პროფილაქტიკა ეფექტური მცენარეული რეცეპტები სისხლში გლუკოზის შესამცირებლად 2019, 15 მაისი, 16:46 სისხლში გლუკოზის მაღალი შემცველობა ის პრობლემაა, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი აწყდება. დიაბეტი ვერაგი დაავადებაა, რომელიც მთელ ორგანიზმს აზიანებს.მათ შორის გულის ქსოვილებს, სისხლძარღვებს, თვალებს, თირკმელებს და ნერვულ სისტემას. რა თქმა უნდა, როცა დაავადება ქორნიკულ ფორმას იღებს, მას მხოლოდ რაციონის ცვლილებით ვეღარ უმკურნალებთ.
მაგრამ, თუ ანალიზებმა მხოლოდ ნორმიდან გადახრა უჩვენეს, ნამდვილად უნდა მიიღოთ შესაბამისი ზომები, რომ სისხლში გლუკოზის დონე დასწიოთ და აკონტროლოთ. ამ შემთხვევაში შეუფასებელია ის ხალხური რეცეპტები, რომლებიც უკვე ათწლეულებმა გამოსცადეს.
მოხარშული ხახვი ცოტამ თუ იცის, რომ სისხლში შაქრის დასაწევად ხახვის ნახარში ეფექტური საშუალებაა. დაგჭირდებათ: 3 კგ. დაქუცმაცებული ხახვი 250 მლ. მდუღარე წყალი გაანაწილეთ ხახვი 10 დღისთვის დილით დააქუცმაცეთ ხახვი, მოათავსეთ ემალის ჭურჭელში და დაასხით წყალი. წამოადუღეთ 8-10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით და გააციეთ. გაწურეთ, ხახვი გადაყარეთ, ნახარში კი სამ ნაწილად გაანაწილეთ და მიირეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე. იგივე პროცედურა გაიმეორეთ მომდევნო 9 დღის მანძილზე. შეისვენეთ რამდენიმე თვე და მხოლოდ შემდეგ ჩაიტარეთ განმეორებითი კურსი. მოხარშული კვერცხი და ძმარი ეს რეცეპტი სისხლში გლუკოზის დონის დაწევას უწყობს ხელს. ჩაიტარეთ 10 დღის განმავლობაში. დაგჭირდებათ: კვერცხი ძმარი წყალი მოხარშეთ კვერცხი საღამოს, მაგრად. გაასუფთავეთ ნაჭუჭისგან და ჩანგლით დაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას. ჩაასხით ღრმა ჭურჭელში ძმარი და ჩადეთ შიგ კვერცხი. ძმარმა კვერცხი სულ უნდა დაფაროს. დატოვეთ ასე მთელი ღამით. დილით შეჭამეთ კვერცხი და ოთახის ტემპერატურის წყალი დააყოლეთ. კამის წყალი ეს სასწაულმოქმედი სასმელი გახდომაშიც დაგეხმარებათ და სისხლში გლუკოზასაც შეამცირებს. ის დიაბეტის პროფილაქტიკისთვის შესანიშნავი საშუალებაა! დაგჭირდებათ: 1 ს.კ. კამის თესლი 1ლ. მდუღარე წყალი ჩაყარეთ თერმოსში კამის თესლი, დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ ერთი საათით. ერთი საათის შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ დღეში ორჯერ: 1 ჭიქა დილით და 1 ჭიქა საღამოს. თუ მუცლის შებერილობაც გაწუხებთ, შეგიძლიათ დოზა 3-4 ჭიქამდე გაზარდოთ. გოგრის თესლი, დარიჩინი და ფინიკი ერთერთი პროდუქტი, რომელიც ეფექტურად ამცირებს სისხლში გლუკოზის შემცველობას-გოგრის თესლია. მასში ხომ იმდენი სასარგებლო ნივთიერებაა. ინგრედიენტები: 150 გრ. გოგრის გასუფთავებული თესლი წყალი 1/2 ჩ.კ. დარიჩინი 4-5 ფინიკი მომზადება: დაალბეთ გოგრის თესლი წყალში 8 საათით.გადაღვარეთ წყალი და თესლი ბლენდერში გადაიტანეთ. დაუმატეთ 4 ს.კ. წყალი და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა გაწურეთ, დაამატეთ დაქუცმაცებული ფინიკი, დარიჩინი და კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ. მიღებული მასა ჩაასხით მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.მიიღეთ 100 გრამი უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. 4 დღის შემდეგ შეისვენეთ 4 დღე და შემდეგ ისევ 4 დღის განმავლობაში მიიღეთ ეს საშუალება. საზამთროს თესლის ნაყენი ეს ნაყენი კუჭქვეშა ჯირკვალზე ახდენს მოქმედებას და ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დაწევას. ინგრედიენტები: 40 გრ. საზამთროს ნედლი თესლი 1ლ. წყალი 150 გრ.საზამთროს რბილობი (სურვილის შემთხვევაში) მომზადება ჩაასხით ერთი ლიტრი წყალი ქვაბში და და დადგით საშუალო ცეცხლზე.მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ ხორცსაკეპში ან სანაყში დაქუცმაცებული საზამთროს თესლი.ხარშეთ 30 წთ-ის განმავლობაში. გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ კიდევ ერთი საათი, შემდეგ კი გაწურეთ. იმისთვის, რომ სასმელი გემრიელი გამოვიდეს, ათქვიფეთ საზამთროს რბილობთან ერთად ბლენდერში. მიიღეთ სამი ჭიქა, დღეში სამჯერ. პირველი ჭიქა უზმოზე უნდა დალიოთ, საუზმემდე 30 წთ-ით ადრე. ოროვანდის ფესვი აიღეთ 40გრ. გამომშრალი და დაქუცმაცებული ოროვანდის ფესვი და დაასხით 300 მლ. მდუღარე. დააყენეთ თერმოსში 2 საათით. გაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. ბაბუაწვერას ფესვი თერმოსში ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ბაბუაწვერას ფესვი და დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. დააყენეთ რამდენიმე საათით. მიიღეთ დღის განმავლობაში სრულად. კაკლის ფოთლების ნაყენი წვრილად დაჭერით კაკლის ხის მაისის ფოთლები (გამომშრალი). 1ს.კ-ს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი და ადუღეთ ერთი წუთის განმავლობაში.გააციეთ, გაწურეთ და და მიიღეთ დღის განმავლობაში. მოცვის ფოთლების ნაყენი 1 ს.კ. მოცვის ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და მიიყვანეთ ადურებამდე, მაგრამ არ ადუღოთ. გადმოდგით, გააჩერეთ 2 საათით, გაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ 1/3 ჭიქა. 253 შეფასება არ არის
|