x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90134
  • ვიდეო:340050
  • სურათი:452467
ეფექტური მცენარეული რეცეპტები სისხლში გლუკოზის შესამცირებლად

სისხლში გლუკოზის მაღალი შემცველობა ის პრობლემაა, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი აწყდება. დიაბეტი ვერაგი დაავადებაა, რომელიც მთელ ორგანიზმს აზიანებს.მათ შორის გულის ქსოვილებს, სისხლძარღვებს, თვალებს, თირკმელებს და ნერვულ სისტემას. რა თქმა უნდა, როცა დაავადება ქორნიკულ ფორმას იღებს, მას მხოლოდ რაციონის ცვლილებით ვეღარ უმკურნალებთ.

image მაგრამ, თუ ანალიზებმა მხოლოდ ნორმიდან გადახრა უჩვენეს, ნამდვილად უნდა მიიღოთ შესაბამისი ზომები, რომ სისხლში გლუკოზის დონე დასწიოთ და აკონტროლოთ. ამ შემთხვევაში შეუფასებელია ის ხალხური რეცეპტები, რომლებიც უკვე ათწლეულებმა გამოსცადეს.


მოხარშული ხახვი

imageცოტამ თუ იცის, რომ სისხლში შაქრის დასაწევად ხახვის ნახარში ეფექტური საშუალებაა.

დაგჭირდებათ:

3 კგ. დაქუცმაცებული ხახვი

250 მლ. მდუღარე წყალი

გაანაწილეთ ხახვი 10 დღისთვის

დილით დააქუცმაცეთ ხახვი, მოათავსეთ ემალის ჭურჭელში და დაასხით წყალი. წამოადუღეთ 8-10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით და გააციეთ. გაწურეთ, ხახვი გადაყარეთ, ნახარში კი სამ ნაწილად გაანაწილეთ და მიირეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

იგივე პროცედურა გაიმეორეთ მომდევნო 9 დღის მანძილზე. შეისვენეთ რამდენიმე თვე და მხოლოდ შემდეგ ჩაიტარეთ განმეორებითი კურსი.


მოხარშული კვერცხი და ძმარი

imageეს რეცეპტი სისხლში გლუკოზის დონის დაწევას უწყობს ხელს. ჩაიტარეთ 10 დღის განმავლობაში.

დაგჭირდებათ:

კვერცხი

ძმარი

წყალი

მოხარშეთ კვერცხი საღამოს, მაგრად. გაასუფთავეთ ნაჭუჭისგან და ჩანგლით დაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას. ჩაასხით ღრმა ჭურჭელში ძმარი და ჩადეთ შიგ კვერცხი. ძმარმა კვერცხი სულ უნდა დაფაროს. დატოვეთ ასე მთელი ღამით. დილით შეჭამეთ კვერცხი და ოთახის ტემპერატურის წყალი დააყოლეთ.


კამის წყალი

image

ეს სასწაულმოქმედი სასმელი გახდომაშიც დაგეხმარებათ და სისხლში გლუკოზასაც შეამცირებს. ის დიაბეტის პროფილაქტიკისთვის შესანიშნავი საშუალებაა!

დაგჭირდებათ:

1 ს.კ. კამის თესლი

1ლ. მდუღარე წყალი


ჩაყარეთ თერმოსში კამის თესლი, დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ ერთი საათით. ერთი საათის შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ დღეში ორჯერ: 1 ჭიქა დილით და 1 ჭიქა საღამოს.

თუ მუცლის შებერილობაც გაწუხებთ, შეგიძლიათ დოზა 3-4 ჭიქამდე გაზარდოთ.


გოგრის თესლი, დარიჩინი და ფინიკი

imageერთერთი პროდუქტი, რომელიც ეფექტურად ამცირებს სისხლში გლუკოზის შემცველობას-გოგრის თესლია. მასში ხომ იმდენი სასარგებლო ნივთიერებაა.

ინგრედიენტები:

150 გრ. გოგრის გასუფთავებული თესლი

წყალი

1/2 ჩ.კ. დარიჩინი

4-5 ფინიკი

მომზადება:

დაალბეთ გოგრის თესლი წყალში 8 საათით.გადაღვარეთ წყალი და თესლი ბლენდერში გადაიტანეთ. დაუმატეთ 4 ს.კ. წყალი და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა გაწურეთ, დაამატეთ დაქუცმაცებული ფინიკი, დარიჩინი და კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ. მიღებული მასა ჩაასხით მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.მიიღეთ 100 გრამი უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. 4 დღის შემდეგ შეისვენეთ 4 დღე და შემდეგ ისევ 4 დღის განმავლობაში მიიღეთ ეს საშუალება.



საზამთროს თესლის ნაყენი

imageეს ნაყენი კუჭქვეშა ჯირკვალზე ახდენს მოქმედებას და ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დაწევას.

ინგრედიენტები:

40 გრ. საზამთროს ნედლი თესლი

1ლ. წყალი

150 გრ.საზამთროს რბილობი (სურვილის შემთხვევაში)

მომზადება

ჩაასხით ერთი ლიტრი წყალი ქვაბში და და დადგით საშუალო ცეცხლზე.მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ ხორცსაკეპში ან სანაყში დაქუცმაცებული საზამთროს თესლი.ხარშეთ 30 წთ-ის განმავლობაში. გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ კიდევ ერთი საათი, შემდეგ კი გაწურეთ. იმისთვის, რომ სასმელი გემრიელი გამოვიდეს, ათქვიფეთ საზამთროს რბილობთან ერთად ბლენდერში.

მიიღეთ სამი ჭიქა, დღეში სამჯერ. პირველი ჭიქა უზმოზე უნდა დალიოთ, საუზმემდე 30 წთ-ით ადრე.


ოროვანდის ფესვი

imageაიღეთ 40გრ. გამომშრალი და დაქუცმაცებული ოროვანდის ფესვი და დაასხით 300 მლ. მდუღარე. დააყენეთ თერმოსში 2 საათით. გაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.


ბაბუაწვერას ფესვი

imageთერმოსში ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ბაბუაწვერას ფესვი და დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. დააყენეთ რამდენიმე საათით. მიიღეთ დღის განმავლობაში სრულად.


კაკლის ფოთლების ნაყენი

imageწვრილად დაჭერით კაკლის ხის მაისის ფოთლები (გამომშრალი). 1ს.კ-ს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი და ადუღეთ ერთი წუთის განმავლობაში.გააციეთ, გაწურეთ და და მიიღეთ დღის განმავლობაში.


მოცვის ფოთლების ნაყენი

image1 ს.კ. მოცვის ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და მიიყვანეთ ადურებამდე, მაგრამ არ ადუღოთ. გადმოდგით, გააჩერეთ 2 საათით, გაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ 1/3 ჭიქა.









0
167
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0