x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ხაჭაპურის ომები - რამ აღაშფოთა სოც.ქსელების ქართველი მომხმარებლები
სურათი შერჩეულია თემატურად

2019 წლის 30 აპრილს ქართული სოციალური მედია აღშფოთებას ვერ მალავდა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ინტერნეტ გამოცემა „LAista”-ამ გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით „ხაჭაპური, უძველესი სომხური პიცა, რომელიც ლოს ანჯელესის ყველაზე „ცხელი“ კერძია“. სტატიის ავტორი, კლერ დაუნსი, სტატიის დასაწყისშივე აღნიშნავდა, რომ ხაჭაპური, საქართველოს ეროვნული კერძი, ასევე უძველესი სომხური “ფარშირებული პიცაა“.ავტორმა, ვიდრე ლოს ანჯელესში ყველაზე „ცხელი „ ადგილების ჩამოთვლას დაიწყებდა, სადაც აჭარული ხაჭაპურის მირთმევა იყო შესაძლებელი, კერძის შესახებ მოკლე ისტორიაში აღნიშნა, რომ საქართველოში იგი XI საუკუნიდანაა პოპულარული და ხაზს უსვამს, რომ შესაძლოა სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური შემოსულიყო ინდოელი ვაჭრებისგან, რომლებიც აბრეშუმის გზის გავლით მოგზაურობდნენ. სტატია ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტ მომხარებლების მიერ, რომლებიც საერთოდ არ ცდილობდნენ აღშფოთების დამალვას, იმის გამო, რომ UNESCO -ს მიერ არამატერიალურ კულტურულ ძეგლად აღიარებული საკვები უეცრად სხვა ერის საკუთრებად მოიხსენიეს. „რეპორტების“ რაოდენობამ და უკმაყოფილებამ აიძულა „LAista”-ს რედაქცია სტატიის სათაური ჩაესწორებინა და თან საკვების სვეტის რედაქტორის, ელენა შატკინის ახსნა-განმარტება დაერთო თან, რომელშიც წერია :“ ძვირფასო მკითხველო, ჩვენ თქვენი გვესმის. სათაური, რომელშიც ორიგინალში ჟღერდა, როგორც „ხაჭაპური - უძველესი სომხური პიცა, ლას ვეგასის ყველაზე „ცხელი“ საკვებია“ ჩასწორებულია, მაგრამ სტატიაში ჩვენ ავღნიშნეთ, რომ ხაჭაპური ქართული ნაციონალური კერძია და სათავეს ოქროს ხანიდან იღებს. რა თქმა უნდა, სტატიაში უფრო მეტი ნიუანსია და სათაურმა ხელი შეუშალა მათზე ყურადღების გამახვილებას, რომ ერთად გვეზეიმა ეს შესანიშნავი კერძი. იყავით საქმის კურსში“.

image

3 მაისს კი “Calvert Journal”-მა კეტი დევისის ავტორობით გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „ხაჭაპურის ომები- ყველას შეუძლია შეწყვიტოს ქართული ტრადიციული კერძისთვის „სომხური პიცის“ დაძახება“ სადაც მოხსენბული აქვს ზემოთ მოყვანილი სტატია, ყურადღება გაამახვილა ცუდად მოძიებულ ინფორმაციაზე, რომელმაც „ზიანი მაინც მოიტანა“ ქართული არამატერიაულური კერძის სხვა ერის კულტურისთვის მიკუთვნებულობით და გამოთქმული აქვს ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ამერიკაში სომხურ რესტორნებში ხაჭაპურის მასობრივ დამზადებას. ასევე ხაზს უსვამს, რომ გარდა ფულის გაკეთებისა, რესტორანში მისულ მომხმარებელს მზარეულის მიერ შეთავაზებულმა კერძმა უნდა მოუყვეს მას იმ ქვეყნის შესახებ, რომელსაც ის ეკუთვნის და სადაც ეს მომხმარებელი არასოდეს ყოფილა. ქართული ეროვნული კერძის სხვისთვის მიკუთვნებულობით კი ქართულ კულტურას მსგავსი შესაძლებლობა წაერთვა. სტატიის ბოლოს ავტორს კიდევ ერთხელ ჰყავს გაკრიტიკებული ჟურნალისტი ცუდად ან უგულისყუროდ მოძიებული ინფორმაციის გამო.


image

0
267
შეფასება არ არის
ავტორი:რუსკა ეფაძე
რუსკა ეფაძე
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0