x
image
მაია 24
მარტივი ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის
image


"გინდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება? შეცვალეთ თქვენი ფიქრები" - ალბათ გსმენიათ ეს თეზისი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს არც ისე მარტივია. ნეგატიურზე კონცენტრირება ადამიანთა უმრავლესობას ჩვევაში აქვს გამჯდარი და ამის გაცნობიერება ძალიან უჭირს. რატომღაც გვგონია, რომ წუწუნის, უკმაყოფილების, აგრესიისგან გავთავისუფლებით მაშინვე, როგორც კი მოვინდომებთ. ზოგიერთი ისედაც პოზიტიურად მოაზროვნედ მიიჩნევს თავს. თუმცა ექპერიმენტი, რომელზეც ქვემოთ გესაუბრებით ამის გადამოწმების საშუალებასაც მოგცემთ.


2006 წელს უილ ბოუენმა შემოგვთავაზა ერთი იდეა, რომელიც საკუთარი თავის პოზიტივზე გადართვის ტექნიკაა.




იდეის არსი მდგომარეობდა შემდეგში - უნდა გავიკეთოთ ხელზე იისფერი სამაჯური იმის ნიშნად, რომ 21 დღეს გავატარებთ პრეტენზიების, წუწუნის, ჭორების და უკმაყოფილების გარეშე. თუ ამ ხნის მანძილზე ადამიანი მაინც ფიქრობს რაიმე ცუდზე, მან სამაჯური უნდა გადაიტანოს ერთი ხელიდან მეორეზე და თავიდან უნდა დაიწყოს ამ დროის ათვლა. ეს პროცესი გრძელდება მანამდე, ვიდრე ადამიანი არ შესძლებს მთელი 21 დღის მანძილზე ერთ ხელზე დაიტოვოს სამაჯური.



ამ ექსპერიმენტმა გაამართლა. ბევრი ადამიანის ცხოვრება საოცარი სისწრაფით შეცვალა უკეთესობისაკენ. თავისი ეფექტურიბის და სიმარტივის გამო იდეამ დიდი აღიარება და პოპულარობა მოიპოვა მსოფლიო მასშტაბით.



image


იისფერი ფერი ითვლება სიბრძნის სიმბოლოდ, 21 დღე კი არის ის პერიოდი, როცა ჩვევები ქვეცნობიერ დონეზე გადადის.


თავად ამ იდეის ავტორმა განაცხადა, რომ მან 21 დღე ერთ ხელზე სამაჯურის ტარება მხოლოდ ექსპერიმენტის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ შეძლო. ადამიანის უმრავლესობა ამ შედეგამდე 5-6 თვის შემდეგ მიდის. პირველი რამდენიმე კვირა სამაჯური დღეში 10-20-ჯერ გადადის ხელიდან ხელზე. შემდეგ დღეში ერთხელ, რამდენიმე თვის შემდეგ კი შეიძლება გაუძლოს მთელ კვირასაც კი.




ამ პროცესში ხდება ადამიანის შინაგანი გარდაქმნა, ვიწყებთ ცხოვრების უკეთესი მხარეების შემჩნევას და რაც მეტად ვამჩნევთ, ისინი მეტად ძლიერდება. თითქოს აქამდე თვალახვეულები ვიყავით და მხოლოდ ახლა აღმოვაჩინეთ, რომ სამყარო ჩვენს გარშემო არც ისე ცუდია, რომ ყოველდღიურად ხდება რაღაც ახალი და სასიამოვნო. ექსპერიმენტის დასაწყისში პოზიტიური მომენტების დაჭერა რთულია, მხოლოდ მოგვიანებით ვაცნობიერებთ, რომ სამყაროს აღქმა ჩვენი არჩევანია. იგი იცვლება მაშინ, როცა ვიცვლებით ჩვენ.


0
6541
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
6541
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0