x
მეტი
  • 20.08.2019
  • სტატია:93691
  • ვიდეო:342167
  • სურათი:455881
დევიდ ბოუვი- მომღერალი,რომელმაც შეცვალა ეპოქა
“ არ ვიცი აქედან საით მივდივარ, მაგრამ პირობას ვდებ-ეს მოსაწყენი არ იქნება.”
სკანდალური გამოსვლები, იმიჯის ცვლილება, ექსპერიმენტების უთვალავი რაოდენობა, თამამი განაცხადები და უსაზღვრო ნიჭი-ასე შეიძლება აღვწეროთ ინგლისელი მომღერალი დევიდ ბოუვი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა (2016 წლის 10 იანვარს).თუმცა შეძლო-შეუძლებელი.თავისი გაუტეხელი ბუნების და მიზანდასახულობის წყალობით ბოუვიმ უზარმაზარი მუსიკალური მემკვიდრეობა დატოვა. კარიერის მანძილზე 140 მილიონი დისკი გაიყიდა.ბოუვის 5 სტუდიური ალბომი “500 greatest albums of all time “ ში მოხვდა. ჟურნალმა “Rolling stone” ბოუვის 39 -ე ადგილი მიანიჭა ყველა დროის 100 საუკეთესო როკ-შემსრულებელს შორის.
დევიდ რობერტ ჯონსი, რომელსაც ჩვენ შემდგომ დევიდ ბოუვის სახელით გავიცნობთ 1947 წლის 8 იანვარს დაიბადა, სამხრეთ ლონდონში, ბრიქსტონში.მისი სიყვარული ხელოვნების, უფრო კონკრეტულად-მუსიკის მიმართ ადრეულ ასაკში გამოვლინდა.13 ბოუვი უკვე საქსაფონზე უკრავდა.ბოუვის ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ნახევარძმის-ტერის მიმართ, რომელიც მისი გზამკვლევი იყო როკის სამყაროში.ის აცნობდა მას სიმღერებს და როკის ისტორიას.ტერის ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.მისმა სუიციდმა დიდი როლი ითამაშა დევიდის ცხოვრებაში. სწორედ მას მიუძღვნა მომღერალმა სიმღერა “ Jump They Say “. 16 წლის სკოლადამთავრებული ბოუვი უკვე კარგად ფლობდა საშემსრულებლო ხელოვნებას და სხვადასხვა ბენდებშიც უკრავდა.მისი სასცენო სახელის -დევიდ ბოუვი სწორედ ბენდში მოღვაწობას უკავშირდება. საქმე იმაშია, რომ The Monkees -ჯგუფი, რომელშიც დევიდი მოღვაწეოდა, კიდევ ერთი ჯონსისგან შედგებოდა-დევი ჯონსი.შემდგომი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად დევიდმა სასცენო სახელად ბოუვი აირჩია..
თუმცა პოპულარობა ბოუვისთან მარტივად არ მოსულა.მას ბევრი სიძნელის გადალახვა მოუხდა. ის თავდაუზოგავად ატარებდა ექსპერიმენტებს, თავის შესაძლებლობებს სციდა უამრავ სფეროში.1960 წელი-ყველაზე რთული იყო მის კარიერაში.მის იმდროინდელ სიმღერებს კომერციული წარმატება ან აღიარება არ მოჰყოლია.თუმცა არა როგორც მომღერალი, ის თავის შესაძლებლობების დემონსტრირებას ცდილობდა, როგორც მხატვარი, პანტომიმების თეატრის მსახიობი და დრამატურგი.
ბოუვის აღმასვლა და მისი წარუმატებლობის რღვევა 1969 წელს დაიწყო კომპოზიციით “ Space Oddity “.თუმცა ამჯერად წარმატება მცირეხნიანი გამოდგა, რადგან “ Space Oddity”-ის შემდგომი ორი ალბომი არც ისე წარმატებული გამოდგა, მაგრამ ბოუვის ბრძოლა არ შეუწყვიტავს. მან კიდევ ერთი თამამი ექსპერიმენტი გადადგა . 1972 წელს შოუბიზნესს Ziggy Stardust -ის სახელით და შესრულების ახალი სტილით მოევლინა. ბოუვის ამ პერიოდში გამოუჩნდა ნარკო-დამოკიდებულება. ის ბევრს მოგზაურობდა და საკუთარ თავს-საკუთარი შესაძლებლობების გამოცდით ეძებდა, რაც მის მუსიკალურ კარიერაზე პირდაპირ აისახებოდა.1983 წლიდან ბოუვისთან ისევ მოვიდა წარმატება . მისი სიმღერა “Let's Dance” ამერიკაში #1 ჰიტად აღიარეს.ამავე პერიოდში ბოუვიმ გაანახლიზა, რომ კინოში ის წარმატებას ვერ აღწევდა და მისი სამსახიობო კარიერა მეორე პლანზე გადასწია. 2004 წლამდე ის საკაოდ აქტიური იყო და ისეთივე თამამი, როგორც ადრე, ოღონდ ექსპერიმენტებს ნაკლებად ატარებდა და შესაბამისად, შესრულების სტილსაც არც ისე ხშირად იცვლიდა.2004 წლის ივნისში მომღერალმა ინფარქტი მიიღო. ეს მისი ახალი ალბომის “reality” ტურის დრო მოხდა. ტური 2003 წელს დაიწყო და 2004 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბოუვიმ ვერ შეძლო მისი დასრულება. მომღერალი სულ ნაკლებად აქტიურობდა, გამოჯანმრთელების შემდეგ მხოლოდ მცირე პროექტებში იღებდა მონაწილეობას. მისი უკანასკნელი ალბომი “The next day” 2008 წელს გამოვიდა.
