x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"სიმღერა მუსიკალურად შეუკვრელი,სუსტი, მოსასმენად რთული და მძიმე იყო"- თამარ ივერი

image

ქართველი მომღერალი ოთო ნემსაძე ევროვიზიის ფინალში ვერ მოხვდა. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, სიმღერა მუსიკალურად შეუკვრელი, სუსტი, მოსასმენად რთული და მძიმე იყო: "ძალიან გული დამწყდა ოთოს კონკურსიდან გამოთიშვის ამბავზე. ის ბუნებით ლიდერი, იშვიათი მდიდარი ტემბრისა და ექსპრესიის მომღერალია. შეიძლება ყველაზე უკეთესიც, ვინც მანდ დგას, მაგრამ....არსებობს ერთი მაგრამ, ჯერ ერთი, უნდა ვაღიაროთ, რომ სიმღერა იყო მუსიკალურად შეუკვრელი, სუსტი, მოსასმენად რთული და მძიმე და მეორეც....ეს ჩვენ ვართ, ქართველები, და გვსიამოვნებს ეს პატრიოტული სიმღერები... წინ იარე! ვარადა! თუ შავლეგო!....ის პუბლიკა იქ ჩასულია უშუალოდ ტვინის საღიტინოდ და გასართობად. ჟიურიც, ხალხიც მომართულია, რომ ნახოს რაღაც ბრჭყვიალა, ახალი, საძიგძიგო სტილი და მათ ასი წელი არ სჭირდებათ ვინმე ერის მიერ გამოტანილი მათი ტრაგიკული თუ პატრიოტული სიმღერა, რაც უშუალოდ მხოლოდ ამ ერის ხალხს ფხანს გულს...მით უმეტეს, ქართულ ენაზე შესრულებული. არ სჭირდებათ ეს შენი მუშტები, ეროვნული ელემენტები, რაღაცის მტკიცება, ვიღაც თუ რაღაც ძალისადმი "დედის ტირება", დრამატიზმი. აბა, გადახედეთ, რამდენჯერ გაუმარჯვია ევროვიზიაზე დრამატულ, ეროვნულ და ღრმა სიმღერას? ალბათ, თითქმის არც ერთხელ. მით უმეტეს ყოველგვარ პატრიოტულს და ქართულ ენაზე ნამღერს...პოლიტიკურ განცხადებაში გითვლიან და რომ გაგამარჯვებინონ...შიშობენ, ამ გამარჯვებას მისი ქვეყნისგან სხვა სარჩული დაედება. რატომ ვერ ვისწავლეთ აქამდე ჭკუა, ვერ ვხვდები. ადრეც წავიდნენ ბიჭთა კვარტეტი, მარიკო ებრალიძე....ეროვნული ელემენტებიანი სიმღერებით და ისინიც კულტურულად გამოუშვეს. მოდით რა, დავიჯეროთ, რომ ეს ის ზედაპირული, ბრჭყვიალა, უაზრო კონკურსია, სადაც არავის არ სჭირდება შენი პატრიოტული სიმღერებით დაგრუზვა და შენი "Страсти -Мордасти" მოდიან უშუალოდ გასართობად, ლაითი, საცეკვაო, სახტუნაო ან რაიმე სასიამოვნო რომანტიკული სიმღერების მოსასმენად და მჯერა, რომ ასეთივე სიმღერაც გაიმარჯვებს. კონკურსი გვერდით იყოს, თავად მე რომ ვიწყებ უცხოელ მეგობრებთან ან კოლეგებთან საქართველოზე, მის ტერიტორიებზე და პრობლემებზე საუბარს....სად გადაჯდნენ არ იციან. ხელად ზოგს საპირფარეშოში უნდება, ზოგს ეჩქარება და ზოგიც ბუფეტში გარბის. არავის არ სურს შენი ეროვნული თუ პოლიტიკური პრობლემებით თავის დაგრუზვა. არავის სურს, რომ შენი ნაამბობით ჩააფიქრო, ჩაახვედრო, დასკვნები აკეთებინო. რაც უფრო გააცინებს და გაუმსუბუქებს ცხოვრებას...ის თემა აინტერესებს. აბა, წარმოიდგინეთ, ვიღაც პალესტინელი ან ავღანელი დაგიჯდეს და მის პოლიტიკურ პრობლემებზე დაგიწყოს საუბარი....იგივე ეფექტი გვაქვს ჩვენც მათთან....მით უმეტეს თუ ასეთი იმპულსები ევროვიზიის სცენიდან მოდის. ასე რომ, იმედია, სამომავლოდ მაინც გაითვალისწინებთ რომ იმ კონკურსზე უფრო "ზოგი ასე უბერავს" სტილის სიმღერა წაიღოთ და ისიც ინგლისურ ენაზე!! არანაირი ცეცხლები, შავი ფერები და დრამატიზმი მეგობრებო!! ევროვიზიას ჩვენი ცრემლების არ სჯერა!", -წერს თამარ ივერი.


0
928
შეფასება არ არის
ავტორი:ელენა18
ელენა18
928
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0