x
"2 მეგაპროექტი მოგიგე შენივე არხზე"- ოთო ნემსაძის პასუხი ნიკა გვარამიას

image

“ევროვიზიაზე” საქართველოს წარმომადგენელი- ოთო ნემსაძე კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. მის გამოსვლას სოციალურ ქსელში ბევრ დადებითთან ერთად, უარყოფითი რეაქციებიც მოჰყვა. მათ შორის კრიტიკა არ დაიშურა "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელმაც ერთ-ერთ კომენტარად დაწერა, რომ ოთო ნემსაძის ადგილი რესტორანშია. გვარამიას ამ განცხადებას სოციალურ ქსელში თავად ოთო ნემსაძემ უპასუხა: "არის რაღაცები, რასაც ვერ გაატარებ. დიახ, მე დღესაც რესტორანში ვმღერი და საერთოდ არ ვთვლი, რომ ეს სირცხვილია. ძალიან ბევრი მაგარი მუსიკოსი ვიცი რესტორანში და აი, ესეთი ადამიანები ღუპავენ დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას. პროექტების ხარისხებს მიხედე "ჯიგარო". ისე 2 დიდი მეგაპროექტი მოგიგე შენივე არხზე. ჩამორეკე ეხლა გადაცემებთან.

პ.ს. ნუ მბლოკავ მაინც არ გაგცემ პასუხს შენივე კედელზე", -დაწერა ოთო ნემსაძემ.

3
2433
შეფასება არ არის
ავტორი:ელენა18
ელენა18
2433
  
2019, 16 მაისი, 9:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თათა ყიფიანი-ის კომენტარზე
2019, 15 მაისი, 19:38
იქნება თამარ ივერისთვისაც ეპასუხა ამ ტიპს დიდი ამბიცია რომ აქვს ან კიდევ ბაკურ სვანიძისთვის რა - დღეს ყველა მის "ოთხბიჭს" აკრიტიკებს და ღირსიცაა
2019, 15 მაისი, 17:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3