა რიჩარდ რობერტსიმ ნამდვილად კარგად იმუშავა, როცა ღამის გუშაგების საცხოვრებელ ადგილს ქმნიდა. მისი იდეის მიხედვით, შავი სასახლე მაქსიმალურად ბინძური, გაპარტახებული, ცივი და საზიზღარი უნდა ყოფილიყო. ასეთი ატმოსფეროს შესაქმნელად, მან კედელზე ნედლი ხორცი დაკიდა და ნამდვილი ღორები მოიყვანა. მსახიობების თქმით, კედელი ბინძური კი არ ჩანდა, ის მართლაც ასეთი იყო. "ეს ადგილი ნამდვილად ყარდა, მაგრამ სწორედ ასე უნდა ყოფილიყო, ამიტომაც ბედნიერი ვარ", - ამბობს რობერტი. თუმცა, დარწმუნებულები არ ვართ, რომ მსახიობებიც იმავეს ფიქრობენ.

image








ბონუსი 1: სინ ბინიმ საკუთარი თავით ფეხბურთი ითამაშა.

მსახიობი, რომელიც ნედ სტარკის როლს თამაშობდა, საკმაოდ იუმორისტულად მიუდგა თავისი პერსონაჟის სიკვდილის სცენას. ამიტომაც საკუთარი თავის მოდელს კარგი დანიშნულება მოუძებნა - სხვა მსახიობებთან ერთად ფეხბურთი ითამაშა. ალბათ, ამ ამბავმა მაყურებლები უნდა შთააგონოს, რომ საყვარელი გმირების სიკვდილი იმდენად აღარ განიცადონ.

image








ბონუსი 2: სოფი ტერნერიმ ძაღლი, რომელიც ლედის როლს თამაშობდა, აიყვანა.

"სამეფო კარის თამაშების" მსახიობებს ბევრნაირი ამბავი აქვთ გასახსენებლად. ძაღლმა, სახელად ზუნიმ, რომელიც ლანისტერების გამო მოკლული ლედის როლს თამაშობდა სერიალში, გადამღები გუნდის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. სოფი ტერნერიმ კი, რომლის საკუთრებაც იყო ლედი სერიალში, ის ნამდვილ ცხოვრებაშიც "იშვილა". მან თავისი სიხარული ჯორჯ რ.რ. მარტინს, წიგნის ავტორს გაუზიარა, მან კი მთელ მსოფლიოს მოსდო.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. "სამეფო კარის თამაშები" - რას იხსენებენ მსახიობები გადასაღები მოედნიდან

image


2. როგორი იქნებოდა "სამეფო კარის თამაშები" დისნეის რომ გადაეღო?

image


3. 16 მსახიობი, რომლებსაც წვერის გარეშე ვერ იცნობთ

image

0
741
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
741
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0