x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90134
  • ვიდეო:340050
  • სურათი:452467
დიდი ძმა ,რომელიც აღარ გვიყურებს, ანუ რატომ ვდავობთ ბაბუებთან?

ვზივართ, ვლაპარაკობთ. ჩემი მეგობარი იმაზე მიყვება, როგორ გაატარა გუშინ მთელი საღამო ბაბუამისთან იმაზე კამათში, თუ რატომ იყო საბჭოთა კავშირი ერთი დიდი საშინელება. ჰამგურგერით გამოტენილი პირით საბჭოთა კავშირის ლანძღვა ისეთივე სიმბოლურია, დაახლოებით ბორშჩის ჭამის დროს რომ ამერიკის ლანძღვა დაიწყო.არის ალბათ ამაში რაღაც დამატებითი სიამოვნების ელემენტები.. მთელი მონაყოლი ერთ ხაზად გასდევს, არგუმენტს დამატებული არგუმენტი ..
- "და მერე როცა გაუთავდა მიზეზები, ვეკითხები, ჰა, ეხლა რაღას იტყვი, მაინც რატოთქო? და იცი რას მეუბნება? მე იმ დროს ბედნიერი ვიყავიო. წარმოიდგინე, ალბათ ყოველ დღე სკოლაშ ლენინის და სტალინის მზეს აფიცებდნენ ტიპებს და ეს ეგონათ ბედნიერება."
წამით ჩემი გონება მარტო იმ ფრაზაზე გაიყინა: მაშინ მე ბედნიერი ვიყავი.. მართალია ჩემი მეგობარი.ჩვენი თაობის გადასახედიდან რკინის ფარდა და კულტურული იზოლაცია დღევანდელ დღეს სულიერ ხარაკირს უდრის, მაგრამ, წარმოიდგინეთ ის ადამიანები, რომლებიც მაშინ სულ სხვა ფასეულობებით გაზარდეს და დღეს სულ სხვა რეალობაში უწევთ ცხოვრება..წარმოიდგინეთ, ხვალ რომ იგივე გაგვიკეთოს სხვამ-დავუშვათ, აიღოს და აბსოლუტურად შეცვლილ ვითარებაში ჩაგვყაროს, სადაც არაფერი არ არის ძველებურად, რას ვიზამთ ჩვენ?
ღირებულებები, რომლის დასაცავად დღეს ვიბრძვით, ოდესღაც ახალი იყო და მათ მისაღებად, გასათავისებლად ვიღაცას მაშინ ბრძოლა დასჭირდა.ჩვენ კი ასე-ვზივართ და ზედაპირულად განვიხილავთ, ვკიცხავთ და ვლანძღავთ მოხუცებს, რომელთაც არ უნდათ ხედავდნენ, თუ სად ცხოვრობენ, რომელთათვისაც ძველი, თუნდაც შიგნიდან დამპალი სისტემა გაცილებით ფასეულია, ვიდრე დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება.მეტსაც გეტყვით:მათ საერთოდ არ სჭირდებათ თავისუფლება. ვერ გალანძღავ ადამიანს იმ კანის გამო, რომელშიც ის ცხოვრობს, ვერ მოსთხოვ, რომ კანი შეიცვალოს, რადგან ის გველი არ არის, ადამიანია. . და ჩვენ ასეთებს ყველაგან ვაწყდებით: ოჯახში, მაღაზიაში, ტრანსპორტში, უნივერსიტეტშიც კი.. და ჩვენ მათგან ვითხოვთ, რწმენასავით გამჯდარი ჩვევების ღალატს, ჩვენი ჩვევების ერთგულების უზრუნველსაყოფას, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ შეგვიძლია ყველაფერი შევცავლოთ.პრინციპის ამბავია 80 წლის ბაბუს დარწმუნება, რომ მთელი მისი ცხოვრება ერთი უზარმაზარი ნაგავი იყო, რომ ის ფიქციაში ცხოვრობდა და ყველაფერი რისიც სწამდა უწმინდურებით იყო ნაკვები..
მერე გამახსენდა ჩემი ბებო.ყველაზე საყვარელი, გაუტეხელი და მებრძოლი არსება, რომელიც არასდროს გამოთქვამს ჩემს მიმართ პროტესტს საბჭოთა ტოტალიტარიზმის სიძულვილის გამო, მაგრამ იმის გასააზრებლად, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის ამ რეჟიმს, არაერთხელ მოუყოლია, რომ ობოლ და "უპატრონო" გოგონას იმაზე მეტის მიღწევის საშუალება მიეცა, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდა, მხოლოდ იმიტომ რომ მუშაობას უფასებდნენ..რომ მაშინ არავის შიოდა, ციოდა და ყველას ჰქონდა საცხოვრებელი.. საუბარს ყოველთვის ერთი "ეხ"-ით ასრულებს, რომელიც ნიშნავს, რომ შენ ვერ გაიგებ, მაგრამ არ გადანაშაულებ, რადგან იმ დროში არ გიცხოვრია.
image

0
52
შეფასება არ არის
ავტორი:რუსკა ეფაძე
რუსკა ეფაძე
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0