x
თბილისის 10 ქუჩას ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელები დაერქმევა

ქართული კინოს 111 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მიღება გამართა, რომელსაც ქართული კინოს მსახიობები, რეჟისორები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის 10 ქუჩისთვის ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელების დარქმევასთან დაკავშირებულიინიციატივა გააჟღერა. მისი თქმით, საკრებულოს ინიციატივით, თბილისის ქუჩებს ბელა მირიანაშვილის, დოდოჭიჭინაძის, ლეილა აბაშიძის, ლიანა ასათიანის, მარინე თბილელის, გიორგი დანელიას, მედეა ჯაფარიძის, ვახტანგტაბლიაშვილის, გივი ბერიკაშვილის და იაკობ ტრიპოლსკის სახელები მიენიჭებათ. როგორც თინათინ ნიბლოშვილმაგანაცხადა, ის ადამიანები, რომლებმაც ქართული კინო განუმეორებელ მოვლენად აქციეს ნამდვილად იმსახურებენ, რომდედაქალაქში მათი სახელობის ქუჩები არსებობდეს.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მიმართა. მანკინოხელოვანებს ქართული კინოს 111 წლის იუბილე მიულოცა და განაცხადა, რომ საკრებულოში ამ ღირსშესანიშნავითარიღის აღნიშვნა მისთვის დიდი პატივია. გიორგი ტყემალაძის თქმით, ქართველი კინოხელოვანების ღვაწლის დაფასება აუცილებელია და საკრებულოს ინიციატივა, სწორედ მათი სახელების უკვდავყოფას ემსახურება. როგორცდედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, თბილისის ქუჩებისთვის ქართველი კინომსახიობების დარეჟისორების სახელების მინიჭება მომავალშიც გაგრძელდება.ქართული კინო 111ქართული კინო 111imageქართული კინო 111ქართული კინო 111ქართული კინო 111ქართული კინო 111ქართული კინო 111







ღონისძიებაზე, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, ცნობილი კინოპერსონაჟების კოსტიუმები გამოიფინა. საღამოს თბილისის მერიის ბიგ-ბენდი აფორმებდა.

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:ეკო კიზივაძე
ეკო კიზივაძე
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0