x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბილი აილიში-ახალი "აიქონი" მუსიკალურ ინდუსტრიაში

image

ის ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე იდუმალი ხმით მღერის. აცვია "ტომარისებური" ტანსაცმელი და ფერად თმებს ატარებს. რომ არა დამახასიათებელი სტილი, შეიძლებოდა რომელიმე ჰოლივუდურ პრინცესაში შეგშლოდათ.მისი შესრულება მსუყეა და ღრმა. შეიძლება დაჯერება გაგიჭირდეთ, მაგრამ ის მხოლოდ 17 წლისაა და მისი ვიდეობი იუთუბზე დიდი ხანია გასცდა მილიონობით ნახვას. მან სადებიუტო სიმღერით "Ocean Eyes" მალე მიიპყრო ხმის ჩამწერი სტუდიების ყურადღება. ყველაზე პოპულარულ სიმღერებს შორის ხალიდთან ჩაწერილი დუეტი, "lovely" უნდა ვახსენოთ. ბილის ერთი კონკრეტული სტილი არ აქვს:არ იცვლება მხოლოდ მისი ხმის სიღრმე, შესრულება კი ნაზი, მიმზიდველიდან ხშირად გადადის ფარულ მტაცებლურ ინსტიქტებში, როგორც მაგალითად " ერთ-ერთი ბოლო შესრულება-"bad guy" ან "bury a friend". მისი მუსიკა ყველასთვის გასაგები არ შეიძლება იყოს-ის სპეციფიკურად, მგრძნობიარე ადამიანებზეა ორიენტირებული და განსაკუთრებით ინტროვერტებზე მოქმედებს ნარკოტიკივით.საინტერესოა, რომ ბილის ფანებს შორის თინეიჯერებთან ერთად საკმაოდ ბევრი ზრდასრული ადამიანია მათ შორის ჰოლივუდის ცნობილი მოღვაწეები: ჯულია რობერტსი, ტომ იორკი, სემ სმიტი .ბილი ღიაა თავის ცხოვრებაზე ლაპარაკისას.მაგალითად, ელენ დე ჯენერესის შოუში სტუმრობისას მან საკმაოდ თამამად ისაუბრა ნერვოლოგიურ დაავადებაზე, რომელსაც ხანდახან კრუნჩხვები და განმეორებითი მოძრაობები ახასიათებს და ხშირად აგდებს უხერხულ მდგომარეობაში."ამაზე აქამდე ხმამაღლა არ ვსაურობდი რადგან არ მინდოდა, რომ ბილი აილიშის პიროვნება ამ სინდრომით განსაზღვრულიყო.ეს ის არის, რითაც მთელი ცხოვრება ვიცხოვრე. აღმოვაჩინე, რომ იგვე ჩემს ბევრ ფანს სჭირს"ამბობს მომღერალი. მისი წარმატებები დიდი სისწრაფით იზრდება. დიდი ალბათობით, მალე ის ისეთივე პოპულარული იქნება, როგორც ოდესღაც ჯატინ ბიბერი .( აქვე ავღნიშნავთ, რომ ბილი ჯასტინის ცნობილი ფანია და ცოტა ხნის წინ მათი შეხვედრა შედგა კიდეც "კოაჩელას" ფესტივალზე)


0
86
შეფასება არ არის
ავტორი:რუსკა ეფაძე
რუსკა ეფაძე
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0