x
მეტი
  • 17.07.2019
  • სტატია:92438
  • ვიდეო:341510
  • სურათი:454452
რას ნიშნავს სახელი "ნეფერტიტი" - ეგვიპტის ყველაზე იდუმალი დედოფლის საოცარი ისტორია

1. რას ნიშნავს სახელი ნეფერტიტი

ყველაზე იდუმალი ქალი ისტორიაში - ნ ე ფ ე რ ტ ი ტ ი...

სრული სახელი: ნეფერ-ნეფერუ-ატონ ნეფერტიტი (Nfr-nfr.w-Jtn-Nfr.t-jty) . ითარგმნება, როგორც ულამაზესი (უნაკლო) ქალბატონი მოვიდა“.

არაერთი საუკუნეა სიტყვას მოვიდა-აზე მსჯელობენ ისტორიკოსები, რადგან დღემდე არ არის აღმოჩენილი ნეფერტიტის წარმოშობის შესახებ რაიმე ზუსტი მტკიცებულება.


image


2 . ვინ იყო ნეფერტიტი

ნეფერტიტ - ფარაონ ეხნატონის (ამენჰოტეპ IV) მეუღლე...

ჯერ კიდევ მაშინ დაქორწინდნენ, როცა ეხნატონი უფლისწული გახლდათ...

16 წელზე მეტი იმეფა ეგვიპტის უდიდესმა რეფორმატორმა... რომელმაც მიიჩნია, რომ მისი ქვეყანა მხოლოდ ერთ ღმერთს, მზის ღმერთს - უნდა ემორჩილებოდეს, რამდენადაც ეს სახელმწიფოს ერთიანობას კიდევ უფრო შეაკავშირებს და შეადუღაბებს.


image

ფარაონის მხრიდან ეს უაღრესად გაბედული ნაბიჯი იყო. მრავალღმერთიან ეგვიპტურ პანთეონში იოლი საქმე სულაც არ იქნებოდა სხვა ღმერთების უარყოფა და ერთღმერთიანობის დამკვიდრება.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ფარაონს თავის დიდი რეფორმებში მუდამ მხარში ედგა უმშვენიერესი დედოფალი - ნეფერტიტი.

ისინი დილით ადრე მიემგზავრებოდნენ სასახლიდან და მზეს ეგებებოდნენ. ნეფერიტი თავად ატარებდა ღვთისმსახურებას და ლოცულობდა ატონის ტაძარში.

მას ატონი სიმშვიდეში მიჰყავს ტკბილი ხმითა და ლამაზი ხელებით“, – გვეუბნება ნეფერტიტის შესახებ სამარხის წარწერა მისი ხმის გაგონებით ხარობს ყოველი .”

გადარჩენილი ნახატები ბევრს გვიყვებიან ნეფერტიტისა და ეხნატონის ურთიერთობაზე, რომელთა ურთიერთდამოკიდებულება უფრო მეტი ჩანს, ვიდრე უბრალოდ უფროსი მეუღლისა და ფარაონისა.

არსებობს მრავალი საოჯახო ესკიზები, რომელიც გამოხატავს ეხნატონის, ნეფერტიტისა და მათი ქალიშვილების ცხოვრებას.

image


  • ნეფერტიტის ტრაგედია

ფარაონს ნეფერტიტმა 6 ქალიშვილი გაუჩინა.

თუმცა მოხდა უეცარი ტრაგედია... ტრაგედია, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

უდროოდ დაიღუპა მეფე-დედოფლის ერთ-ერთი შვილი... გამორჩეულად საყვარელი - მეკეტატენი...

მისმა სიკვდილმა კი ნეფერტიტის მთელი ცხოვრება დაანგრია. სავარაუდოდ, ის სასოწარკვეთაში ჩავარდა ... მისი ადგილი მალევე დაიკავა მეორე დედოფალმა კიია-მ ეხნატონის ქალთა სახლიდან, ხოლო ცოტა მოგვიანებით ნეფერტიტის უფროსმა ქალიშვილმა მერიტატონმა.

არავინ იცის რატომ, მაგრამ ნეფერტიტი ქალიშვილის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, უკვე აღარსად არ იხსენიება.


4. სად ქრება დედოფალი?

image


ამის შესახებ წლების მანძილზე მრავალმა ვერსიამ გაიჟღერა. დღესდღეობით, ზოგიერთმა ისტორიკოსმა თავის კვლევებში მიაღწია ფანტასტიკურ ვარიანტებს. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ სწორედ ნეფერტიტი მართავდა ეგვიტეს, სმენხკარას სახელწოდებით.


5. ნეფერტიტის ბიუსტის იდუმალება

საუკუნეთა მერე ეგვიპტეში ჩასული ცნობილი არქეოლოგის ლუდვიგ ბორხარდტის აღმოჩნამ მთელი მსოფლიო სრულიად შოკში ჩააგდო.

მან ულამაზესი ფორმის ბიუსტს მიაგნო და თავის დღიურში ასე მიაწერა:

აღწერა შეუძლებელია, უნდა შეხედო.”

image

ეს ბიუსტი ეკუთვნოდა მოქანდაკე ჯუტმოსს და ნაპოვნია მისსავე სახელოსნოში.

1913 წელს ბორხარდტმა ქანდაკებას თაბაშირი წაუსვა და გერმანიაში ჩაიტანა.

20 წლის შემდეგ ეგვიპტემ პროტესტი გამოხატა და ბიუსტის უკან დაბრუნება მოითხოვა. თუმცა, გერმანია ბიუსტის უკან დაბრუნებას არც კი განიხილავდა.

ის დღემდე გერმანიის ეგვიპტურ მუზეუმში ინახება.

ამ უარის გამო კი ეგვიპტემ ყველა გერმანელ არქეოლოგს ეგვიპტეში მუშაობა აუკრძალა.

image

ნეფერტიტის ბიუსტი კი მართლაც ნამდვილი საოცრებაა!

ის თავისი იდუმალებით უკან იტოვებს მსოფლიო ხელოვნების სხვა შედევრებს. მას ძველი სამყაროს “მონა ლიზა” შეიძლება ვუწოდოთ. მიუხედავად იმისა, რომ ის რამოდენიმე ათასი წლის წინ შეიქმნა, ძალიან კარგადაა შემონახული.

ჩვენ გვიყურებს ქალი, რომლის სახის პროპორციები დღესაც კი სრულყოფილებადაა აღიარებული.

“,

წლების შემდეგ ალბათ, ესეც ერთგვარი მისტიკა იყო...

მას ხომ ნეფერტიტი ჰქვია - ნეფერტიტი - ულამაზესი (უნაკლო) ქალბატონი მოვიდა“.

image

0
932
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
932
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0