ბოუვის პირადი ცხოვრება ისეთივე სკანდალური და ექსპერიმენტებით აღსავსე იყო, როგორც მისი შემოქმედება. იგი პერიოდულად აცხადებდა თავის განსხვავებული ორიენტაციის შესახებ და შემდეგ უარყოფდა ამ ფაქტს, ხსნიდა რა ამ ყველაფერს პროტესტის ფორმად მორალური კოდების წინააღმდეგ. თავისი განსხვავებული ორიენტაციის შესახებ ის პირველად 1972 წლის 22 იანვარს ალაპარაკდა ინტერვიუს დროს და აღნიშნა, რომ ის ჰომოსექსუალია.1976 წელს “playboy” სთან ინტერვიუში ის თავის თავს ბი-სექსუალს უწოდებს. ამ პერიოდში საუბრობდნენ მისი და მიკ ჯაგერის ურთიერთობის შესახებ.ეს უკანასკნელიც ხომ ექსპერიმენტების დიდი სიყვარულით გამოირჩევა. 1983 წელს ჟურნალ “Rolling stones”სთან ინტერვიუში აღნიშნავს, საკუთარი განსხვავებული ორიენტაციის შესახებ საუბარი და მისი”განსხვავებული “ გამოცდილება დიდ შეცდომად მიაჩნია, ვინაიდან ეს ყველაფერი ნაკარნახევი იყო დროის და სიტუაციის მიერ და არა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამ მომღერალმა იმდენჯერ შეცვალა თავისი აზრი ორიენტაციის შესახებ, რომ პუბლიკაც კი დააბნია-იყო ის ჰომო, ბი თუ ჰეტეროსექსუალი.თუმცა მდედრობითი სქესის ნაკლებობა მის ცხოვრებაში დეფიციტს ნამდვილად არ წარმოადგენდა.მიუხედავად ამისა, ოფიციალურად მხოლოდ ორჯერ იყო დაქორწინებული : მისი პირველი მეუღლე მარი ანგელა ბარნეტი გახლდათ, რომელზეც 1970 წლის მარტში დაქორწინდა და რომელთანაც ათ წლიანი თანაცხოვრება და ვაჟი-დუნკანი აკავშირებს. 1980 წლიდან მეუღლესთან გაყრის შემდეგ ის სერიოზულად არავისით დაინტერესებულა. თუმცა 1992 წელს სომალური წარმოშობის ამერიკელ მოდელ იმანისთან ურთიერთობას კანონიერი სახე მაინც მისცა. მეორე შვილი ბოუვის 2000წელს შეეძინა და მას ალექსანდრია დაარქვეს.
ცნობილი ფაქტია, რომ ბოუვი ბუდიზმით იყო გატაცებული, თავს ათეისტად აღიარებდა და ღმერთის არსებობას ბოლომდე მაინც ვერ უარყოფდა(რელიგიაშიც კი წინააღმდეგობრივი და გამოუცნობი იყო) ღიმილის მომგვრელი იყო მისი ეს თვისება-ადამიანების გაურკვევლობაში დატოვება, უამრავი კითხვის ნიშნის გაჩენა, თითქოს ეს მას გარკვეულ სიამოვნებას ანიჭებდა და მის პერსონას უფრო სკანდალურს ხდიდა.
2016 წლის 10 იანვარს მომღერალი საკუთარ აპარტამენტებში გარდაიცვალა, ნიუ იორკში. კიბოს დიაგნოზი მას სიკვდილამდე 18 თვით ადრე დაუსვეს, თუმცა ეს მას სახალხოდ არ განუცხადებია. ის სიკვდილის ბოლომდე მუშაობდა ახალ პროექტებზე.მისი გარდაცვალების შემდეგ ბოუვის თაყვანისმცემლებმა მის ხსოვნას პატივი ყველა იმ ქალაქში მიაგეს, რომელშიც მომღერალი მცირე დროით მაინც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.image
0
80
შეფასება არ არის
ავტორი:რუსკა ეფაძე
რუსკა ეფაძე
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0