x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94858
  • ვიდეო:342595
  • სურათი:456881
მამაკაცმა ძმა 36 წელი მუცლით ატარა

image


ინდოელმა ფერმერმა სანჯუნ ბჰაგატმა მთელი ცხოვრება გაბერილი მუცლით გაატარა. ამის გამო, მას თანასოფლელები გამუდმებით დასცინოდნენ, – ეუბნებოდნენ, რომ ისე გამოიყურებოდა, როგორც ქალი ორსულობის ბოლო თვეში. თუმცა, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდნე, რომ რასაც ისინი ამბობდნენ, ნაწილობრივ სიმართლე იყო.

1999 წლის ივნისში, 36 წლის სანჯუს სუნთქვასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა და ის სასწრაფოდ მუმბაის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტის მუცლის დანახვისთანავე ექიმებმა ივარაუდეს, რომ საქმე სიმსივნესთან ჰქონდათ და მაშინვე ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტეს. მაგრამ, მუცლის ღრუს გახსნის შემდეგ, ქირურგებმა არსება აღმოაჩინეს, რომელსაც საკმაოდ კარგად განვითარებული კიდურები ჰქონდა. იმ მომენტში, მათ ისეთი შეგრძნება გაუჩნდათ, თითქოს მამაკაცმა ბავშვი გააჩინა.


image


სანჯუნს უიშვიათესი დაავადება fetus in fetu («ნაყოფი ნაყოფში») ჰქონდა. ასეთი პათოლოგია იმ შემთხვევაში ვითარდება, როდესაც საშვილოსნოში ტყუპების განვითარებისას, ერთ-ერთი მათგანი მეორეს ორგანიზმში ხვდება და უკვე აღარ შეუძლია სრულფასოვნად განვითარება. ამის შედეგად, ის ერთგვარ პარაზიტად გარდაიქმნება და მის ხარჯზე იქამდე აგრძელებს ცხოვრებას, ვიდრე «პატრონს» ზიანს არ მიაყენებს. ამის შემდეგ, საქმეში ექიმები ერთვებიან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს შემთხვევაში, ასეთი ტყუპები დაბადებამდე იღუპებიან. მაგრამ, ინდოელი ფერმერის შემთხვევაში, ასე არ მოხდა და მთელი 36 წლის მანძილზე, ძმები ერთად «ცხოვრობდნენ». ეჭვი არავის გასჩენია, რომ მამაკაცს პრობლემა ჰქონდა, რადგან ის დისკომფორტს არ განიცდიდა.

ოპერაციის შემდეგ სანჯუნს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემა გაუქრა. ხოლო, მისი წონა 90 კგ-დან 40 კგ-მდე შემცირდა.


image


ამჟამად, სანჯუნ ბჰაგატი თავს კარგად გრძნობს. მან წონაში მოიმატა და თავის საქმიანობას დაუბრუნდა.

imageimageimageimageimageimageimage











0
414
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
414
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0